Pirelli changed tyres without consent at
Silverstone - report
2 ივლისი
საბურავების ერთი სკანდალი (ტესტების) ჩაწყნარდა თუ
არა, მაშინვე მეორე აგორდა. სილვერსტოუნზე რბოლისას, რამდენიმე მანქანაზე ერთიდაიმავე,
უკანა მარცხენა საბურავის გახეთქვამ, საფუძვლიანი ეჭვები გააჩინა. ფაქტია, რომ ეს
შემთხვევით არ მომხდარა. და ყოველივეს მიზეზიც მალე გაირკვა - „მარკას“ რეპორტიორი
მარკო კანსეკო წერს, რომ ბრიტანეთში ჩასვლამდე, საბურავების კონსტრუქცია ისე
შეცვალა, რომ ამაზე FIA-სთვის აზრიც არ უკითხავს.
კანსეკოს ინფორმაციით, სილვერსტოუნზე „პირელის“
მიერ ჩატანილ საბურავებს სრულიად განსხვავებული აგებულება აქვს. კერძოდ, საბურავის
ძირითად სარტყელში ფოლადის ქსოვილის გარდა, კევლარიცაა გამოყენებული. არადა, ცოტა
ხნით ადრე, „ლოტუსმა“, „ფორს ინდიამ“ და „ფერარიმ“ ვეტო დაადეს კევლარის-სარტყელიანი
საბურავების დამკვიდრების საკითხს. ამის საშუალება მათ იმ წესმა მისცა, რომელიც
სეზონის მსვლელობისას რეგლამენტში ცვლილების შესატანად, მხოლოდ ერთსულოვან
გადაწყვეტილებას მოითხოვს.
კანსეკო ამბობს, რომ „პირელის“ მიერ რეგლამენტის
დარღვევა ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც თავიანთი მანქანების შემთხვევების
ადგილებიდან დაბრუნებულმა „ზაუბერის“ და „მაკლარენის“ სპეციალისტებმა განაცხადეს,
რომ ნამსხვრევებთან ერთად, ასფალტზე გაბნეული კევლარის ქსოვილის ნარჩენებიც იპოვნეს.
„პირელის“ შეფი პოლ ჰემბრი ამ ბრალდებას უარყოფს და
ამბობს, რომ სილვერსტოუნზე ზუსტად იმავე კონსტრუქციის რეზინი ჩაიტანეს, როგორიც
ბარსელონაში. ყოველივეს გამო, FIA-მ ახალგაზრდა პილოტების ტესტებში, გუნდებს
საპრიზო პილოტების ჩართვის უფლება მისცა, რათა მათ საბურავების ტესტირება შეძლონ.
ამასთან, ტესტებს შეიძლება ერთი დღე დაუმატონ. შეგახსენბთ, რომ ამ ტესტებში მონაწილეობის
უფლება არ აქვს „მერსედესს“.
„პირელის“ დასკვნა
ახლახანს იტალიურმა კომპანიამ გამოაქვეყნა მის მიერ
ჩატარებული კვლევის შედგი, რომელშიც მომხდარის მიზეზები რამდნიმე პუნქტად
ჩამოაყალიბა:
ჯერ ერთი, როგორც გაირკვა, იმ მანქანებზე,
რომლებსაც ინციდენტები შეექმნა, მარჯვენა საბურავები მარცხნივ იდგა და პირიქით. იმ
საბურავებს კი, რომლებსაც „პირელი“ ამ სეზონში იყენებს, ასიმეტრიული სტრუქტურა
აქვს, რის გამოც, განლაგების შეცვლაზე არაა გათვლილი. საბურავის გარე სარტყელის
აგებულება ისეთია, რომ დიდ დატვირთვებს უძლებს, შიდა სარტყელი კი ნაკლებად
დატვირთულია.
მეორე მიზეზია ის, რომ საბურავებში წნევა ძალიან
დაბალი იყო, იმაზე დაბალი, რის რეკომენდაციასაც მწარმოებელი იძლევა. როდსაც
საბურავები არასაკმარისადაა დაბერილი, მათზე დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება.
შესაბამისად, მეტია დაზიანების შანსი.
მესამე მიზეზია ბორბლების განშლის ზღვრული
კუთხეების გამოყენება. ამ დროს, საბურავი არათანაბრად ცვდება, როდსაც ავტომობილი
სწორზე მოძრაობს. მოსახვევის გავლისას, დახრის კუთხე ნულისკენ იხრება და საბურავის
გზის საფართან შეხებაც იზრდება. სწორზე კი რეზინის მხოლოდ ნაწილია გზასთან
შეხებაში (როგორც წესი, შიდა) და შესაბამისად, სწორედ ეს ნაწილი განიცდის ინტენსიურ
ცვეთას.
მეოთხე მიზეზი სილვერსტოუნის ჩქაროსნულ
მოსახვევებში არსებული წვეტიანი ბორდიურებია, რომლებზე გავლაც, საბურავის ინტენსიურ
ცვეთას იწვევს. თუ ამ შემთხვევაში, პრობლემის გამოსწორება ტრასის მფლობელებზეა
დამოკიდებული, პირველზე ნწილობრივ პასუხისმგებელი მწარმოებელია, რომელსაც
გუნდბისთვის საბურავის აგებულების თავისებურება უნდა განემარტა. მეორე და მესამე
პუნქტში, ყველაფერი გუნდებზეა დამოკიდებული. ამასთან, „პირელი“ ითხოვს, რომ საბურავებში
წნევას და ბორბლების დახრის კუთხეს, სპეციალური დელეგატები აკონტროლებდნენ.
„პირელის“ ინფორმაციით, ადრე საბურავების ერთადერთი
სერიოზული პრობლემა, რეზინის განშრევება იყო. ამის მოსაგვარებლად, კომპანიამ ახალი
კონსტრუქცია შეიმუშავა, რომლის ტესტირების საშუალებაც გუნდებს კანადაში მიეცათ.
მაშინ იგეგმებოდა, რომ ასეთ საბურავებს რბოლაში პირველად სწორედ სილვერსტოუნზე
გამოიყენებდნენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, „პირელიმ“ სპეციალური ადჰეზიური
მასალები გამოიყენა, რომლებიც რეზინის შრეების საიმედო კავშირს უზრუნველყოფს.
ასეთი საბურავები იტალიურმა კომპანიამ ლაბორატორიაში გამოსცადა და სასურველი შედეგი
მიიღო. ასეც რომ არ ყოფილიყო, ბრიტანული ეტაპის დროს საბურავების მასობრივი გასკდომებიდან
არცერთის მიზეზი არ ყოფილა რეზინის განშრევება.
სხვათა შორის, „პირელი“ გერმანიაში სწორედ კევლარის
სარტყელის მქონე უკანა საბურავებს ჩაიტანს, როგორებიც პირველად მონრეალში პრაქტიკებზე
გამოსცადა. მაგრამ სარტყელის კონსტრუქცია ისეთი იქნება, როგორიც გასულ სეზონში
იყო. აიკრძალება საბურავების განლაგების შეცვლა. სხვათა შორის, უნგრეთში „პირელი“
ამ საბურავების ახალ ვერსიას ჩაიტანს. ეს იქნება სიმეტრიული აგებულების
საბურავები.
No comments:
Post a Comment