დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 9, 2013

„კია პროვომ“ პოლიტიკოსები გააბრაზა


Kia's Provo Concept Draws Fire from Northern Ireland Politician
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეპტუალური ავტომობილი „კიამ“ წარადგინა, მაგრამ კორეული კომპანიის „პროვომ“ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკოსთა აღშფოთება გამოიწვია და ამის მიზეზი, მისი სახელი გახდა. საქმე ისაა, რომ ირლანდიის რესპუბლიკის დროებითი არმიის (IRA) ჯარისკაცებს მეტსახელად „პროვოსს“ ეძახდნენ, მათ კი ბრიტანეთში 1967-77 წლებში არაერთი სისხლიანი ტერორისტული აქტი განახორციელეს.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა გრეგორი კემპბელმა თემთა პალატაში შუამდგომლობაც კი აღძრა, რომლითაც მოითხოვს, რომ ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდაში ამ სახელის გამოყენება აიკრძალოს. სხვათა შორის, პოლიტიკოსმა „პროვოს“ ფორთოხლისფერი სახურავიც გააპროტესტა, რადგან ის ირლანდიის პროფ გაერთიანებებთანაა დაკავშირებული.
„კიამ“ სასწრაფოდ გამოაქვეყნა პასუხი, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოველივე გამიზნულად არ მომხდარა. ამასთან, კორეული კომპანიის ფრანკფურტის ოფისში ეს სახელი სიტყვა „პროვოუკს“ (ამ შემთხვევაში აღგზნებას) დაუკავშირეს. მოკლედ, ამ სიტყვამ სულ სხვა მნიშვნელობით იმოქმედა და არასწორ ემოციებს მისცა გასაქანი.
„კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავეს და მას სახელი მისცეს ფრანკფურტის სტუდიაში. „პროვო“ მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილია, რაც არ ნიშნავს, რომ სერიულ ვერსიასაც ეს სახელი ექნება. ესეც რომ არ იყოს, სანამ თავის მანქანებს ბაზარზე გამოიტანს, ჩვენი კომპანია წინასწარ რწმუნდება იმაში, რომ ავტომობილის სახელი ყველა ბაზარზე მისაღები იქნება. სახელი „პროვო“, სიტყვა „პროვოუკის“ ვარიანტია და ეს სახელი მხოლოდ იმისათვის ავირჩიეთ, რომ მისმა კოხტა და დინამიურმა გარეგნობამ, აუდიტორიის აღგზნება უნდა გამოიწვიოს. რაც შეეხება ფორთოხლისფერ სახურავს, ეს ფერი ავირჩიეთ, რადგან ის, 1970-იან წლებში სპორტული ავტომობილების მყიდველებს შორის მეტად პოპულარული იყო“, - ნათქვამია „კიას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კორეული კომპანიის პასუხის წაკითხვის შემდეგ, კემპბელი დამშვიდდა და შემდეგი პასუხი გამოაქვეყნა: „რა თქმა უნდა, დიდ მულტინაციონალურ კომპანიებში ვერ ეცოდინებათ ცალკე აღებულ რომელიმე სახელთან დაკავშირებული ისტორიები. მოქმედბა, რომელიც მე თემთა პალატაში წამოვიწყე, მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ „კია“ საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ავტომობილს სახელი შეეცვლება. ამ შემთხვევაში, „კიამ“ სასწრაფოდ იმოქმედა და გამოაცხადა, რომ ამ სახელით ავტომობილს ბრიტანეთში არ შემოიტანს და მას არც სხვა რეგიონებში გამოიყენებს“.

No comments:

Post a Comment