დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 2, 2013

„ტოიოტა“ წყალბადზე მომუშავე ავტომობილს ტოკიოში გაგვაცნობს

2015 Hydrogen-Powered Toyota Details Emerge
2 ივლისი
„ტოიოტა“ იმ იშვიათ კომპანიათაგანია, რომლებიც წყალბადის ფიჭური ელემენტების სერიულ ავტომობილებზე დანერგვას ცდილობენ. და როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ამ ტექნოლოგიას აითვისებს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ წლის მიწურულს, ტოკიოს მოტორ შოუზე, იაპონური კომპანია სწორედ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს.

„პირელიმ“ საბურავების კონსტრუქცია უნებართვოდ შეცვალა

Pirelli changed tyres without consent at Silverstone - report
2 ივლისი
საბურავების ერთი სკანდალი (ტესტების) ჩაწყნარდა თუ არა, მაშინვე მეორე აგორდა. სილვერსტოუნზე რბოლისას, რამდენიმე მანქანაზე ერთიდაიმავე, უკანა მარცხენა საბურავის გახეთქვამ, საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა. ფაქტია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. და ყოველივეს მიზეზიც მალე გაირკვა - „მარკას“ რეპორტიორი მარკო კანსეკო წერს, რომ ბრიტანეთში ჩასვლამდე, საბურავების კონსტრუქცია ისე შეცვალა, რომ ამაზე FIA-სთვის აზრიც არ უკითხავს.

„ფორდმა“ ივნისში აშშ-ის გაყიდვები 13 პროცენტით გაზარდა

Ford Sales Up 13% in June
2 ივლისი
ასე თუ გაგრძელდა, „ფორდ მოტორ კომპანი“ ამერიკის ბაზრის ლიდერობასაც შესწვდება. კომპანიამ საშინაო ბაზარზე გაყიდვები 13 პროცენტით გაზარდა, საერთო ჯამში კი მეექვსე თვეს 234 917 ავტომობილი და პიკაპი გაჰყიდა. ამგვარად, ცისფერი ოვალი კიდევ უფრო მიუახლოვდა ამერიკული ბაზრის უცვლელ ლიდერ „ჯენერალ მოტორსს“, რომლის გაყიდვებიც „მხოლოდ“ 6.5 პროცენტით, 264 843 ერთეულამდე გაიზარდა.

ლოები პაიკს პიკზე არ დაბრუნდება

Sebastien Loeb admits Pikes Peak return unlikely
2 ივლისი
სებასტიან ლოები ამბობს, რომ პაიკს პიკზე დაბრუნებას და თავისი რეკორდის მოხსნას აღარ აპირებს. 30 ივნისს პაიკს პიკის რბოლისას, „პეჟო 208 T16-ით“ ასპარეზობისას, ლოებმა 19.99-კილომეტრიანი აღმართი 8 წუთსა და 13.878 წამში გაიარა და წუთნახევარზე მეტით გააუმჯობესა შარშან, ახალზელანდიელი რის მილენის მიერ დამყარებული რეკორდი.
მაგრამ კითხვაზე, აპირებს თუ არა კიდევ ერთხელ სცადოს ლეგენდარული რბოლის დალაშქვრა, ლოებმა მიუგო, რომ ეს ტრასა იმდენად სახიფათოა, რომ მასზე გამოსვლა ერთადერთი გამონკლისი იყო. „ჩვენ ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია. მართლა ძალიან მომეწონა აქ გამოსვლა. ვნახოთ, თუ ვინმე შეძლებს რეკორდის გაუმჯობესებას. განწყობა შესანიშნავი მაქვს, მაგრამ რისკიც მეტისმეტად მაღალია“, - ამბობს ლოები.
მილენი, ვინც საკუთარი რეკორდული დროის გაუმჯობესება კი შეძლო, მაგრამ ლოებს 49 წამით ჩამორჩა, დარწმუნებულია, რომ ლოების და „პეჟოს“ მიერ ნაჩვენები დრო მიუწვდომელია: „ისინი დაუმარცხებლები იყვნენ. წარმოუდგენელი დრო აჩვენეს. როდის გაუმჯობესდება ეს დრო? შესაძლოა, არასდროს...“

სხვათა შორის, ლოებმა „პეჟოს“ სიმულატორის მიერ ნაჩვენები, პრაქტიკულად იდეალური დრო, ორი წამით გააუმჯობესა. საინტერესოა, რას ჰყვება თავად გამარჯვებული თავის გამოსვლაზე: „სტარტამდე იმაზე ვფიქრობდე, მაქსიმალურად მივწოლოდი, თუ თავი დამეზგა და მხოლოდ გამარჯვებას დავჯერებოდი. ბოლოს გადავწყვიტე, რომ ზღვარზე მევლო. ამ მანქანას ისეთი ჩაჭიდება აქვს, როგორც ლე მანის პროტოტიპს. აჩქარებით ფორმულა ერთის მანქანას აჯობებს. ტრასა კი, თავისი პეიზაჟით ისეთია, როგორიც რალის რბოლებში. მოსახვევებიდან ქვემეხის ჭურვივით სწრაფად გამოვდიოდი. მანქანას განსაცვიფრებელი გაწევა აქვს. ტრასის ორივე მხარეს უფსკრულია. ჩვენმა ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს, რათა გამარჯვებისთვის საჭირო მანქანა მოემზადებინათ. პროგრამაზე დიდი თანხა დაიხარჯა. მე მცირე შეცდომის უფლებაც არ მქონდა. 20 ძალიან რისკიანი კილომეტრი უნდა გამევლო“...

ჰამილტონს ჩემპიონობის იმედი გაუჩნდა

Lewis Hamilton now hopeful on Formula 1 title chances
2 ივლისი
ლუის ჰამილტონი თვლის, რომ „მერსედესი“ ახლა უკვე ის გუნდია, რომლის მანქანითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, მას ბრიტანეთის ეტაპზე ნიკო როსბერგის გამარჯვება აძლევს. სილვერსტოუნზე გამარჯვება თავად ჰამილტონსაც შეეძლო, მაგრამ როცა ლიდერობდა, საბურავი გაუსკდა და პელოტონის უკან გადაინაცვლა. თუმცა, ამის მიუხედავად, ფინიშთან მაინც მეოთხემ მიაღწია.

Monday, July 1, 2013

„ფერარი“ მომავალი სეზონის ლე მანზე? რატომაც არა...

Ferrari Could Adapt New F1 Engine for 2014 Le Mans
1 ივლისი
ახალი ძრავი, რომელიც ფორმულა ერთის ახალი რეგლამენტის შესაბამისად იქმნება, „ფერარიმ“ შეიძლება ლე მანის მომავალი წლის რბოლაში მონაწილეობისთვისაც გამოიყენოს. ასეთ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გაზეთი „ლა სტამპა“, რომელიც „ფერარის“ შეფ სტეფანო დომენიკალის ესაუბრა.

გაცოცხლებული „დაცუნის“ პირველი ავტომობილი

Reborn Datsun Brand Teases First Model, an Affordable Micra-Based Supermini
1 ივლისი
პირველი ახალი ავტომობილი, რომელიც აღდგენილი „დაცუნის“ სახელით გამოვა, „ნისანმა“ ახლახანს, ესკიზური ტიზერის სახით გაგვაცნო. მაგრამ ძველი „დაცუნისგან“ განსხვავებით, ახალს სპორტული ხასიათი არ ექნება. ამჯერად ის დაბალფასიანი ავტომობილების მწარმოებლად მოგვევლინება.

აჩრდილი, რომელიც მალე „ბეემვეს“ პირველ ელექტრომობილად გაგვეცნობა

Official: BMW to Unwrap Production i3 EV on July 29
1 ივლისი
ერთი თვეც აღარ დარჩა „ბეემვეს“ პირველი ელექტრომობილის მსოფლიო პრემიერამდე. გერმანულმა კომპანიამ დღეს გამოაცხადა, რომ სერიული i3-ის პირველ ჩვენებას 29 ივლისს ჩაატარებს.

ლოები მივიდა, ნახა და „სამუდამო“ რეკორდი დაამყარა

Sebastien Loeb demolishes Pikes Peak record with an 8:13.878
1 ივლისი
მივიდა პაიკს პიკზე, ნახა - ივარჯიშა კვალიფიკაციის მოგებით და დაამარცხა - რეკორდული დროით გაიმარჯვა ლეგენდარულ სამთო რბოლაში, რომელსაც ხშირად ღრუბლებისკენ რბოლასაც უწოდბენ ხოლმე. რალის მსოფლიო ჩემპონის ცხრა ტიტულის მფლობელი სებასტიან ლოები ერთადერთი მრბოლია, ვინც პაიკს პიკის 19.99 კილომეტრი და მისი 156 მოსახვევი 9 წუთზე ნაკლებში, 145 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. მისი რეკორდული დროა 8 წუთი და 13.878 წამი. ამაში ლეგენდარულ ფრანგს პეჟოს მიერ ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე მომზადებული 875-ცხენისძალიანი მონსტრი „პეჟო 208 T16“ დაეხმარა.

Sunday, June 30, 2013

„შევროლე კორვეტს“ 60 წელი შეუსრულდა

GM Says, Happy 60th Anniversary Corvette!
30 ივნისი
30 ივნისს „შევროლე კორვეტს“ 60 წელი შეუსრულდა. სოლიდური ასაკია, რომელსაც მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეული ავტომობილები აღწევენ. თუმცა ამის მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსის“ სუპერ ავტომობილი ძველებურად პოპულარულია. მის საიუბილეო თარიღს კი უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ გამოსვლა დაემთხვა. გუშინ კი კომპანიამ „კორვეტის“ ისტორიასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები გამოაქვეყნა.

მზის ავტომობილი ავსტრალიიდან

Aussie University Creates a More Mainstream Solar-Powered Car called Eve
30 ივნისი
როდესაც მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანებზეა ლაპარაკი, ალბათ წარმოიდგენთ ექსპერიმენტულ, უცნაური გარეგნობის ავტომობილს, რომელსაც ბრტყელი და ფართო ზედაპირი აქვს, ზედ განთავსებული მზის ელემენტებით. სტერეოტიპის შესაბამისად, ასეთი ავტომობილი ძალიან ნელი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს წვრილი ბორბლები და მხოლოდ ერთი ადგილი, ისეც ისეთი, რომელშიც დაბალი და გამხდარი ადამიანი ძივს მოთავსდება. მოკლედ, ისეთი რამ, რაზეც ავტომობილის თქმა უხერხულიც კია.

როსბერგმა „მერსედესს“ მეორე გამარჯვება მოუტანა

Rosberg triumphs in Britain after Vettel retires
30 ივნისი
პირელის საბურავების ფოიერვერკი - ეს სათაური კარგად მოერგებოდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რეპორტაჟს. ასევე შეიძლება ვილაპარაკოთ იღბლის ჭირვეულობასა და მცდარ გადაწყვეტილებებზე. ამ გარემოებათა თაიგულმა კი დიდწილად განაპირობა დღევანდელი რბოლის შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უსამართლობა იქნება, თუ ნიკო როსბერგის გამარჯვებას შემთხვევითობას მივაწერთ.

Saturday, June 29, 2013

„ნისმო“ და „უილიამსი“ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

Nismo and Williams Agree to Develop High-Performance Vehicles
29 ივნისი
„ნისანის“ სპორტული ავტომობილების შტო „ნისმო“ და ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდ „უილიამსის“ მოწინავე ტექნოლოგიების შტო პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებენ, რისი მიზანიც, სხვადასხვა ტიპის სპორტული ავტომობილების შემუშავებაა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უილიამსი“ პროექტებში გამოიყენებს აეროდინამიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და ახალი მასალების დანერგვაში დაგროვებულ გამოცდილებას. პარტნიორები პირველ ერთობლივ პროდუქტს მომავალ წელს გვიჩვენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მოდელით დაიწყება ორი კომპანიის თანამშრომლობა.

„ბლუბირდი“ ფორმულა E-ში საკუთარი მანქანით გამოვა

Formula E could be multi-make series as Bluebird announces new car
29 ივნისი
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ელექტრონული სარბოლი სერია ფორმულა E, თავიდანვე მრავალბრენდიანი ჩემპიონატი იქნება. ახლახანს მის მონაწილეთა რიცხვს, თავისი საკუთარი ავტომობილით, ბრიტანული კომპანია „ბლუბირდ სპიდ რეკორდსი“ დაემატა, რომელმაც საკუთარი სარბოლი ბოლიდის პროექტი წარმოადგინა და გამოაცხადა, რომ მანქანა პირველი სეზონის დაწყებამდე მზად იქნება.

„რეინჯ როვერ სპორტი“ პაიკს პიკის პეისქარია (ვიდეო)

Range Rover Sport Pike Peak Pace Car Unveiled
29 ივნისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლის ოფიციალური პეისქარი უახლესი „ლენდ როვერ სპორტი“ იქნება, რომელმაც ახლახანს ღრუბლებისკენ რბოლის ტრასა, უგზოობის სერიული ავტომობილებისათვის რეკორდულ დროში გაიარა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილმა, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილმა ავტომობილმა, კოლორადს მთაში განლაგებული ტრასა, რომლის სიგრძეც 19.99 კილომეტრია, 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა.