დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 12, 2015

„ფორდ ფიგო ესპაიერის“ ინდური დებიუტი

New Ford Figo Aspire Small Sedan Launched in India with Affordable Price
12 აგვისტო
„ფორდმა“ ინდურ ბაზარზე თავის პატარა სედან „ფიგოს“ ვერსია „ესპაიერი“ შეიტანა. ავტომობილის წარდგენა დელიში ჩატარდა. ეს არის 4 მეტრზე მოკლე უახლესი სედანი, რომელზეც ცისფერი ოვალი დიდ იმედებს ამყარებს და მისი დახმარებით, გაყიდვების მნიშვნელოვან გაზრდას იმედოვნებს. მალე კი მის შეტანას ევროპულ ბაზარზეც გეგმავს.

„ჰონდას“ კონკურენტებისგან პერსონალის გადმობირება არ სჭირდება

Culture clash stops Honda from poaching engineers from F1 rivals
12 აგვისტო
„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ კულტურათა შორის განსხვავება არ აძლევს იმის უფლებას, რომ ფორმულა 1-ის კონკურენტი კომპანიებიდან, გამოცდილი პერსონალი გადმოიბიროს. არადა, „მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე დარწმუნებულია, რომ „ჰონდა“ მხოლოდ მოიგებს, თუ „ფერარიდან“ და „მერსედესიდან“ წამყვან ინჟინრებს გადაიბირებს.

Tuesday, August 11, 2015

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთი აარჩია

Jaguar Land Rover Unveils Plans For New Plant In Slovakia
11 აგვისტო
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ იწყებს სლოვაკეთში თავისი ახალი ქარხნის სლოვაკეთში აშენების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლას. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ სლოვაკეთის მთავრობასთან, განზრახულობათა ოქმი გააფორმა, რომელიც დასავლეთ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას მახლობლად, ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„რენო“ ძრავის ერთჯერად, დიდ გაუმჯობესებას გეგმავს

Renault plans single, big-impact engine upgrade – not small steps
11 აგვისტო
„რენოს“ ფორმულა ერთის ოპერაციების დირექტორი რემი ტაფენი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი, V6 ჰიბრიდული აგრეგატის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავენ, რისთვისაც სრულად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ პირობით ქულებს, ეგრეთ წოდებულ ტოკენებს. ფრანგულმა კომპანიამ სეზონისთვის სრულყოფილი აგრეგატის მომზადება ვერ შეძლო და ამის გამო, მის კლიენტ გუნდებს - „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მეტოქეებთან ბრძოლა უჭირთ.

„სიტროენის“ ახალი კონცეპტი „C4 კაქტუს მეჰარის“ სტილში

Citroen To Debut C4 Cactus “Mehari Revisit” Variant At Frankfurt Motor Show
11 აგვისტო
„სიტროენმა“ დაადასტურა ადრე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის, კონცეპტ „C4 კაქტუს მეჰარის“ ახალი ვერსია აქვს მომზადებული. სავარაუდოდ, ამ კონცეპტით ფრანგული კომპანია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სახელ „მეჰარის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს.

Monday, August 10, 2015

„მაზდა“ ფრანკფურტში კონცეპტ „კოერუს“ წარადგენს

Mazda Koeru Concept Teased Ahead Of Frankfurt Debut
10 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „მაზდა“ თავის ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერ „კოერუს“ გვიჩვენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი, იაპონური კომპანიის მომავალი სერიული ქროსოვერის წინამორბედია. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილის სახით, მომავალ CX-9-ს ვიხილავთ, რომელსაც ბაზარი უახლოეს მომავალში ელის. სავარაუდოდ, „მაზდა“ მას ლოს ანჯელესის მოტორ შუზე წარადგენს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

„ფერარი F40“ 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ferrari F40 Sells For Record $1.2 Million
10 აგვისტო
ბევრი მიმომხილველი, „ფერარი F40-ს“ ყველა დროის საუკეთესო სუპერ ავტომობილად მიიჩნევს. ყველაფერთან ერთად, ეს არის ბოლო ავტომობილი, რომლის პროექტსაც მწვანე შუქი პირადად ენცო ფერარიმ აუნთო. მაგრამ ამის მიუხედავად, აუქციონებზე მასში მილიონებს არ იხდიან. ეს იმ დროს, როცა უახლესი „ლაფერარი“ უკვე ოთხმაგ ფასშიც კი გაიყიდა. ამის ფასი ალბათ ისაა, რომ მარანლოელებმა 1 315 ცალი F40 გამოუშვეს.

Sunday, August 9, 2015

„აუტო უნიონი“ თანამედროვე დიზაინერის ინტერპრეტაციით

1930s Auto Union Racing Car Futuristically Reimagined
9 აგვისტო
იყო დრო, როცა მსოფლიო ავტოსპორტის მწვერვალები ორ გერმანულ კომპანიას ეპყრა - „აუტო უნიონს“ და „მერსედესს“. მათ ვერცხლისფერ ისრებად მოიხსენიებდნენ. ორივე ძალიან სწრაფ და სახიფათო ავტომობილებს ამზადებდა, ამ ძვირადღირებულ „გართობას“ კი თვით რაიხსკანცლერი უფინანსებდა. სხვათა შორის, „აუტო უნიონის“ სარბოლ ავტომობილების შემუშავებაზე, ავტოინჟინერიის გენია, ფერდინანდ პორშე მუშაობდა.

Friday, August 7, 2015

ფელიპე მასამ „უილიამსის“ მოლოდინს გადააჭარბა

Felipe Massa exceeding Williams F1 team's expectations
7 აგვისტო
„უილიამსის“ ფ1-ის გუნდის ტექნიკური დირექტორი პეტ სიმონდსი ამბობს, რომ ფელიპე მასამ გუნდის მოლოდინს გადააჭარბა. ბრაზილიელ პილოტს 2008 წელს ტიტულამდე ერთი ქულა დააკლდა. მომდევნო სეზონში კი, უნგრული დიდი პრიზის კვალიფიკაციის რბოლის დროს მომხდარ ავარიაში კი თავის ტვინის უმძიმესი ტრავმა მიიღო. გადარჩა და კარიერაც გააგრძელა, თუმცა ძველი ფორმის აღდგენს, კარგა ხანს ვერაფრით ახერხებდა.

„სუზუკი ბალენო“ ფრანკფურტში პრემიერისთვის ემზადება

Suzuki Teases All-New Baleno B-Segment Hatch Ahead Of Frankfurt Debut
7 აგვისტო
„სუზუკი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე ხელცარიელი არ წარსდგება. იაპონური კომპანია იქ თავის ახალ სერიულ ავტომობილს, B-სეგმენტის (სუბკომპაქტურ) ჰეჩბეკ „ბალენოს“ წარადგენს. ეს ავტომობილი „სუზკიმ“ კონცეპტუალური iK-2-ის სახით, ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო და მალე მას მინიმალურად შეცვლილს შესთავაზებს მყიდველს. პატარა ხუთკარიანი ჰეჩბეკის პრემიერის მოახლოების შესატყობინებლად, კომპანიამ მისი ფოტო და ვიდეო ტიზერები გაავრცელა.

Thursday, August 6, 2015

„ტესლა მოდელ X“ ბაზარზე სექტემბერში გამოვა

Tesla Model X Arrives in September, Elon Musk Confirms in Letter to Shareholders
6 აგვისტო
„ტესლა“ თავის მორიგ ავტომობილს, ქროსოვერ „მოდელ X-ს“ სექტემბერში გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, ამერიკული კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა ელონ მასკმა, „ტესლა მოტორზის“ აქციონერებს წერილობით შეატყობინა. წერილში მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე გამოსვლის წინ, ახალ ავტომობილს ტესტების ბოლო სერია უტარდება. პრაქტიკულად მზადაა ხაზი, სადაც ელექტრული ქროსოვერი დამზადდება. ქარხანას ახალი შეემტა, რომელზეც 500-ზე მეტი რობოტი მუშაობს და ისინ ავტომობილის მზიდ სტრუქტურას ააწყობენ და სამღებრო სამუშაოებს შეასრულებენ.

„ფორდ ფოკუს RS“ კომპიუტერული სიმულატორის სახელზე

Ford Builds Custom Forza Motorsport 6 Focus RS, The Stig Gets to Drive it First
6 აგვისტო
პოპულარული საავტომობილო გადაცემა „ტოპ გიარი“ გაჩერებულია და წამყვანებს არჩევს, მისი ყოფილი წამყვანები - კლარკსონი, ჰამონდი და მეი, ახალ გადაცემას აკეთებენ, ოღონდ „ამაზონ პრაიმისთვის“ და ეთერში მომავალი წლიდან გავლენ. „ტოპ გიარის“ ჯგუფის დიდი ნაწილიც, პოპულარულ ტრიოსთან რჩება. ჯერ არაა ცნობილი სტიგის მომავალი. თუმცა, სანამ ძველი და ახალი გადაცემები ახალი სტარტისთვის ემზადებიან, სტიგს საქმე გამოუჩნდა - ის „ფორდმა“ თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ნურბურგრინგზე ტესტებისას ვიდეოში გადაიღეს

2016 Range Rover Evoque Cabrio Filmed Undergoing Nurburgring Testing
6 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკს“ ბევრი ღირსება აქვს - თავისი კომპაქტური გაბარიტების წყალობით, ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ადვილად იკვლევს გზას, და უგზოობაშიც „შინაურია“. რა თქმა უნდა, საკმაოდ კოხტადაც გამოიყურება - ბევრი თვლის, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ბევრი ცვლილების გარეშე დააყენეს კონვეიერზე. რაღაც ხომ არ აკლია? ღია ვერსია? ესეც მალე იქნება.

„ჰონდა“ სპაზე „მაკლარენს“ უფრო ძლიერ ძრავს მიაწვდის

Honda Giving McLaren A Fighting Chance With New-Spec Engine
6 აგვისტო
მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის რბოლა, „მაკლარენის“ ორივე პილოტმა ქულებით დაასრულა, „ჰონდამ“ გადაწყვიტა, რომ უოკინგელებს ზაფხულის არდადეგების შემდეგ, პირველივე რბოლისთვის, რომელსაც ბელგიის სპა უმასპინძლებს, ახალი სპეციფიკაციის ძრავი მიაწოდოს, რომელიც ახლანდელი აგრეგატისგან, მხოლოდ გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა.

„ბეემვემ“ სარბოლო M6 GT3 გაგვაცნო

BMW Details New M6 GT3 Racing Car
6 აგვისტო
„ბეემვე“ თავის სარბოლო Z4 GT3-ს მალე სრულიად ახალი ავტომობილით ჩაანაცვლებს, რომელსაც M6 GT3 ჰქვია. სახელიდანც ჩანს, რომ ეს ავტომობილიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, GT-ს კლასის ავტომობილების სარბოლო სერიებში მიიღებს მონაწილეობას და ბავარიელთა განცხადებით, ყველგან გამარჯვებებისთვის და ტიტულებისთვის იბრძოლებს.