Mercedes-Benz Confirms It’s Building an
Impractical Crossover Like the BMW X6
8 ოქტომბერი
გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ ბლოგმა გამოაქვეყნა
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „მერსედეს-ბენცი“ მალე დაიწყებს სპორტული
ქროსოვერის წარმოებას, რომელიც „ბეემვე X6-ის“ კონკურენტი გახდება. ოღონდ,
ბავარიული კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც X6-ის და X5-ის დაშორებას აპირებს,
სამქიმიანთა ახალი ავტომობილი, მათი M-კლასის ქროსოვერის სპორტული ვერსია იქნება. გამოცემამ
ეს ინფორმაცია „მერსედეს-ბენცის“ ორი აღმასრულებლისგან მიიღო, რომლებმაც ვინაობის
გამხელა არ ისურვეს.
ისევე როგორც საბაზო ML, მისი სპორტული ვერსია,
რომელსაც „ქარ ენდ დრაივერი“ MLC-დ მოიხსენიებს, ბენზინის V6 და V8 ძრავებით აღიჭურვება.
გამის ფლაგმანი AMG-ვერსია იქნება. სხვა მხრივ, ამ ორ ავტომობილს ძირითადად გარე
და შიდა დიზაინი განასხვავებს. MLC-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი დაქანებული
სახურავი იქნება.
კითხვაზე, რამ გადააწყვეტინა „მერსედეს-ბენცს“
ახალი ავტომობილის გამოშვება, პასუხი ბანალური იყო - ბაზარზე ასეთ ავტომობილებზე მოთხოვნილება
არსებობს. თანაც, ML-ის ბაზაზე მის გამოშვებას დიდი ხარჯი არ აქვს, რაც წარმოების
ხარჯებს შეამცირებს, მოგების მარჟას კი გაზრდის. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალ
წელს გამოვა და ძირითადად ამერიკაში, ჩინეთსა და ევროპაში გაიყიდება.
გერმანული კომპანია MLC-ს თავის ალაბამას ქარხანში
გამოუშვებს. ავტომობილის სავარაუდო ფასი ამერიკაში 60 000 დოლარის ფარგლებში
იქნება.
No comments:
Post a Comment