Lewis Hamilton now hopeful on Formula 1 title
chances
2 ივლისი
ლუის ჰამილტონი თვლის, რომ „მერსედესი“ ახლა უკვე
ის გუნდია, რომლის მანქანითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა სრულიად შესაძლებელია. ასეთი
ოპტიმიზმის საფუძველს, მას ბრიტანეთის ეტაპზე ნიკო როსბერგის გამარჯვება აძლევს. სილვერსტოუნზე
გამარჯვება თავად ჰამილტონსაც შეეძლო, მაგრამ როცა ლიდერობდა, საბურავი გაუსკდა და
პელოტონის უკან გადაინაცვლა. თუმცა, ამის მიუხედავად, ფინიშთან მაინც მეოთხემ
მიაღწია.
აშკარაა, რომ ბარსელონაში ჩატარებული საიდუმლო
ტესტების შემდეგ, „მერსედესმა“ შეძლო გამკლავებოდა პრობლემას, რომლის გამოც, მისი
მანქანები საბურავებს ინტენსიურად ცვეთდა. იმ ტესტების შემდეგ, როსბერგმა სამი
რბოლიდან ორი მოიგო და რაც მთავარია, სამქიმიანების მანქანები რბოლისას გაცილებით
კონკურენტუნრიანებად გამოიყურება. და მართალია, სილვერსტოუნის შემდეგ, ჰამილტონი 43
ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს, მაინც თვლის, რომ მის გუნდს,
„რედ ბულთან“ კონკურენცია შეუძლია.
„სანამ ყველა საბურავებზე ლაპარაკობდა, ჩვენთან
ბევრი დადებითი მოხდა. გუნდმა და ნიკომ მოიგეს და ჩვენ ყველამ საკმაოდ ქულები
დავაგროვეთ. კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილზე ვართ, რაც მართლა დიდი პლიუსია.
ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მთელი პელოტონი გავიარე და საკმაოდ ქულები მოვიპოვე.
ახლა სებასტიანს 43 ქულით ჩამოვრჩები და რაც მთავარია, კარგი მანქანა მაქვს. ჩვენ
აშკარად მოვუმატეთ“, - ამბობს ჰამილტონი.
კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნია ჩემპიონობისთვის
ბრძოლა, ბრიტანელი პასუხობს: „ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ „სასროლ“ მანძილზე
დავრჩე და ბრძოლა გავაგრძელო. ჯერ მხოლოდ ამაზე ვარ ფოკუსირებული“. მართალია, მას ჯერ „მერსედესის“ მანქანით რბოლა
არ მოუგა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მისი დროც მალე დადგება: „შემდეგ რბოლებს
მოუთმენლად ველი და იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე, ჩემი დროც მოვა“.
No comments:
Post a Comment