Discrepancy Between Real-World Economy Figures
and Manufacturer Data On the Rise
16 ივნისი
ჩვეულებრივი ამბავია, რომ ავტომწარმოებლის მიერ
მითითებული საწვავის ხარჯი, არასდროს ემთხვევა რეალურს. და ამას არანაირი ჩვევები
არ შველის. უბრალოდ, ლაბორატორიაში, სადაც ამ მონაცემების აღება ხდება, ავტომობილს
იდეალურ პირობებში ტესტავენ. მაგრამ ეკოლოგიური ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT)
მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ თუ 10 წლის წინ განსხვავება დაახლოებით
10 პროცენტი იყო, ამჟამად ხშირ შემთხვევაში, 25 პროცენტსაც კი აღწევს!
ICCT დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა,
რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ სპეციფიკური კვლევები ჩაატაროს და ობიექტური
ანალიზის შედეგები, გარემოს რეგულატორებს მიაწოდოს. ეს უკანასკნელი კი ნაშრომის
შედეგების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებებს ისეთ შეზღუდვებს დაუწესებს,
რომელიც ავტომწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომიცაა და თან, გარემოს მდგომარეობას
გააუმჯობესებს.
გამოკვლევან გამოავლინა, რომ ყველაზე დიდი სხვაობა, „ბეემვეს“
ავტომობილებს აქვს. ICCT-ს მონაცემებით, ბავარიული კომპანიის ავტომობილების
საშუალო ცდომილება 30 პროცენტსაც კი აღწევს! ახლოსაა „აუდი“ თავისი 28 პროცენტით. შემდეგი
„მერსედესია“ – 26 პროცენტი. ყველაზე „წესიერი“ კომპანია „ტოიოტაა“, რომლის
ავტომობილებსაც 15-პროცენტიანი ცდომილება აღმოუჩინეს.
რა იწვევს ასეთ ცდომილებებს? კვლევის ანგარიშში
აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი ის ახალი ტექნოლოგიებია, რომლებიც ლაბორატორიაში ძალიან
კარგ შედეგებს იძლევა, რეალობაში კი - ნაკლებად. ასეთ სისტემებს შორისაა სტოპ-სტარტი,
რომელიც ინტენსიურად ინერგება. ლაბორატორიაში ავტომობილის ღრიჭოებსაც კი ავსებენ,
რათა აეროდინამიკა გააუმჯობესონ, ამას კი ავტომობილის ექსპლუატაციისას არავინ
იზამს. ასევე არსებობს გარე ფაქტორები, რომლებიც ლაბორატორიულ კვლევას რეალობასთან
აშორებს.
ევროპაში ეს სიტუაცია მალე ალბათ ცდომილების
შემცირებისკენ შეიცვლება. ევროპარლამენტი ახალ, გაცილებით მკაცრ სატესტო
პროცედურებს დააკანონებს. ეს 2017 წელს უნდა მოხდეს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ
ახალი რეგლამენტის შემოღება გაიწელოს, რადგან ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი
მოთხოვნები აქვს. რა თქმა უნდა, ეს ავტომწატმოებელ ქვეყნებს ეხება, რომლების ეკონომიკაც
ძლიერაა დამოკიდებული მრავალმილიარდიან საავტომობილო წარმოებაზე...
No comments:
Post a Comment