დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 29, 2013

„რეინჯ როვერ სპორტი“ პაიკს პიკის პეისქარია (ვიდეო)

Range Rover Sport Pike Peak Pace Car Unveiled
29 ივნისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლის ოფიციალური პეისქარი უახლესი „ლენდ როვერ სპორტი“ იქნება, რომელმაც ახლახანს ღრუბლებისკენ რბოლის ტრასა, უგზოობის სერიული ავტომობილებისათვის რეკორდულ დროში გაიარა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილმა, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილმა ავტომობილმა, კოლორადს მთაში განლაგებული ტრასა, რომლის სიგრძეც 19.99 კილომეტრია, 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა.
ავტომობილი, რომელიც ლეგენდარული რბოლის უსაფრთხოების მანქანის საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობას შეასრულებს, შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა. 5.0-ლიტრიანი V8 მაქსიმუმ 510 ცხენის ძალას და 625 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს ავითარებს. მისი დახმარებით, უგზოობის ზორბა ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 5.3 წამში შეუძლია.
თავისი მიღწევის აღსანიშნავად, „ლენდ როვერმა“ სარეკორდო გარბენს მოკლე ფილმი მიუძღვნა, რომელიც პეისქარის წარდგენისას უჩვენა საზოგადოებას. რეკორდული გარბენი ამერიკელმა მრბოლმა პოლ დალენბახმა შეასრულა.
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა კვირას, 30 ივნისს ჩატარდება. რბოლაში მონაწილეობას 16 ქვეყნის 157 მრბოლი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორისაც ერთ-ერთია რალიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელიც „პეჟოსთან“ ერთად, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment