Mercedes admits it faced dilemma with Hamilton's
strategy
6 ოქტომბერი
კორეაში რბოლის დროს, ლუის ჰამილტონმა რადიოთი
შეატყობინა თავის გუნდს, რომ საბურავების მეორე კომპლექტი, რომელიც მის მანქანზე
პირველი პიტსტოპისას დააყენეს, ძალიან სწრაფად გაცვდა და მანქანას აღარ იჭერდა.
ამის გამო, „მერსედესი“ ტაქტიკის შეცვლის დილემის წინაშე აღმოჩნდა - რაც შეიძლება დაეყოვნებინათ
ჰამილტონი ტრასაზე, რათა საბურავები დაგეგმილ დრომდე შეენარჩუნებინათ, ან დაუყოვნებლივ
შეეყვანათ ბოქსში.
„იმ მომენტში ჩვენ რთული გადაწყვეტილება უნდა
მიგვეღო. 22-ე წრეზე დაუგეგმავ პიტსტოპზე შემოგვეყვანა და სამგაჩერებიან სტრატეგიაზე
გადავსულიყავით, ან ლუისს უნდა ეცადა ტრასაზე დარჩენა, რათა სტოპი მაქსიმალურად გვიან
შეესრულებინა, რათა რბოლის წინ შერჩეულ სტრატეგიაზე დარჩენილიყო. ჩვენ მეორე
ვარიანტი ავირჩიეთ. მაგრამ ამის გამო, რამდენიმე წრეზე ლუისს ძალიან გაუჭირდა
დროის დანაკარგის მინიმიზება“, - განაცხადა გუნდის შეფმა როს ბრაუნმა.„საშინელი რბოლა იყო. ჩვენ შეგვეძლო, რბოლა უფრო წინ დაგვესრულებინა და ამას ვიმსახურებდით. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა. მანქანა კარგად მუშაობდა, მაგრამ მაგრამ წინა მარჯვენა საბურავი ძალიან მალე გამოვიდა მწყობრიდან. რადიოთი მითხრეს, რომ შესაძლოა, რეზინი გრანულირების ფაზაში იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა, რეზინი აღარ მუშაობდა. საბურავი ტემპერატურას კარგავდა და მე საბურავების ბლოკირება მიწევდა, რათა დამუხრუჭება მომეხერხებინა. ამის გამო, მოსახვევების გავლა ძალიან მიჭირდა. ასე 10-15 წრე გაგრძელდა და ძალიან ბევრი დრო დავკარგე“, - ყვება ჰამილტონი, რომელმაც რბოლა მაინც მეხუთე ადგილზე დაასრულა, მის მიწურულს კი, როცა ნიკო ჰულკენბერგთან და ფერნანდო ალონსოსთან ბრძოლა უწევდა, უკვე საბურავების სხვა კომპლექტი ეყენა.
No comments:
Post a Comment