Dongfeng to take 30% stake in PSA Peugeot
Citroën?
9 ოქტომბერი
ევროპის ერთ-ერთ უდიდეს საავტომობილო კომპანია „PSA პეჟო
სიტროენს“ რთული პერიოდი აქვს - წლის პირველ ნახევარში 510 მილიონი ევრო იზარალა
და 11 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირა. ზარალის შესამცირებლად, ფრანგულ
გიგანტს ერთი ქარხნის გაჩერებაც კი მოუწია. მაგრამ შესაძლოა, მალე პრობლემები უკან
დარჩეს და ეს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის - „დონფენის“ დამსახურება იქნება.
„დონფენი“ ისედაც „PSA პეჟო სიტროენის“ პარტნიორია
- მასთან ერთად სამი ერთობლივი საწარმო აქვს შექმნილი. ახლა კი, როგორც გამოცემა „ავტომოტივ
ნიუს იუროპი“ იუწყება, ჩინური კომპანია თავისი ფრანგი პარტნიორის აქციების 30
პროცენტის შეძენას აპირებს, რაშიც 1.63 მილიარდ დოლარს იხდის. უფრო სწორედ, „დონფენი“
ჯერ მხოლოდ აქციების ხსენებული პაკეტის შეძენის მიზანშეწონილებას სწავლობს. PSA ამ
ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ახალი პროექტების განსახორციელებლად, სხვადასხვა
კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
მოკლედ, მათი პარტნიორობის შესაძლო გაფართოება,
უფრო სწორედ, ახალ ფაზაში შესვლა, ჯერ მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ახლავე
შეიძლება ითქვას, რომ ის ფრანგული კომპანიისთვის მისწრება იქნება, რადგან ევროპის
ბაზარზე კონკურენციის არნახულად გაძლიერების კვალობაზე, ცისქვეშეთში ექსპანსიის შანსი
ხელიდან გასაშვები არ არის. მითუმეტეს, ფრანგულის გიგანტის ბიზნესი ამ ეტაპზე ძირითადად
ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული.
მაგრამ საინტერესო იქნბა PSA-ს ორი მსხვილი აქციონერის
- პეჟოს ოჯახისა და „ჯენერალ მოტორსის“ რეაქცია. თუ გარიგება განხორციელდა, „დონფენი“
PSA-ს უმსხვილესი აქციონერი გახდება. ამჟამად აქციების ყველაზე დიდი პაკეტი (25.5
პროცენტი) პეჟოს ოჯახს ეკუთვნის, „ჯენერალ მოტორსი“ კი მხოლოდ 70 პროცენტს ფლობს. თუმცა,
მისმა ხელმძღვანელობამ ახლახანს განაცხადა, რომ შესაძლოა, ორ კომპანიას შორის პარტნიორობა
შეწყდეს და ბუნებრივია, გენერლები მათ ხელთ არსებულ აქციებს ბაზარზე გაიტანენ, ან პირდაპირ
PSA-ს მიჰყიდიან. ცნბისათვის, ორ კომპანიას შორის არსებული ხელშეკრულება ამერიკულ
მხარეს, ხელშეკრულების დარღვევის უფლებას უტოვებს, თუ მისი პარტნიორის მფლობელთა
შორის ძალთა განლაგება შეიცვლება.
შეუძია,
თუ არა ჩინურ კომპანიას PSA-ს პრობლემების გამკლავება? „დონფენს“ ამის ფინანსური
რესურსი გააჩნია. მაგრამ ეს ჯერაც არაფერს ნიშნავს. ანალოგიური სიტუაცია აქვს „ჯილის“,
რომელმაც „ფორდისგან“ შვედური „ვოლვო“ გამოისყიდა, თუმცა რამდენიმე წელია, სხვადასხვა
პროექტის შემუშავების მიუხედავად, ამ უკანასკნელს გამოცოცხლების არაფერი ეტყობა.
მარტო კონცეპტუალურ პროექტებს კი მოგება არ მოაქვს, ჯერჯერობით მაინც ასე ჩანს...
No comments:
Post a Comment