Official: BMW to Unwrap Production i3 EV on July
29
1 ივლისი
ერთი თვეც აღარ დარჩა „ბეემვეს“ პირველი
ელექტრომობილის მსოფლიო პრემიერამდე. გერმანულმა კომპანიამ დღეს გამოაცხადა, რომ სერიული
i3-ის პირველ ჩვენებას 29 ივლისს ჩაატარებს.
ამ განცხადების პარალელურად, ბავარიელებმა ვიდეო
ტიზერიც გაავრცელეს, რომლის ბოლოშიც, სიბნელეში ახალი ავტომობილის სილუეტი ჩანს. ვიდეოში
მოისმენთ სარეკლამო დევიზს: „დროა, გაიგოთ ახალი გერმანული სიტყვა ვორფროიდე“.
ვებგვერდ „კრაუფტბლოგის“ განმარტებით, ეს სიტყვა გამოხატავს მოლოდინის ფორმას,
რომელიც მომავალში მისაღებ სიამოვნებას ახლავე განგაცდევინებს.
ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაციას ყოველ
ხელსაყრელ შემთხვევაში გაცნობდით. პრემიერამდე იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს არის „ბეემვეს“
ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილი ლეგენდარულ ჯუჯა „იზეტას“ შემდეგ. მისი სიგრძე
დაახლოებით 3.9 მეტრია. ამ სიგრძეში ორი ჩვეულებრივი და ორიც პატარა კარი (ორივე
გვერდზე) ეტევა. ამასთან, პატარა კარები დიდების საპირისპირო იღება. ეს ყველაფერი
კი იმისთვისაა, რომ უკანა სავარძლებზე ადვილად მოხვდეთ.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი
ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა. ის უკანა ბორბლებს ატრიალებს. ძრავს
ენერგიით ელემენტების ბლოკი ამარაგებს, სვლის სიშორის გასაზრდელად კი შესაძლებელია
ორცილინდრიანი შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდემის დამატება, რომელიც
ავტომობილის მოძრაობისას იძლევა ელექტრულ ენერგიას და მას ძრავს და ელემენტების
ბლოკს აწვდის.
No comments:
Post a Comment