Formula E could be multi-make series as Bluebird
announces new car
29 ივნისი
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ელექტრონული სარბოლი
სერია ფორმულა E, თავიდანვე მრავალბრენდიანი ჩემპიონატი იქნება. ახლახანს მის
მონაწილეთა რიცხვს, თავისი საკუთარი ავტომობილით, ბრიტანული კომპანია „ბლუბირდ სპიდ
რეკორდსი“ დაემატა, რომელმაც საკუთარი სარბოლი ბოლიდის პროექტი წარმოადგინა და
გამოაცხადა, რომ მანქანა პირველი სეზონის დაწყებამდე მზად იქნება.
თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ ფორმულა E-სთვის
სარბოლ ავტომობილებს ერთი კომპანია, სავარაუდდო იტალიური „დალარა“ დაამზადებდა.
მაგრამ „ბლუბირდს“ წამოწყება იმდენად მოეწონ, რომ საკუთარი პროექტი შეიმუშავა.
თუმცა, FIA-სგან ჯერ ამის უფლება არ მიუღია. ბრიტანული კომპანია ირწმუნება, რომ
ელექტრონული სარბოლი სერიის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუ მასში გუნდებს
საკუთარი მანქანით ასპარეზბის უფლება მიეცემა.
ნებისმიერ შემთხვევაში, „ბლუბირდს“ საკუთარი გუნდის
გამოყვან გადაწყვეტილი აქვს. და თუ თავისი მანქანის წარმოების უფლებას მიიღებს,
იმასაც იმედოვნებს, რომ სხვა გუნდებისთვის მინიმუმ 16 სარბოლი მანქანის შეკვეთას
მიიღებს. ორ გუნდთან ამ თემაზე მოლაპარაკება დაწყებულიც კი აქვს და ირწმუნება, რომ
პირველი ავტომობილი მზად სექტემბერში ექნება.
ცნობისათვის, „ბლუბირდ სპიდ რეკორდსი“ სარეკორდ
ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მის მიერ შექმნილმა არაერთმა
ავტომობილმა შეძლო სახმელეთო სიჩქარის რეკორდის მოხსნა. ბრიტანული კომპანიის
სარბოლი ელექტრომობილების პროექტის დირექტორი მარტინ რიზი ამბობს, რომ მისი
კომპანია საკუთარ ტექნოლოგიებს ფლობს, რაც კონკურენტუნარიანი სარბოლი ტექნიკის
შექმნის საშალებას მისცემს.
თანაც, „ბლუბირდი“ ახალ წამოწყებას ეულად არ შეეჭიდება
- მას პარტნიორობას GP3-ს და ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდი „ბამბუ
ენჯინეარინგი“ გაუწევს, რომელიც თავიდანვე დაინტერესდა ფორმულა E-ში ჩართვით.
ფორმულა
E-ს პირველი სეზონის კალენდარში სულ 10 ეტაპი შევა. რბოლები მსოფლიოს უდიდესი
მეგაპოლისების ქუჩებში გაიმართება. ახალი სერიით დაინტერესებულები არიან ფორმულა
ერთის გუნდები - „მაკლარენი“ და „უილიამსი“, ასევე ძრავების მწარმოებელი „რენო“.
თუმცა მათ საკუთარი მანქანით ასპარეზობის სურვილი არ გამოუხატავთ და მხოლოდ
ცალკეული კომპონენტების წარმოებას აპირებენ.
No comments:
Post a Comment