New Suzuki SX4 is Bigger, Bolder and Better, Sets its Sights on the
Qashqai
9 მარტი
ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „S-ქროს“,
პირველად შარან ვიხილეთ და მაშინვე „სუზუკიმ“ გვაუწყა, რომ ეს სრულიად ახალი SX4-ის
მახარობელია. თუ ადრე ეს ქროსოვერი ევროპული B-კლასის წევრი იყო, ამიერიდან მან C-კლასში
გადაინაცვლა. ანუ, სუბკომპაქტური იყო და კომპაქტური გახდა. აქ კი მას ისეთი სერიოზლი
კონკურენტი ეყოლება, როგორიცაა „ნისან ქაშკაი“.
კლასის შეცვლას, მანქანის გაბარიტების ზრდაც
მოჰყვა: სიგრძე 165 მილიმეტრით გაიზარდა, სიგანე 10 მილიმეტრით და სიმაღლეც 10 მილიმეტრით.
რაც შეეხება ბორბლებს შორის ბაზას, აქ მატებამ 100 მილიმეტრი შეადგინა (4300 მმ,
1765 მმ, 1575 მმ, 2600 მმ). გზის საფარიდან მანქანის ძირის დაშორება 170 მილიმეტრია.
გაბარიტების ზრდას მოჰყვა სალონის გაფართოება და საბარგულის მოცულობის ზრდა. თუ
ადრე ტვირთისთვის გამოყოფილი ადგილის მოცულობა მხოლოდ 270 ლიტრი იყო, ახალზე 430 ლიტრია.
ამგვარად, გამოთავისფლდება ის ნიშა, რომელიც ძველ SX4-ს
ეკავა. სავარაუდოდ, იაპონური კომპანია ამ ნიშას ცარიელს დიდხანს არ დატოვებს.
თუმცა სანამ ასე მოხდება, SX4-ის ძველი ვარიანტის წარმოება გაგრძელდება. თუმცა ეს
შეიძლება სხვა სახელით მოხდეს.
გაყიდვების დასაწყისში, ახალი SX4 ბენზინის და დიზელის
1.6-ლიტრიანი ძრავებით (ორივეს სიმძლავრე 120 ცხენის ძალაა) აღიჭურვება. ორივე
შემთხვევაში, ძრავებს წინა და სრულამძრავიანი ტრანსმისიები შეუწყვილდება. რაც
შეეხება გადაცემათა კოლოფს, ბენზინის ძრავის შემთხვევაში, მასთან 5-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი მუშაობს, დიზელის ძრავს კი 6-საფეხურიანი ასევე მექანიკური
უწყვილდება. გარდა ამისა, ოპციის სახით მყიდველს უსაფეხურო ვარიატორსაც
შესთავაზებენ.
სრულამძრავიანი ტრანსმისიაში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგია
“ოლგრიპ“, რომელიც ოთხ განსხვავებულ რეჟიმში (ავტო, სპორტ, სნოუ და ლოქ) მუშაობის
საშუალებას იძლევა. ავტომატურ რეჟიმში, სისტემა უკანა ღერძს იმ შემთხვევაში
გადასცემს მომენტს, თუ წინა ღერძი დაბუქსავდება, ლოქის შემთხვევაში, გადაბმის ქურო
60 კმ/სთ სიჩქარემდე ძალდატანებით იბლოკება. სპორტულ რეჟიმში სისტემის მუშაობის
ალგორითმი, სიტუაციის შესაბამისად იცვლება. ამ დროს, უკანა ბორბლები საქმეში მოსახვევების
გავლისას ერთვება, რითაც მეტნაკლებად აბალანსებს არასაკმარის მოხვევადობას. ამ
დროს ძრავის რეაქცია აქსელერატორზე უფრო მკვეთრი ხდება. რაც შეეხება რეჟიმ სნოუს, ამ
დროს ტრანსმისია იყენებს საჭის სისტემაში ინტეგრირებულ გადამწოდს და მისგან
მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ, საჭიროებისას, მაბრუნ მომენტს ყველა
ბორბალს უნაწილებს. გარდა ამისა, მანქანის მართვაში აქტიურად ერთვება სისტემა ESP.
ევროპული ბაზრისთვის, ახალ SX4-ს „სუზუკის“ უნგრული
ქარხანა, წლის მეორე ნახევრიდან გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment