Culture clash stops Honda from poaching engineers
from F1 rivals
12 აგვისტო
„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს,
რომ კულტურათა შორის განსხვავება არ აძლევს იმის უფლებას, რომ ფორმულა 1-ის
კონკურენტი კომპანიებიდან, გამოცდილი პერსონალი გადმოიბიროს. არადა, „მაკლარენის“
სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე დარწმუნებულია, რომ „ჰონდა“ მხოლოდ მოიგებს, თუ „ფერარიდან“
და „მერსედესიდან“ წამყვან ინჟინრებს გადაიბირებს.
ფ1-ში დაბრუნების პირველივე სეზონში, „ჰონდას“
პრობლემები შეექმნა. მის აგრეგატს აკლია როგორც სიმძლავრე, ასევე არაა გამძლე და
ხშირად ფუჭდება. თუმცა არაი დაჟინებით იმეორებს, რომ მუშაობა გეგმის შესაბამისად
მიმდინარეობს. ამასთან, მას არაერთხელ უთქვამს, რომ კონკურენტებისგან ინჟინრების
მოზიდვა მის გეგმებში არ შედის.
გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას ის ამბობს: „ეს
მშვენიერი იდეაა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება „მერსედესიდან“, ან „ფერარიდან“
გამოცდილი ინჟინრების გადმობირება. მაგალითად, მათთვის ძნელი იქნება ჩვენთან
მუშაობა, რადგან ჩვენგანსხვავებული კულტურა გვაქვს და განსხვავებულია ასევე ჩვენი
ეკიპირება, სიმულატორები და საერთოდ, ყველაფერი. ამიტომ, თუნდაც ძალიან გამოცდილები
იყვნენ, ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ ჩვენთან მუშაობის მისაჩვევად. გარდა ამისა,
ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა პერსონალმა ჩვენთან ერთად დიდხანს იმუშაოს“.
ბუიემ
იაპონურ კომპანიას ასევე შესთავაზა „მაკლარენის“ რესურსების გამოყენება, რათა „ჰონდამ“
ჩამორჩენის უფრო სწრაფად აღმოფხვრა შეძლოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არაი ამბობს,
რომ ეს მომგებიანი სვლა არ იქნება: „ერთი შეხედვით, ეს კარგი იდეაა, მაგრამ შასისა
და აგრეგატების ტექნოლოგიებს შორის დიდი სხვაობაა. თუ შასის ინჟინრებს აგრეგატზე
მუშაობისას გამოვიყენებთ, ეს სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. ასევე, თუ ჩვენ „მაკლარენის“
საქმეებში ჩავერევით, ესეც ვერ იმუშავებს. უბრალოდ საჭიროა, რომ ერთმანეთის კარგად
გვესმოდეს და ერთმანეთს იდეებს ვუზიარებდეთ, პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ
გზებს ვეძებდეთ“. არაი დასძენს, რომ პარტნიორების განსხვავებული ფილოსოფიის
მიუხედავად, ისინი ეთად ჰარმონიულად მუშაობენ.
No comments:
Post a Comment