დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 13, 2013

ეს არის სრულიად ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“

This is the All-New 2014 Range Rover Sport!
13 მარტი
სულ ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“ უახლესი „რეინჯ როვერ სპორტის“ ვიდეო ტიზერი გაავრცელა და ამ ავტომობილის ოფიციალურ პრემიერამდე დაგვემშვიდობა, მაგრამ ამ ავტომობილის გარეგნობა დიდხანს საიდუმლოდ ვერ შეინახა.
ფოტოები ინტერნეტ გამოცემა „ავტო მონთლიმ“ გაავრცელა, რომელმაც ამ ინფორმაციის წყაროებიც დაასახელა, თუმცა იმ წყაროებმა თავიანთი გვერდებიდან ფოტოები უკვე ამოიღეს. მოკლედ, მათი დახმარებით, ცოტა ადრე ვნახეთ ავტომობილი, რომელსაც „ლენდ როვერი“ თავის ყველაზე დინამიურ ავტომობილად მოიხსენიებს.

სულ ეს ფოტოებია, რაც ამ ახალი ავტომობილის შესახებ ვიცით. უფრო დაწვრილებით მას ნიუ იორკის ავტო შოუზე გაგვაცნობენ. ფოტოების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ „სპორტი“ უფრო ძლიერ განსხვავდება საბაზო „რეინჯისგან“, ვიდრე მათი წინა თაობის მოდელები. და თუ ყურადღებას რადიატორზე გადაიტანთ, ერთი შეხედვით შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ „ევოუკის“ ზორბა ვერსიას ხედავთ.

No comments:

Post a Comment