დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 30, 2013

მზის ავტომობილი ავსტრალიიდან

Aussie University Creates a More Mainstream Solar-Powered Car called Eve
30 ივნისი
როდესაც მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანებზეა ლაპარაკი, ალბათ წარმოიდგენთ ექსპერიმენტულ, უცნაური გარეგნობის ავტომობილს, რომელსაც ბრტყელი და ფართო ზედაპირი აქვს, ზედ განთავსებული მზის ელემენტებით. სტერეოტიპის შესაბამისად, ასეთი ავტომობილი ძალიან ნელი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს წვრილი ბორბლები და მხოლოდ ერთი ადგილი, ისეც ისეთი, რომელშიც დაბალი და გამხდარი ადამიანი ძივს მოთავსდება. მოკლედ, ისეთი რამ, რაზეც ავტომობილის თქმა უხერხულიც კია.
ასეთ მზის ავტომობილებს გარბენის რეკორდების დასამყარებლად და ეკოლოგიური ავტომობილების პროპაგანდისთვის იყენებენ. ამ მიზნით, ავსტრალიაში ყოველწლიურად ტარდება გარბენები, რომლებშიც ლამის ყველა კონტინენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სიდნეის ახალი სამხრეთ უელსის უნვერსიტეტის გუნდი „სანსვიფტი“, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მისი მეხუთე თაობის ავტომობილი, სახელად „ივი“, განსხვავებული იქნება. ანუ, ჩვეულებრივ ავტომობილს დაემსგავსება.
პროექტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გუნდმა მხოლოდ ნახევარწუთიანი კლიპი გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია ფორმირების პროცესში მყოფი ძარა, რომელიც როგორც ჩანს, კარბონის კომპოზიტისგან მზადდება. გამოქვეყნდა ასევე რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ავტომობილის გარეგნობა ჩანს.
„წინა პროექტებისგან განსხვავებით, ჩვენი ახალი ავტომობილი, ოთხბორბლიანია, აქვს კარები და ისეა დაპროექტებული, რომ იყოს უსაფრთხო და პრაქტიკული. ყოველ შემთხვევაში, ფუტურისტულ, კოსმოსურ სტილში აღარ შევასრულეთ, რომელიც ამ ტიპის ავტომობილებზე ხშირად გვხვდება“, - ამბობს პროექტის შეფი სემ პატერსონი.

„სუნსვიფტი“ ამ ეტაპზე პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსების ძიებაშია. საჭიროა მხოლოდ 20 000 ავსტრალიური დოლარი. გუნდი გვპირდება, რომ ვინც ამ თანხის ნახევარს გაიღებს, მას მანქანის მართვის უფლებას მისცემენ. ავტომობილის პრემიერა 9 აგვისტოს, ავსტრალიაში ჩატარდება.

No comments:

Post a Comment