დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 8, 2013

„ბერტონეს“ ორი განსხვავებული „ასტონ მარტინ ჯეტი“


Bertone Brings Two Unique Aston Martin Jet Models to Geneva
8 მარტი
„ასტონ მარტინმა“ თავისი დაარსებიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჟენევაში სპეციალური „ვენქვიში“ წარადგინა, თუმცა ეს მისი ერთადერთი საიუბილეო ავტომობილი არ იყო. ამავე თარიღს დაუკავშირა თავისი ორი ექსპონატი „ბერტონემაც“, რომელიც იმავდროულად, ბრიტანულ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებიდან 60 წლის იუბილეს ზეიმობს.

ბერტონე ჯეტ 2+2

ორივეს სახელში სიტყვა „ჯეტ“ (რეაქტიული) ფიგურირებს. ოღონდ რატომ, ეს „ბერტონემ“ არ განმარტა. ერთის სახელია „ჯეტ 2“, მეორისა კი - „ჯეტ 2+2“. სახელის მსგავსების გარდა, მათ უკანა ნაწილის ფორმაც ერთნაირი აქვთ. ეს არის ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა.
„ჯეტ 2+2-ს“ უფრო უნივერსალის ძარა აქვს, ვიდრე შუტინგ ბრეიკი. ის სედან „რეპიდის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და ძარის უკანა ნაწილის გარდა, ყველაფერი დონორი ავტომობილისა აქვს. ის აღჭურვილია „რეპიდის“ V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 470 ცხენის ძალაა. სედანისგან მას გაზრდილი საბარგულიც განასხვავებს. საინტერესოა, რომ ეს არ არის უბრალო შოუქარი, ან კონცეპტუალური ავტომობილი. ის „ბერტონეს“ კერძო კოლექციონერმა შეუკვეთა, ვისი ვინაობაც იტალიურ ატელიეს არ გაუმჟღავნებია.
ბერტონე ჯეტ 2

რაც შეეხება „ჯეტ 2-ს“, ეს „ვენქვიშის“ პლატფორმაზე ბაზირებული ორკარიანი ავტომობილია. „ბერტონემ“ ის პირველად 2004 წელს გვიჩვენა, მაგრამ სახეშეცვლილი ჟენევაშიც წარმოადგინა. ეს ავტომობილი „ასტონ მარტინის“ ახლანდელ კორპორატიულ სტილთანაა მისადაგებული. მართალია, „ჯეტ 2“ ორკარიანია, მაგრამ მის სალონში თავისუფლად თავსდება ოტხი ადამიანი, რაც ბაზის 210 მილიმეტრით დაგრძელების წყალობით მოხერხდა.

No comments:

Post a Comment