All-New 2014 BMW 4-Series Coupe, This Is It!
14 ივნისი
ბავარიულმა კომპანიამ ჯერ მხოლოდ ფოტოებით და
ზოგადი დახასიათებით გაგვაცნო ავტომობილი, რომლითაც „ბეემვეს“ სამოდელო ოჯახში
ახალი წევრი გამოჩნდა. ესაა მე-4 სერიის კუპე, ავტომობილი, რომელსაც გერმანული
კომპანია ადრე ორკარიანი მე-3 სერიის სახით სთავაზობდა მყიდველს. ამ ავტომობილის
კონცეპტუალური ვერსია პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე ვნახეთ, სერიული ვერსიის
მსოფლიო პრემიერა კი ფრანკფურტის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.
ევროპაში „ბეემვე“ თავის ახალ ავტომობილს სამი
ძრავით და შესაბამის ვერსიებად შემოგვთავაზებს. ესენია 428i, რომელიც 2.0-ლიტრიანი
4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, მრავალი პრიზით დაჯილდოებული, 3.0-ლიტრიანი
ერთრიგა ექვსცილინდრიანი, წყვილ ტურბოიანი ძრავით აღჭურვილი 435i და 2.0-ლიტრიანი
ტურბო დიზელით აღჭურვილი 420d.
დიზელის ძრავის სიმძლავრე 184 ცხენის ძალაა და
მისით აღჭურვილი ავტომობილი (8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით), ას კილომეტრს 4.6
ლიტრი საწვავით გადის. ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 245 ცხენის ძალაა.
მისით აღჭურვილი 428i, თუ ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკაა დაკავშირებული, 6.6
ლიტრ საწვავს მოიხმარს, 8-საფეხურიანი კოლოფის შემთხვევაში კი ხარჯი 6.3 ლიტრია.
ყველაზე ძლიერი 3.0-ლიტრიანი ძრავია, რომელიც 306 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მექანიკური
კოლოფით, 435i ას კილომეტრს 7.9 ლიტრი საწვავით გაივლის, ავტომატურის შემთხვევაში
კი - 7.2 ლიტრიც ეყოფა. ბენზინის ძრავიანი ვერსიების მყიდველს სრულამძრავიან
ტრანსმისია xდრაივსაც შესთავაზებენ.
მე-4 სერიის კუპე მნიშვნელოვნად დიდი ავტომობილია,
ვიდრე მე-3 სერიის კუპე, რომელსაც ის ცვლის. ამასთან, ის უფრო დაბლაცაა „დამჯდარი“
და ეს ყველაფერი, გრძელ კაპოტთან ერთად, ავტომობილს უფრო მტაცებლურ იერს სძენს.
გარეგნულად ავტომობილს ეტყობა, რომ ის ყველაზე ახლოს მე-3 სერიის ავტომობილების
ოჯახთანაა. ამასთან, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ელემენტებიც გააჩნია.
მაგალითად, სასუნთქები, რომლებიც წინა ბორბლების თაღების უკანაა მოთავსებული.
ამასთან, დაბერილი თაღები და ჰორიზონტალური ზოლები, ავტომობილს აგრესიულ იერს
ანიჭებს.
მე-4 სერიის კუპე, მე-3 სერიის პლატფორმაზეა
დაფუძნებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4638 მილიმეტრი, სიგანე 1825 მილიმეტრი,
სიმაღლე 1362 მილიმეტრი და ბორბლების ბაზა - 2810 მილიმეტრი. ამგვარად, წინამორბედ
მე-3 სერიის კუპესთან შედარებით, ახალი ავტომობილი 26 მილიმეტრით გრძელი, 43
მილიმეტრით განიერი და 16 მილიმეტრით დაბალი გამოვიდა. 50 მილიმეტრით არის გაზრდილი
ბაზა, წინა და უკანა ბორბლების კვლები კი შესაბამისად, 45 და 81 მილიმეტრით (1545 და
1593) გაგანიერდა. 10 მილიმეტრით შემცირდა კლირენსი.
ავტომობილი (ვერსია 420d) 1450 კილოგრამს იწონის,
ანუ 30 კილოგრამით მძიმეა მე-3 სერიის კუპეზე. ღერძებს შორის წონა 50:50-ზე
პროპორციითაა განაწილებული. მყიდველის სურვილის შემთხვევაში, ავტომობილი
ადაპტირებადი საკიდარით აღიჭურვება. ეს სისტემა, ვერსია M
სპორტზე სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
მე-4 სერიის კუპეს გაყიდვებს „ბეემვე“ ფრანკფურტული
პრემიერის შემდგომ დაიწყებს.
No comments:
Post a Comment