IndyCar aims for record Indianapolis speeds by
opening up rules
16 ივნისი
ინდიქარ-ის ორგანიზატორები, სერიის რეგლამენტის
შეცვლას აპირებენ, რისი მიზანიც, ინდიანაპოლისის ტრეკზე სიჩქარის რეკორდის
გაუმჯობესებაა. იმავდროულად, ისინი არ აპირებენ მიზნის მიღწევას უსაფრთხოების შემცირების
ხარჯზე. პირიქით, ახალ რეგლამენტში, რბოლებში მონაწილეთა უსაფთხოების ზომების გაუმჯობესებაც
იგეგმება.
ინდი 500-ის წლევანდელი რბოლის შემდეგ, სერიის
ორგანიზატორებმა შეხვედრა ჩაატარეს, რომლის შემდეგაც გამოაცხადეს, რომ „კარს
უღებენ ტექნიკურ ინოვაციებს“, რომლებიც ახლანდელი ავტომობილების დახვეწას და
სიჩქარის გაზრდას გამოიწვევს.
ინდიანაპოლისის ოვალზე სიჩქარის რეკორდი ჰოლანდიელ არი
ლაიენდაიკს ეკუთვნის, რომელმაც ის 17 წლის წინ დაამყარა. 1996 წლის რბოლის
კვალიფიკაციაზე, მან წრე 382.216 კმ/სთ საშუალო სიჩქარით გაიარა. თუმცა, რადგან ეს
წრე არაჩასათვლელი იყო, საკვალიფიკაციო ჩათვლა ვერ მიიღო და საბოლოოდ, პოულამდე
ერთი ნაბიჯი დააკლდა. სულ კი მას ინდი 500-ის კვალიფიკაცია სამჯერ (1993, 1997 და
1999 წლებში) აქვს მოგებული, რბოლა კი - ორჯერ (1990 და 1997 წლებში).
„ჩვენ
შესანიშნავი მანქანის პლატფორმა გვაქვს და ახლა იმის დროა, მორიგი ნაბიჯი
გადავდგათ. გარკვეულ კომპონენტებში გაუმჯობესების შემდგ, სიჩქარეები შეიძლება
მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რაც ინდიანაპოლისის ტრეკის რეკორდის გაუმჯობესების
შესაძლებლობა, მის მე-100 სტარტზე მოგვეცემა“, - ამბობს ინდიქარ-ის სერიის მთავარი
აღმასრულებელი მარკ მაილსი.
ინდიქარ-ის რბოლების პრეზიდენტი დერიკ უოკერი ამბობს,
რომ გალე გამოქვეყნდება პირველი ოფიციალური განცხადება, რომელიც გუნდების მიერ,
საკუთარი აეროდინამიკური კომპლექტების შემუშავებას შეეხება. შემდგომ ეტაპზე, მათ
ძრავების შეზღუდულად სრულყოფის უფლებასაც მისცემენ, შემდეგ კი საბურავების
რეგლამენტიც შეიცვლება.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მომავალს ვუბრუნდებით. ინდიქარ-ის
სერია ყოველთვის იყო სიახლეების და სიჩქარის ეტალონი და ჩვენი მიზანია, ამ
ყველაფერს ისევ გავუღოთ კარი. რა თქმა უნდა, ახლანდელი მანქანის პლატფორმით დავიწყებთ
და გუნდებსა და მათს მიმწოდებლებს, მეტ თავისუფლებას მივანიჭებთ მანქანასთან
მუშაობის ასპექტში“, - ამბობს უოკერი და დასძენს: „ყოველთვის მხედველობაში უნდა
გვქონედს, რომ ფასები ძალიან არ გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
გაუმჯობესებას უარი უნდა ვუთხრათ და მაყურებელს სანახაობრივი რბოლები არ ვუჩვენოთ.
მთავარია, რომ ეს ყველაფერი ფრთხილად გავაკეთოთ“.
No comments:
Post a Comment