დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 15, 2013

„აუდი“ ახალ „სპორტ კვატროს“ ფრანკფურტში გვიჩვენებს

Audi Sport Quattro successor to Show Up in Frankfurt
15 ივნისი
ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე, ერთ-ერთი გამორჩეული დებიუტანტი, „აუდი სპორტ კვატროს“ სერიული ვერსია გახდება, რომელსაც გერმანული კომპანია ამავე სახელის მქონე კონცეპტუალური ავტომობილის ბაზაზე ამზადებს.
როგორც გერმანული გამოცემა „აუტო ცაიტუნგი“ იუწყება, ახალი ავტომობილის წარმოებისას, ინგოლშტადტელები რამდენიმე ისეთ მსუბუქ კომპონენტს გამოიყენებენ, როგორიცაა კარბონის ქსოვილით გაძლიერებული პლასტიკი (CFRP) და მაგნიუმი, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა მხოლოდ 1300 კილოგრამი იქნება.
გარდა ამისა, გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ახალი ავტომობილი, კონცეპტუალურზე მძლავრი, წყვილ ტურბო კომპრესორიანი V8 ძრავით აღიჭურვება. ძრავის სიმძლავრე 650 ცხენის ძალას მიაღწევს, რისი წყალობითაც, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.4 წამში მოახერხებს.
ასეთი ტემპერამენტის მოსათვინიერებლად, ავტომობილი შესაფერისი სპორტული, ხისტი საკიდარით აღიჭურვება, რომელსაც ადაპტირებადი ამორტიზატორები ექნება, რომლებიც მოსახვევების მაღალი სიჩქარით, მდგრადად გავლის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ავტომობილის შენელებას კარბონ-კერამიკული მუხრუჭები უზრუნველყოფს.
თუ გერმანულ გამოცემას დავუჯერებთ, „აუდი სპორტ კვატრო“ მინიმუმ 115 000 ევრო ეღირება. შეგახსენებთ, რომ 30 წლის წინ, გერმანულმა კომპანიამ, პირველი „კვატრო“ (მაშინდელი B ჯგუფის სპეციფიკაციების შესაბამისად) რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიმუშავა. ეს იყო პირველი სრულამძრავიანი ავტომობილი, რომელმაც რბოლებში მიიღო მონაწილეობა. მისი სახელიც აქედან გამომდინარეობს - „კვატრო“ იტალიურად ოთხს ნიშნავს. შემდგომში „აუდს“ მაგალითზე, რალისთვის განკუთვნილ ავტომობილებზე, სრულამძრავიანი სისტემის გამოყენება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.

No comments:

Post a Comment