Volkswagen celebrates the 30 millionth Golf
14 ივნისი
„ფოლკსვაგენს“ ისტორიული მომენტი დაუდგა -
კომპანიის ვოლფსბურგის ქარხნის კონვეიერი, მე-30-მილიონე“ გოლფმა“ დატოვა. ისტორიული
ნომრით გამოვიდა „გოლფ TDI ბლიუმოუშნ“, რომელიც ბაზარზე
ახალი წარდგენილია. ეს ვტომობილი ას კილომეტრზე მხოლოდ 3.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს
და გერმანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე ეკონომიური „გოლფია“.
ხუთშაბათს „ფოლკსვაგენის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ,
პროფესორმა მარტინ ვინტერკორნმა ოფიციალურად მიიღო, ევროპის 2013 წლის საუკეთესო
ავტომობილის ჯილდო, რომელიც ახალმა „გოლფმა“ მოიპოვა. ორივე მოვლენის კომენტირებისას,
ვინტერკორნმა განაცხადა, რომ „გოლფის“ ისტორია ავტომობილების განვითარების
ისტორიაცაა.
„ისეთი ტექნოლოგიებით, როგორიცაა პირველ „გოლფზე“ წარმოდგენილი
უსაფრთხო წინაამძრავიანი მართვა, მესამე „გოლფის“ TDI და ESC სისტემები, მეოთხე „გოლფის“
წყვილქუროიანი გადაცემათა კოლოფი, ასევე ახალი თაობის „გოლფის“ შეჯახების შემდგომი
დამუხრუჭების ავტომატური სისტემა, ეს ავტომობილი განვითარების დემოკრატიზაციას
აგრძელებს. ოპტიმალურად შეხამებული უასაფრთხოების, კომფორტისა და მართვის
სიამოვნება, „გოლფის“ წყალობით, ფულზე აღარ არის დამოკიდებული. და ამიტომ, ჩვენი
ბესტსელერი ამათლებს „ფოლკსვაგენის“ სახელს“, - განაცხადა ვინტერკორნმა.
„გოლფის“ შვიდი თაობა, რომლებმაც ისტორია შექმნეს:
გოლფ I (1974-1983)
„ყველაფერი 1974 წელს, რევოლუციით დაიწყო“, - ყვება
ყვება „ფოლკსვაგენის“ ბრენდის უფროსი დიზაინერი კლაუს ბიშოფი. „ნაბიჯი, რომელიც „ხოჭოდან“
„გოლფამდე“ გადავდგით, რევოლუციური იყო. ახალი ავტომობილის შეთანწყობა იმის
გათვალისწინებით შევიმუშავეთ, რომ ჰაერით გაგრილებადი ძრავიდან, რომელიც უკან იყო
განლაგებული, წყლით გაგრილებადზე გადავედით, რომელიც წინ განთავსდა. ამასთან, უკანა
მოდება წინათი შეიცვალა. რაც შეეხება გარეგნობას, „ფოლკსვაგენის“ დიზაინერებმა
მომრგვალებული ფორმების ნაცვლად, წახნაგოვანი დიზაინის სტრუქტურა შეიმუშავეს,
რომელიც ლეგენდარული ჯორჯო ჯუჯაროს
ნამუშევარზე იყო დაფუძნებული“.
გოლფ II (1983-1991)
ამ „გოლფზე“ პირველად გამოიყენეს „ფოლკსვაგენის“
ისეთი ტექნოლოგიები, როგორებიცაა კონტროლირებადი კატალიზატორიანი გარდამქმნელი
(1984), ABS (1986) და სრულამძრავიანი სისტემა (1986). ამ თაობის ავტომობილი უკვე
ძალიან პოპულარული ხდება. „ფოლკსვაგენის“ ექსტერიერის წამყვანი დიზაინერი მარკ
ლიხტე იხსენებს: „იმ დროს, „გოლფის“ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მომენტი გახდა ის,
რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, „გოლფის“ ვიზუალური დნმ-ის ბაზაზე, „გოლფ II-ის“
კონცეპტუალიზაცია უნდა მომხდარიყო. „ფოლკსვაგენმა“ სამოდელო გამის უწყვეტი განვითარების
საფუძველი შექმნა“.
გოლფ III (1991-1997)
მესამე თაობის „გოლფის“ წარმოებით, „ფოლკსვაგენმა“
უსაფრთხოების ახალი ეპოქა წამოიწყო. ეს ავტომობილი გახდა პირველი „გოლფი“, რომელიც
უსაფრთხოების წინა აირბალიშებით აღიჭურვა (1992). ამასთან, მანქანის ტანი
დაიხვეწა, რამაც შეჯახებისას დაცულობის ხარისხი გააუმჯობესა. ავტომობილი პირველად
აღიჭურვა TDI ძრავით (1993).
გოლფ IV (1997-2003)
დიზაინის ყოფილ შეფ ჰარტმუტ ვარკუსის
ხელმძღვანელობით შეიქმნა „ზუსტი დიზაინი“, რომელმაც „ფოლკსვაგენის“ მომავალს გზა
გაუკაფა. დღეს სპეციალისტები მეოთხე „გოლფს“ სწორედ ამ კუთხით აფასებენ და მას
მოდელის ნიმუშად მიიჩნევენ. ამასთან, ეს ავტომობილი, საინჟინრო თვალსაზრისითაც
ნოვატორული იყო. მასზე პირცელად გამოიყენეს ESC (1998) და გადაბმულობის ორქუროიანი
გადაცემათა კოლოფი (2002).
გოლფ V (2003-2008)
ეს იყო „გოლფი“, რომელმაც თავისი კომფორტით, დინამიურობით
და ხარისხით, მასზე მაღალი კლასის ბევრ ავტომობილსაც კი სჯობდა. მზიდი ტანის
წარმოებისას, ლაზერით შედუღების გამოყენებამ, გრეხვაზე მედეგობა 35 პროცენტით
გაზარდა. მეხუთე „გოლფის“ ბაზაზე პირველი „გოლფ ბლიუმოუშნ“ (4.5 ლ/100 კმ) 2007 წელს
შეიქმნა.
გოლფ VI (2008-2012)
მანქანის ტანის წარმოებისას ისევ ლაზერით შედუღებაა
გამოყენებული. ასე იმდენად მყარი სტრუქტურა იქმნება, რომ მანქანამ ევრო NCAP-ის
ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი დაიმსახურა. ბენზინის უახლესი TSI და
უფრო დახვეწილი ტურბოდიზელის (TDI) ძრავები „ქომონ რეილ“ სისტემით,
მანქანას უკეთესი დინამიკური მახასიათებლებით და საწვავის ეკონომიური მოხმარებით
გამოარჩევს. გამოვიდა მეორე თაობის „გოლფ ბლიუმოუშნ“, რომელიც ას კილომეტრზე
მხოლოდ 3.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
გოლფ VII (2012 წლიდან)
მეშვიდე თაობის „გოლფის“ წონა 100 კილოგრამით
შემცირდა. ამგვარად, დასრულდა წონის ზრდის ტენდენცია. ძრავის ტიპზე დამოკიდებულებით,
წინა მოდელებთან შედარებით, 23 პროცენტით შემცირდა საწვავის მოხმარება. ამ მხრივ,
მოწინავეა „გოლფ TDI ბლიუმოუშნ“, რომელიც კომბინირებული ციკლით, 100 კილომეტრზე
მხოლოდ 3.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს. სწორედ პირველ ასეთ ავტომობილს ერგო პატივი,
გამხდარიყო მე-30-მილიონე „გოლფი“. მეშვიდე „გოლფი“ იმის გამოც შევა ისტორიაში,
რომ მასზე პირველად დაინერგა უამრავი დამხმარე სისტემა. მათ შორისაა შეჯახებისწინა,
მგზავრთა დაცვის სისტემა და ავტომატური, ავარიის შემდგომი დამუხრუჭების სისტემა -
სისტემები, რომლებიც უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვისაა, ვიდრე კომპაქტური
კლასისთვის. და ეს ავტომობილების განვითარების დემოკრატიზაციის ნიშანია.
No comments:
Post a Comment