დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 29, 2013

ჰამილტონმა ბრიტანელი ფანები პოულით გაახარა

Hamilton rewards British fans with pole
29 ივნისი
„მერსედესის“ პილოტებისგან პოული უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, მონაკოს გარდა, მათ პოული გამარჯვებაში ერთხელაც ვერ გარდასახეს. მანქანები მძიმე ავზებით არაკონკურენტუნარიანია. მაგრამ ბარსელონაში ჩატარებული საიდუმლო ტესტების შემდეგ, კანადაში ვერცხლისფრებს გაუმჯობესება დაეტყოთ. და ბრიტანეთში მომატებული აპეტიტით ჩავიდნენ. ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი მეორედ დაიკავებენ წინა რიგს. ამჯერად პოულზე ბრიტანელია.
მოკლედ, გაჩნდა იმის იმედი, რომ „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის დომინაციას წერტილი დაესმევა. არ იფიქროთ, რომ ერთის, ან მეორის საწინააღმდეგო ვინმეს რამე ჰქონდეს. უბრალოდ, თუ ასე გაგრძელდა, სეზონის მეორე ნახევარის რბოლები უინტერესო გახდება - მეორე ადგილისთვის ბრძოლა ნაკლებად საინტერესოა...
რაც „მერსედსში“ გადავიდა, ჰამილტონისთვის ეს მეორე პოულია, თუმცა მას ჯერ რბოლა მოგებული არ აქვს. კვალიფიკაცია მან იმით დაიწყო, რომ ტრასაზე გასვლამდე მაყურებელს ხელი დაუქნია, კვალიფიკაციის შემდგ კი მათგანვე მიიღო უხვი მადლობა. ეს მის კარიერაში 28-ე პოულია. სამქიმიანებმა კი გასული რვა კვალიფიკაციიდან მეხუთე მოიგეს.
„მაყურებელი აქ დიდ ძალას იძლევა... აქ გამოსვლისას ყოველთვის ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. და ამ დროს ყოველთვის მინდა, რომ მათ სამაგიერო მივუზღა. ეს წრე სწორედ ასეთი სამაგიერო იყო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც სილვერსტოუნზე პოული თავის სადებიუტო რბოლაშივე (2007 წელს) მოიპოვა, შემდეგ სეზონში კი რბოლაც მოიგო.
მეორე რიგში „რედ ბულის“ პილოტები დადგებიან. სებასტრიან ფეტელმა მესამე საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა ჰამილტონთან 0.604 წამი წააგო. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ „მერსედესის“ ბოლიდის საკვალიფიკაციო „ხასიათს“, რომელიც მანქანას რბოლამდე ვერ „მიჰყვება“, შეიძება ვივარაუდოთ, რომ რბოლაში ფავორიტი სწორედ ფეტელი იქნება. ჰამილტონმა ასეც თქვა - ძნელი იქნება ფეტელის შეკავებაო...
„კვალიფიკაციაზე მათ სისწრაფეში ვერავინ შეედრება. თითქოს სხვა სამყაროდან არიან. მაგრამ ქულებს რბოლების შედეგებით ვღებულობთ და როგორც ბოლო რბოლებმა აჩვენა, ამ საქმეში ჩვენ წინ ვართ“, - განაცხადა ფეტელმა. სხვათა შორის, ბრიტანული რბოლა ბოლო სამ სეზონში ორჯერ აქვს მოგებული მის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვებერს, ვინც ამ სეზონის ბოლოს ფ1-ს ტოვებს და ლე მანის სერიაში გადადის, სადაც „პორშეს“ LMP1 პროტოტიპით იასპარეზებს.
ცუდად იასპარეზეს „ფერარის“ პილოტებმა. ფერნანდო ალონსო მეათეა, ფელიპე მასა კი - მე-12. პირველი ათეულის ბოლოში არიან „ლოტუსის“ პილოტებიც, რომლებსაც „ტორო როსოს“ დანიელ რიკიარდომ და „ფორს ინდიას“ პოლ დი რესტამ აჯობეს. ამათგან ავსტრალიელ მრბოლს დამტებითი მოტივაცია აქვს - თუ უახლოეს რბოლებში კარგი შედეგები ექნება, „რედ ბულში“ ვებერის ადგილის დაკავების შანსი გაუჩნდება.
ალონსო ამბობს, რომ ბოლო რბოლებში მანქანა ვერაა საკმარისად კონკურენტუნარიანი. გუნდმა თავის ინჟინრებისგან რამდნიმე ახალი დეტალი მიიღო, მაგრამ როგორც ჩანს, ამ სიახლეებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ამიტომ, სასწრაფო ზომებია მისაღები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „მერსედესისგან“ განსხვავებით, „ფერარი“ კვალიფიკაციაში თუ ვერ ბრწყინავს, რბოლაში გაცილებით სწრაფია ხოლმე. თუმცა არა იმდენად, რომ ალონსომ ფეტელისთვის რეალური კონკურენციის გაწევა შეძლოს.
„მაკლარენისთვის“ კი უღიმღამო გამოსვლები ჩვეულებრივ ამბად იქცა - ვერც ჯენსონ ბატონმა და ვერც სერხიო პერესმა ათეულში შესვლა ვერ შეძლეს. არადა, სილვერსტოუნზე მათ მანქანასაც რამდენიმე ახალი დეტალი ჰქონდა. კიდევ უფრო ცუდ დღეშია „უილიამსი“, რომლისთვისაც ბრიტანული ეტაპი, ფ1-ში ჩატარებული მე-600 იქნება.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:29.607
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:30.059
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:30.211
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:30.220
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:30.736
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:30.757
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:30.908
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:30.955
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:30.962
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                1:30.979
- - - - - - - - - -
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:31.649
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:31.779
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:31.785
14. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                     1:32.082
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:32.211
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:32.359
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:32.664
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:32.666
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:33.866
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:34.108
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:35.481
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:35.858

განლაგება სტარტზე
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)
5. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)
14. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)
15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)

No comments:

Post a Comment