Wednesday, March 13, 2013
ეს არის სრულიად ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“
Tuesday, March 12, 2013
ლიმუზინი „ლამბორგინი ავენტადორის“ ბაზაზე (ვიდეო)
UK Company Fantasizes Turning Lamborghini
Aventador Into a Stretch Limo…
12 მარტი
ვისთვის იქმნება სპორტული სუპერ ავტომობილები? მათთვის,
ვისაც ადრენალინი და ექსტრემალური სიჩქარე იზიდავს. და ვისთვისაა ლიმუზინები?
მაღალი რანგის მენეჯერების, პრეზიდენტების და საზეიმო ცერემონიებისთვის. და რა
საჭიროა ამ ორის ნაზავი? ძნელი სათქმელია...
„ფორდ ფოკუს ST“ ევროპაში ტემპერამენტიანი ჰეჩბეკების ბესტსელერია
Ford Focus ST, Now the Best Selling Hot Hatch in
Europe
12 მარტი
სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე „ფორდ ფოკუსის“
ტემპერამენტიანი ვერსია, ST გამოჩნდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის
თავისი სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გამხდარიყო. ამ ხუთკარიანმა სპორტულმა
ჰეჩბეკმა უკან „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ც“ კი ჩამოიტოვა, რომელსაც მალე მეშვიდე
თაობის ავტომობილით შეცვლიან.
Monday, March 11, 2013
„რეინჯ როვერ სპორტი“ ნიუ იორკის ავტო შოუმდე გაგვეცნობა
All-New Range Rover Sport to Debut Just Before
the 2013 New York Auto Show
11 მარტი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ სრულიად ახალ „რეინჯ
როვერ სპორტს“, მის ნიუ იორკულ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნობს. ამის გამოცხადების
პარალელურად, ბრიტანულმა კომპანიამ ახალი ავტომობილის ვიდეო ტიზერიც გამოაქვეყნა,
რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ამზადებენ ახალ „სპორტს“ ნიუ იორკში
გასამგზავრებლად.
ნიკოლოზ სურგულაძე ფ1-ის გზის დასაწყისში
11 მარტი
ფორმულა ერთი ავტოსპორტის ელიტაა. იქ მოხვედრა
ძალიან ნიჭიერსა და სწრაფ პილოტებსაც უჭირთ. იქ მოსახვედრად, კარგი მენეჯერი,
ფინანსურად ძლიერი სპონსორები და იღბალია საჭირო. შეიძლება იყო სწრაფი და
ბრძოლისუნარიანი მრბოლი, მაგრამ არ გყავდეს გამოცდილი მენეჯერი, ან სპონსორი და
მაშინ მწვერვალებზე არც უნდა იოცნებო. მაგრამ შეიძლება გქონდეს იღბალი და შენი
კარიერით ისეთი სახელოვანი და წარმატებული მენეჯერი დაინტერესდეს, როგორიც სტივ
რობერტსონია. ადამიანი, ვინც ფ1-ის ორი ჩემპიონის, კიმი რაიკონენის და ჯენსონ
ბატონის საქმეებს უძღვება და რომლებიც ფ1-მდე მიიყვანა. ეს უკვე წარმატების
მესამედია და მისი არგამოყენება ნამდვილი მფლანგველობა იქნება.
Sunday, March 10, 2013
ოჟიემ მექსიკის რალი მოიგო
Ogier wins in Mexico to extend championship lead
10 მარტი
![]() |
| სებასტიან ოჟიე ასპარეზობისას |
ფრანგი სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის
მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ეტაპი - მექსიკის რალი. ამ მოგებით, „ფოლკსვაგენის“
მრბოლმა ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. სამი ეტაპის შემდეგ, რომელთაგანაც ზედიზედ
მეორე მოიგო (პირველი გამარჯვება შვედეთში მოიპოვა), უახლოეს მდევარს 31 ქულას
უგებს.
„პეჟო“ პატარა ქროსოვერების ფერხულში 2008-ით ჩაება
Peugeot Joins the Small CUV Bandwagon with New
2008
10 მარტი
ჟენევის მოტორ შოუ მარტო სუპერ ავტომობილების
პრემიერებით არ იყო საინტერესო. ექსპო სენტერის პავილიონებში ბევრი ახალი
ავტომობილის, მათ შორის მომავალი ბესტსელერების ნახვა იყო შესაძლებელი. ასეთ
ავტომობილებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული, „პეჟოს“ სუბკომპაქტური ქროსოვერი 2008
არის, რომელსაც კონკურენტებიც გვერდში ჰყავდა უახლესი „რენო კაპტურის“ და ასევე
უახლესი „ფორდ ეკოსპორტის“ სახით. სამივეს ბაზარზე ძალიან პოპულარული „ნისან ჯუკი“
დახვდება.
„ჰიუნდაიმ“ ჟენევაში გაუმჯობესებული i20 WRC წარადგინა
Updated Hyundai i20 WRC Looking Good for the
Geneva Motor Show
10 მარტი
„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დასაბრუნებლად
ემზადება, რითაც თავისი იმიჯის კიდევ უფრო წამოწევას გეგმავს. კორეულ კომპანიას
სარბოლი პროგრამისთვის, თავისი ევროპული შტოს მიერ შექმნილი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი
i20
შეარჩია. „ჰიუნდაის“ დაბრუნება მომავალ სეზონში იგეგმება, მანამდე კი სარბოლ
ავტომობილს უკვე სრულყოფის მეორე კურსი ჩაუტარდა, რისი შედეგიც ექსპო სენტერში
მისულმა დამთვალიერებელმა იხილა.
„მუსტანგს“ ოთხცილინდრიანი ძრავით ამერიკელებსაც შესთავაზებენ
Four-Cylinder Ford Mustang Coming to US After All
10 მარტი
ახალი „მუსტანგი“, რომლის წარმოებასაც „ფორდი“ 2015
წელს დაიწყებს, დღესვე ნამდვილი ჰიტია. მის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გამოჩნდება
ხოლმე ინტერნეტ გამოცემებში. ასე შევიტყვეთ, რომ ახალ ავტომობილს, მის წინამორბედებთან
საერთო მხოლოდ სახელი ექნება. რაც შეეხება სტილს და ტექნოლოგიებს, ამ მხრივ,
ტოტალურ განახლებასთან გვექნება საქმე. უფრო მეტიც, უკვე ვიცით, რომ დიზაინიც ძირეულად
შეიცვლება და რეტრო სტილს დაემშვიდობება.
Saturday, March 9, 2013
„ქოროსი“ - ჩინურ-ებრაული ალიანსი ევროპას უტევს
Fledgling Chinese-Israeli Automaker Qoros Makes
World Debut in Geneva
9 მარტი
„ქოროსი“ სრულიად ახალი კომპანიაა. 2007 წელს ის
ჩინურმა „ჩერიმ“ და ებრაულმა „ისრაელ კორპორეიშნმა“ ჩამოაყალიბეს (ეს უკანასკნელი
პროექტ „ბეტერ პლეისშ“ მონაწილეობითაა ცნობილი) და მიზნად ევროპულ ბაზარზე შეღწევა
და ფეხის მოკიდება დაისახეს. და აი, ჟენევის მოტორ შოუზე, „ქოროსის“ პირველი სამი
პროდუქტი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი სერიულია, ორი კი - ჯერ კონცეპტუალური, თუმცა
წარმოებისთვის ორივე პრაქტიკულად მომზადებულია.
„ლამბორგინი ვენენო“ მხოლოდ სამისთვის (ვიდეო)
Lamborghini's outrageous Veneno
9 მარტი
ჟენევის ავტოგამოფენის გახსნამდე რამდენიმე დღით
ადრე, როდესაც „ლამბორგინის“ შეფი შტეფან ვინკელმანი შეგვპირდა, ჟენევაში რაღაც
განსაკუთრებულს გიჩვენებთო, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს „რაღაც“, მართლა
არაამქვეყნიური ქმნილება იქნებოდა. პირველი დანახვისას კაცმა შეიძლება ისიც
იფიქროს, რომ იტალიურმა კომპანიამ ეს მართლა მონსტრი, სახელად „ვენენო“, რომელიმე
ბლოკბასტერში გადასაღებად შექმნა.
ბერნის 22 რბოლა სურს
Ecclestone wants 22-race calendar in 2014
9 მარტი
ფორმულა ერთის გუნდები იმაზე წუწუნებენ, რომ
კალენდარში ოცი ეტაპიც კი ბევრია, ბერნი ეკლსტროუნი კი იმედოვნებს, რომ 2014
წლიდან კალენდარი 22 რბოლამდე გაიზრდება. არადა, ამ სეზონშიც ერთი რბოლა უკვე
გამოაკლდა - ნიუ ჯერსი ვერ ასწრებს ეტაპის მასპინძლობისთვის საჭირო ყველა პირობის
შესრულებას.
„კია პროვომ“ პოლიტიკოსები გააბრაზა
Kia's Provo Concept Draws Fire from Northern
Ireland Politician
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
კონცეპტუალური ავტომობილი „კიამ“ წარადგინა, მაგრამ კორეული კომპანიის „პროვომ“
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკოსთა აღშფოთება გამოიწვია და ამის მიზეზი, მისი სახელი
გახდა. საქმე ისაა, რომ ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი არმიის (IRA) ჯარისკაცებს
მეტსახელად „პროვოსს“ ეძახდნენ, მათ კი ბრიტანეთში 1967-77 წლებში არაერთი სისხლიანი
ტერორისტული აქტი განახორციელეს.
Labels:
კონცეპტუალური ავტომობილი,
ჟენევა 2013,
სხვადასხვა
„ალპინი“ ლე მანს უბრუნდება
Renault Announces 2013 LeMans Debut for Alpine with
a Nissan-Sourced Engine
9 მარტი
„რენო“ დიდი მონდომებით ემზადება ბრენდ „ალპინის“
აღსადგენად. ამ მარკით პირველ სპორტულ ავტომობილს რომბები 2016 წელს გამოუშვებენ,
მანამდე მას საბროლო ტრასებზე დააბრუნებენ. ამ საქმეში ფრანგულ კომპანიას
ბრიტანულ-მალაიზიური „კატერჰემი“ ეხმარება, რომელიც მისი პარტნიორია ფორმულა
ერთში.
„სუზუკი SX4“ გაიზარდა და დამშვენდა
New Suzuki SX4 is Bigger, Bolder and Better, Sets its Sights on the
Qashqai
9 მარტი
ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „S-ქროს“,
პირველად შარან ვიხილეთ და მაშინვე „სუზუკიმ“ გვაუწყა, რომ ეს სრულიად ახალი SX4-ის
მახარობელია. თუ ადრე ეს ქროსოვერი ევროპული B-კლასის წევრი იყო, ამიერიდან მან C-კლასში
გადაინაცვლა. ანუ, სუბკომპაქტური იყო და კომპაქტური გახდა. აქ კი მას ისეთი სერიოზლი
კონკურენტი ეყოლება, როგორიცაა „ნისან ქაშკაი“.
Subscribe to:
Posts (Atom)














