Reborn Datsun Brand Teases First Model, an
Affordable Micra-Based Supermini
1 ივლისი
პირველი ახალი ავტომობილი, რომელიც აღდგენილი „დაცუნის“
სახელით გამოვა, „ნისანმა“ ახლახანს, ესკიზური ტიზერის სახით გაგვაცნო. მაგრამ
ძველი „დაცუნისგან“ განსხვავებით, ახალს სპორტული ხასიათი არ ექნება. ამჯერად ის დაბალფასიანი
ავტომობილების მწარმოებლად მოგვევლინება.
თუმცა, მისი სახელი - K2 რაღაცით სპორტს მაინც
გაგვახსენებს. ეს ჰიმალაის ერთ-ერთი ურთულესი 8-ათასიანი მწვერვალის სახელია.
თვითონ ავტომობილი სუბკომპაქტურია და გარეგნულად ძლიერ ჰგავს ახლანდლ „მიკრას“.
როგორც ჩანს, მისსავე პლატფორმაზეა ბაზირებული და მათ პროპორციებიც ერთნაირი აქვთ
და მაკომპლექტებლებსაც ანალოგიურს მიიღებენ.
ახალი ავტომობილი განვითარებადი ქვეყნების
ბაზრებისთვისაა განკუთვნილი. პირველ რიგში კი მას ინდოეთი მიიღებს. როგორც „დაცუნის“
შეფი ვინსენტ კობი ამბობს, მისი კომპანია ბაზარზე კონკურენტულ პროდუქციას და
სერვისებს გამოიტანს. ეს ავტომობილები სპეციალურად, განვითარებადი ქვეყნებისთვის
იქნება შემუშავებული და მის შექმნაში, „ნისანის“ სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ახალ ავტომობილს, რომლის ტიზერიც გამოქვეყნდა,
პირველად მომავალ წელს გვიჩვენებენ. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალურად
მისი სტილის შეფასება - როგორც წესი, ესკიზებზე მანქანა უფრო ეფექტურად
გამოიყურება. არაა გამორიცხული, რომ იგივე ავტომობილი ევროპელ მყიდველს, თავისი
ბრენდით „დაჩიამაც“ შესთავაზოს.
No comments:
Post a Comment