Geneva motor show: KTM X-Bow GT
13 მარტი
ეს ტიპიური სუპერ ავტომობილი არაა, მაგრამ
მრბოლებსა და ავტომობილის ექსტრემალური მართვის მოყვარულებს შორის ავტორიტეტით
სარგებლობს. წლების განმავლობაში, ის ჩემპიონთა რბოლის ერთ-ერთი უცვლელი მონაწილეთაგანია
და ამ ტურნირის დროს, ფ1-ის და სხვა სარბოლო სერიების ჩემპიონები, ამ უშნო
ავტომობილზე ამხედრებულები ასპარეზობენ.
მაგრამ მოტოციკლების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის ამ ავტომობილს აქამდე ერთი ნაკლი ჰქონდა - ის მხოლოდ ღია ვერსიის სახით არსებობდა. დახურულს, ან ნაწილობრივ დახურულს კი KTM მყიდველს კარგა ხანს ვერ სთავაზობდა, რადგან ტექნოლოგიური სირთულეების დაძლევას ვერ ახერხებდა. და აი, ჟენევის მოტორ შოუზე, X-Bow GT-ს სახით, ამ ნაკლის გამოსწორების რეალური მცდელობაც ვიხილეთ.
ეს ავტომობილი საბაზო X-Bow R-სგან იმით განსხვავდება, რომ აქვს კარები, საქარე შუშა და გვერდითა ფანჯრები. დანარჩენი ყველაფერი იგივეა, აღჭურვილობაც კი. შუშების და კარების დამატებამ მხოლოდ აეროდინამიკა გააუმჯობესა, თუმცა თუ ამ, საკმაოდ ავტომობილის უცნაურ გარეგნობას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ KTM-ის მიზანს აეროდინამიკის გაუმჯობესება არც წარმოადგენს. უბრალოდ, შუშების დახმარებით, მაღალი სიჩქარით ამ ავტომობილის მართვა უფრო სასიამოვნო გახდება.
X-Bow GT აღჭურვილია „აუდის“ წარმოების ბენზინის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ტურბოკომპრესორი და საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავთან დაკავშირებულია „აუდისვე“ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს გადასცემს. ძრავის სიმძლავრე 285 ცხენის ძალაა (6400 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 420 ნიუტონმეტრს (3200 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ამ აგრეგატებით, X-Bow GTს ადგილიდან ასის აკრეფა 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 231 კმ/სთ-ია.
ორი კარის და შუშების დამტებით, GT ვერსია R-ვერსიაზე 57 კილოგრამით მძიმეა და 847 კილოგრამს იწონის (ეს მშრალი წონაა). წონის 38 პროცენტი წინა ბორბლებზე მოდის, დანარჩენი კი - უკანებზე. სიმძიმის ცენტრმა 10 მილიმეტრით, 390 მილიმეტრამდე აიწია. 100 კმ/სთ სიჩქარეზე აეროდინამიკური ზეწოლა 25 კილოგრამით, 200 კმ/სთ-ზე კი 100 კილოგრამით შემცირდა.

X-Bow-ს გრან ტურიზმო ვერსიას საბარგულიც კი აქვს,
რომელიც ძალიან პატარა კია (მოცულობა მხოლოდ 50 ლიტრი), მაგრამ სულ არქონას მაინც
სჯობს (ან იქნებ, სულაც არაა საჭირო). შეცვლილია ცენტრალური კონსოლი, რომელზეც
საქარე შუშის საწმენდის ჩამრთველი, ინტერიერის (რომელსაც სახურავი მაინც არ აქვს)
ვენტილაციისა და გათბობის სისტემების, ასევე საქარე შუშის გათბობის მართვის
ღილაკები მოთავსდა.
„რეკაროს“ წარმოების სავარძლები კარბონის
კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკის უკანა კედელზე ხისტადაა დამაგრებული და არ
რეგულირდება. სხვადასხვა სიმაღლის მძღოლებისთვის მორგება კი პედლების ბლოკის
პოზიციის შეცვლით ხდება. რეგულირებადია საჭის რგოლის კვანძიც.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 3738 მილიმეტრი,
სიგანე 1915 მილიმეტრი, სიმაღლე 1202 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2430 მილიმეტრს
აღწევს. X-Bow GT-ს მობრუნების რადიუსი 10.8 მეტრია, 100 კილომეტრზე საწვავის
ხარჯი 8.3 ლიტრი, ყოველი კილომეტრის გავლისას ის ატმოსფეროში 189 გრამ
ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
KTM-ს თავის ახალ ავტომობილზე შეკვეთების მიღება
უკვე დაწყებული აქვს, მიწოდებას კი მასში დაიწყებს. X-Bow GT-ს საბაზო ღირებულება 72
500 ევროა.
No comments:
Post a Comment