1930s Auto Union Racing Car Futuristically
Reimagined
9 აგვისტო
იყო დრო, როცა მსოფლიო ავტოსპორტის მწვერვალები ორ
გერმანულ კომპანიას ეპყრა - „აუტო უნიონს“ და „მერსედესს“. მათ ვერცხლისფერ
ისრებად მოიხსენიებდნენ. ორივე ძალიან სწრაფ და სახიფათო ავტომობილებს ამზადებდა,
ამ ძვირადღირებულ „გართობას“ კი თვით რაიხსკანცლერი უფინანსებდა. სხვათა შორის,
„აუტო უნიონის“ სარბოლ ავტომობილების შემუშავებაზე, ავტოინჟინერიის გენია,
ფერდინანდ პორშე მუშაობდა.
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თანამედროვე „აუტო
უნიონის“ სარბოლო ავტომობილი? ასეთი საგზაო ავტომობილი, „აუდიმ“ რამდენიმე წლის
წინათ, TT-ს სახით გამოუშვა. მაგრამ მისი სარბოლო პროტოტიპები, რომლებიც ლე მანზე
წლების განმავლობაში ბატონობდნენ, ვერცხლისფერ ისრებს ვერაფრით გაგახსენებენ.
„აუტო უნიონის“ თანამედროვე ერთადგილიანი ვერსიის შექმნა, დამოუკიდებელმა
დიზაინერმა, არტ ბუროვმა შეიმუშავა.
გარეგნულად არც მისი ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილი
გაგახსენებთ 1930-იანი წლების ვერცხლისფერ ისარს. ის არც „აუდის“ ავტომობილებს
ჰგავს. უფრო 1960-იანი წლების ფორმულა ერთის ბოლიდს მოგაგონებთ. ამასთან,
უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. მისი პროექტის განმარტებაში ნათქვამია,
რომ ავტომობილი შუაძრავიანი. ამასთან, ის შეიძლება აღიჭურვოს როგორც ოთხცილინდრიანი
ტურბო აგრეგატით, ასევე ელექტრო ძრავით და ელემენტების ბლოკით.
ფოტოებზე თუ დააკვირდებით, ნაცრისფერი ვერსია უცნაურ
ბორბლებზე დგას. ეს არის „მიშლენის“ ინოვაციური „ტვილის“ ინტერპრეტაცია. სხვათა შორის,
ფრანგული კომპანიის ექსპერიმენტულ საბურავებს სწორედ „აუდის“ (აუტო უნიონის) ავტომობილებზე
ცდიდნენ.
No comments:
Post a Comment