დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 18, 2013

ახალი მოდელები „ფორდის“ ევროპულ ზრდას შეუწყობს ხელს

New Models Like the EcoSport Crucial to Ford's European Growth
18 ივნისი
„ფორდ მოტორ კომპანის“ ამერიკული ბიზნესი აღმავლობის გზაზეა, რაშიც სედან „ფიუჟნთან“ ერთად, რომელზეც მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭირვებით ხერხდება, F-სერიის პიკაპების კარგი გაყიდვების უზრუნველყოფს. მაგრამ ევროპაში საპირისპირო სიტუაციაა. ამერიკულ კომპანიას უჭირს საწარმოო სიმძლავრეების სრულად დატვირთვა და ევროპული ბაზრის კლების კვალობაზე, ვერც გაყიდვებია სასურველ დონეზე. შესაბამისად, ძველი კონტინენტის ბაზარზე ბიზნესს წაგება მოაქვს.

მომავალ სეზონს ალბათ ბაჰრეინის დიდი პრიზი გახსნის

Melbourne admits loss of season open date likely
18 ივნისი
მელბურნმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ფ1-ის მომავალ სეზონში გამხსნელი ეტაპი ავსტრალიის დიდი პრიზი არ იქნება. ჯერ მომავალი სეზონის 21-რბოლიანი კალენდრის გამოქვეყნებამდე ბევრი დროა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გამხსნელი ეტაპი ბაჰრეინში ჩატარდება.

Monday, June 17, 2013

„ლამბორგინი“ ფრანკფურტში „გალარდოს“ შემცვლელს გვიჩვენებს?

Lamborghini Gallardo Successor Rumored for Frankfurt Show, May Be Called the Cabrera
17 ივნისი
„ლამბორგინისთვის“ ეს წელი განსაკუთრებულია. იტალიური კომპანია 50 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური 1200-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო იტალიის გასწვრივ, რომელშიც 350 „ლამბორგინი“ და მათი მფლობელები მონაწილეობდნენ. იუბილეს სპეციალური „ავენტადორი“ მიეძღვნა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იყო ორი ექსკლუზიური ავტომობილის - „ვენენოს“ და „ეგოისტას“ პრემიერები.

Sunday, June 16, 2013

განსხვავება ხარჯის რეალურსა და მწარმოებლის მონაცემებს შორის იზრდება

Discrepancy Between Real-World Economy Figures and Manufacturer Data On the Rise
16 ივნისი
ჩვეულებრივი ამბავია, რომ ავტომწარმოებლის მიერ მითითებული საწვავის ხარჯი, არასდროს ემთხვევა რეალურს. და ამას არანაირი ჩვევები არ შველის. უბრალოდ, ლაბორატორიაში, სადაც ამ მონაცემების აღება ხდება, ავტომობილს იდეალურ პირობებში ტესტავენ. მაგრამ ეკოლოგიური ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ თუ 10 წლის წინ განსხვავება დაახლოებით 10 პროცენტი იყო, ამჟამად ხშირ შემთხვევაში, 25 პროცენტსაც კი აღწევს!

ინდიქარ-ში რეგლამენტის „გათავისუფლებას“ აპირებენ

IndyCar aims for record Indianapolis speeds by opening up rules
16 ივნისი
ინდიქარ-ის ორგანიზატორები, სერიის რეგლამენტის შეცვლას აპირებენ, რისი მიზანიც, ინდიანაპოლისის ტრეკზე სიჩქარის რეკორდის გაუმჯობესებაა. იმავდროულად, ისინი არ აპირებენ მიზნის მიღწევას უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე. პირიქით, ახალ რეგლამენტში, რბოლებში მონაწილეთა უსაფთხოების ზომების გაუმჯობესებაც იგეგმება.

Saturday, June 15, 2013

„აუდი“ ახალ „სპორტ კვატროს“ ფრანკფურტში გვიჩვენებს

Audi Sport Quattro successor to Show Up in Frankfurt
15 ივნისი
ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე, ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტანტი, „აუდი სპორტ კვატროს“ სერიული ვერსია გახდება, რომელსაც გერმანული კომპანია ამავე სახელის მქონე კონცეპტუალური ავტომობილის ბაზაზე ამზადებს.

„ATS სპორტ 1000“ - ავტომობილი სპორტისა და ქუჩისთვის

ATS SPORT 1000 PRESS PACK
15 ივნისი
იტალიური კომპანია ATS, ანუ „აუტომობილი ტურიზმო სპორტ“, 1962 წელს დააარსეს
ფერარის“ ფ1-ის ინჟინრებმა, კარლო კიტიმ და ჯოტო ბიძარინიმ. კომპანიის ფილოსოფია თავიდანვე იმ ეპოქის სულისკვეთებას ასახავდა - სუპერ ავტომობილის მახასიათებლებს შეიძლება მიაღწიო მსუბუქი მასალების და კომპაქტური, თუმცა საკმაოდ მძლავრი ძრავების ხარჯზე.

„ფერარის“ ფ1-ის პირველი გამარჯვებული მოუკვდა

Jose Froilan Gonzalez, Ferrari's first F1 winner, dies aged 90
15 ივნისი
ხოსე ფროილან გონსალესი, პირველი ადამიანი, ვინც „ფერარის“ მანქანით ფორმულა ერთის რბოლა მოიგო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Friday, June 14, 2013

„ბეემვეს“ მე-4 სერიის კუპე - პირველი პაემანი

All-New 2014 BMW 4-Series Coupe, This Is It!
14 ივნისი
ბავარიულმა კომპანიამ ჯერ მხოლოდ ფოტოებით და ზოგადი დახასიათებით გაგვაცნო ავტომობილი, რომლითაც „ბეემვეს“ სამოდელო ოჯახში ახალი წევრი გამოჩნდა. ესაა მე-4 სერიის კუპე, ავტომობილი, რომელსაც გერმანული კომპანია ადრე ორკარიანი მე-3 სერიის სახით სთავაზობდა მყიდველს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე ვნახეთ, სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა კი ფრანკფურტის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.

ალონსო მსოფლიოში ყველაზე მაღალხელფასიანი მრბოლია

The World's Highest-Paid Athletes 2013
14 ივნისი
ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალხელფასიანი სპორტსმენის სია, რომელშიც მხოლოდ რვა მრბოლი შევიდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი, მე-19 ადგილი „ფერარის“ ესპანელ მრბოლ ფერნანდო ალონსოს უკავია, რომელსაც შარშანდელი 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ჯამში 30 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. ამ თანხიდან, იტალიურ საჯინიბოს ხელფასზე 28 მილიონი მოდის, დანარჩენი თანხა კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კერძო კონტრაქტებიდან აქვს მიღებული.

„ბეემვე-ტოიოტას“ ერთობლივი კუპე „სუპრას“ მსგავსი იქნება

Toyota Chairman Says BMW Joint Venture Coupe Should be Like the Supra
14 ივნისი
იმ მომენტიდან, როგორც კი „ტოიოტამ“ და „ბეემვემ“ ერთობლივი პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს და გამოაცხადეს, რომ ამ პროექტებს შორის, ახალი კუპეს შექმნაა, საავტომობილო მედიაში გაცნდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი „სუპრას“ შემცვლელი იქნება. მაშინ ამ ვარაუდს საფუძველი „ბეემვეს“ წყარომაც შეუქმნა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩვენ „სუპრას“ ხელახლა დაბადების მოწმენი გავხდეთ.

„ფოლკსვაგენ გოლფი“ – უკვე 30 მილიონი

Volkswagen celebrates the 30 millionth Golf
14 ივნისი
„ფოლკსვაგენს“ ისტორიული მომენტი დაუდგა - კომპანიის ვოლფსბურგის ქარხნის კონვეიერი, მე-30-მილიონე“ გოლფმა“ დატოვა. ისტორიული ნომრით გამოვიდა „გოლფ TDI ბლიუმოუშნ“, რომელიც ბაზარზე ახალი წარდგენილია. ეს ვტომობილი ას კილომეტრზე მხოლოდ 3.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს და გერმანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე ეკონომიური „გოლფია“.

Thursday, June 13, 2013

„ჰიუნდაიმ“ სარბოლი i20 WRC-ს ტესტირება დაიწყო

Hyundai i20 WRC Starts Testing for 2014
13 ივნისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ წარმატებით ჩაატარა რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი სარბოლი i20 WRC-ს საწყისი ტესტი, რომელმაც კარგი შედეგები აჩვენა. ამ ავტომობილით, კორეული კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატში მომავალი სეზონიდან ჩაერთვება და კონკურენციას გაუწევს ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც ჰყავთ „სიტროენს“ და „ფოლკსვაგენს“. ამასთან, მომავალი სეზონიდან, ჩემპიონატში „ჰიუნდაის“ გარდა, „პეჟო“ და „ტოიოტაც“ დაბრუნდებიან.

„ასტონ მარტინ V12 ვენტიჯ S“ - ყველაზე სწრაფი სერიული „ასტონი“

Aston Martin's New 565-HP V12 Vantage S Replaces V12 Vantage
13 ივნისი
„ასტონ მარტინმა“ თავისი პოპულარული კუპე „V12 ვენტიჯი“ განაახლა, რომელსაც ამიერიდან ინდექსი S დაემატა და რომელიც, ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი გახდება. მასზე სწრაფი „ვან-77“ იყო, თუმცა ის სულ რამდენიმე ცალი დამზადდა და სერიულ ავტომობილად ვერ ჩაითვლება. განახლების შემდეგ, მისი სიმძლავრე 55 ცხენის ძალით, 565 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

ავტომობილი მათთვის, ვისთვისაც მდიდრული იახტაც ცოტაა...

$3 Million eleMMent PALAZZO RV is a Super Luxurious Yacht on Wheels
13 ივნისი
მთელს მსოფლიოში უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, ზოგს შია, ზოგს სახლი არ აქვს, ზოგსაც სახლის ქირის გადახდა არ შეუძლია. მაგრამ არიან ისეთებიც, ოღონდ გაცილებით ცოტანი, ვისთვისაც ერთი მდიდრული ვილაც კი ცოტაა. ასეთები საკუთარი თვითმფრინავებით მგზავრობენ, მათ საკუთარი სუპერ იახტები ემსახურებათ, რომლებითაც შეიძლება პლანეტას ისე შემოუარონ, ვერაფერი გაიგონ.