Ford Sales Up 13% in June
2 ივლისი
ასე თუ გაგრძელდა, „ფორდ მოტორ კომპანი“ ამერიკის
ბაზრის ლიდერობასაც შესწვდება. კომპანიამ საშინაო ბაზარზე გაყიდვები 13 პროცენტით
გაზარდა, საერთო ჯამში კი მეექვსე თვეს 234 917 ავტომობილი და პიკაპი გაჰყიდა.
ამგვარად, ცისფერი ოვალი კიდევ უფრო მიუახლოვდა ამერიკული ბაზრის უცვლელ ლიდერ „ჯენერალ
მოტორსს“, რომლის გაყიდვებიც „მხოლოდ“ 6.5 პროცენტით, 264 843 ერთეულამდე გაიზარდა.
ყველაზე მეტი მატება კი, როგორც მოსალოდნელი იყო, უგზოობის
ავტომობილების და პიკაპების კლასშია. აქ გაყიდვები 20 პროცენტით არის გაზრდილი.
ყველაზე მზარდი მოთხოვნა კი F-სერიის პიკაპებზეა, რომლის გაყიდვებიც ზედიზედ 23
თვეა, რაც იზრდება. ამ ერთ თვეში, F-სერიის პიკაპების გაყიდვები 24 პროცენტით არის
გაზრდილი და 68 009 ერთეულს მიაღია.
„ივნისში
ჩვენს ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალი ტემპით გაიზარდა. ეს მთელს გამას ეხება.
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა სანაპირო ზოლის რეგიონებში ფიქსირდება. ამის
კვალობაზე, იზრდება ჩვენი წილი საცალო ბაზარზე. მთავარი ფაქტორები, რომლებიც ჩვენი
ავტომობილების პოპულარობას განაპირობებს, დახვეწილი დიზაინი და საწვავის ეკონომიური
მოხმარებაა. „ფორდისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბევრმა
მყიდველმა პირველად შეიძინა ავტომობილი ცისფერი ოვალით.
No comments:
Post a Comment