დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, March 12, 2013

„ფორდ ფოკუს ST“ ევროპაში ტემპერამენტიანი ჰეჩბეკების ბესტსელერია


Ford Focus ST, Now the Best Selling Hot Hatch in Europe
12 მარტი
სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე „ფორდ ფოკუსის“ ტემპერამენტიანი ვერსია, ST გამოჩნდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის თავისი სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გამხდარიყო. ამ ხუთკარიანმა სპორტულმა ჰეჩბეკმა უკან „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ც“ კი ჩამოიტოვა, რომელსაც მალე მეშვიდე თაობის ავტომობილით შეცვლიან.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ თავის კონკურენტებთან შედარებით, „ფოკუს ST“ შედარებით სუსტი ძრავითაა აღჭურვილი და საკიდარიც უფრო რბილი აქვს. მეტოქეები სამკარიანებია, ის კი - ხუთიანი. სამაგიეროდ, ცისფერი ოვალის ჰოტ ჰეჩბეკი უფრო კარგია ყოველდღიური მოხმარებისთვის. და როგორც ჩანს, ევროპელი მყიდველი მასში სწორედ ამ თვისებას აფასებს.
გასული წლის ბოლო კვარტალში, „ფორდმა“ ევროპაში 1984 ცალი „ფოკუს ST“ გაჰყიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შესაბამისი სეგმენტის 44 პროცენტი დაეკავებინა. ამავე სეგმენტის 33 პროცენტი, მის მრავალწლიან ლიდერ „გოლფ GTI-ს“ ეკუთვნის, 12 პროცენტით კი მესამეზე „რენოსპორტ მეგანია“.
ახალი „ფოკუს ST“ ბაზარზე ოქტომბრიდანაა და ამ დროში, ცისფერმა ოვალმა ის 3819 ცალი გაჰყიდა. ამათი 74 პროცენტი ჰეჩბეკია, დანარჩენი კი - სედანი და უნივერსალი. ფერებს შორის ყველაზე პოპულარული „გაყინული თეთრია“ (41 პროცენტი), მას მოჰყვება ფერი სახელად „შავი პანტერა“ და ფერი უცნაური სახელით „მანდარინის ყვირილი“ (ფორთოხლისფერი), რაც „ფოკუს ST-ს“ საფირმო ფერად ითვლება.
ახლახანს „ფორდმა“ ბაზარზე „ფიესტას“ ST-ვერსია გამოუშვა და როგორც სპეციალისტები მოელიან, ესეც თავისი სეგმენტის (სუბკომპაქტური ჰოტ ჰეჩბეკები) ლიდერი გახდება.

No comments:

Post a Comment