Renault Announces 2013 LeMans Debut for Alpine with
a Nissan-Sourced Engine
9 მარტი
„რენო“ დიდი მონდომებით ემზადება ბრენდ „ალპინის“
აღსადგენად. ამ მარკით პირველ სპორტულ ავტომობილს რომბები 2016 წელს გამოუშვებენ,
მანამდე მას საბროლო ტრასებზე დააბრუნებენ. ამ საქმეში ფრანგულ კომპანიას
ბრიტანულ-მალაიზიური „კატერჰემი“ ეხმარება, რომელიც მისი პარტნიორია ფორმულა
ერთში.
მათი პარტნიორობა ლე მანის 24-საათიან რბოლასაც
გასწვდება. ისინი ერთობლივად ამზადებენ LMP2 კლასის სპორტულ პროტოტიპს,
რომლითაც ლე მანის წლევანდელ რბოლაში, ასევე ლე მანის ევროპული სერიაში მიიღებენ
მონაწილეობას. გარდა ამისა, „რენო“ ხუთ კლასიკურ „ალპინს“, მონტე კარლოს ისტორიული
ავტომობილების რალი-გარბენში გამოიყვანს.
ამ ეტაპზე, ლე მანთან დაკავშირებული პროექტის
შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. „კატერჰემს“ სარბოლი ავტომობილების (ფ1,
პროტოტიპები) გამოცდილება აქვს და სავარაუდოდ, „ალპინის“ შასისაც ის დაამზადებს.
რაც შეეხება ძრავს, მას ალბათ „ნისანისგან“ აიღებენ, მისი სიმძლავრე 500 ცხენის
ძალის ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია, რომ მარკა „ალპინმა“ ლე მანის
რბოლაში ბოლოს 35 წლის წინ იასპარეზა. 1963-1978 წლებში კი ამ რბოლაში 11-ჯერ
მიიღო მონაწილეობა და სულ სტარტზე 55 ეკიპაჟი გამოიყვანა.
No comments:
Post a Comment