Jaguar Land Rover Unveils Plans For New Plant In
Slovakia
11 აგვისტო
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ იწყებს
სლოვაკეთში თავისი ახალი ქარხნის სლოვაკეთში აშენების მიზანშეწონილობის საკითხის
შესწავლას. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ სლოვაკეთის მთავრობასთან,
განზრახულობათა ოქმი გააფორმა, რომელიც დასავლეთ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას
მახლობლად, ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ამგვარად, „იაგუარ ლენდ როვერმა“, ცენტრალური
ევროპის ორ ქვეყანას - პოლონეთსა და სლოვაკეთს შორის, მეორე აარჩია. გარდა ამისა,
სლოვაკეთმა აჯობა შეერთებულ შტატებსა და მექსიკას, სადაც ქარხნის მშენებლობის
შესაძლებლობა ასევე განიხილებოდა. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ
ცენტრალურ ევროპასთან ახლოსაა მაკომპლექტებლების მიმწოდებელი ქარხნების უმეტესობა
და აქვე კარგი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურაცაა. ქარხნის სლოვაკეთში აშენების მიზანშეწონილობის
საკითხის შესწავლის შემდეგ, „იაგუარ ლენდ როვერი“ საბოლოო გადაწყვეტილებას წლის
ბოლოსთვის მიიღებს.
„მისი პრემიუმ ავტომობილების წარმოების ინფრასტრუქტურით,
სლოვაკეთს ჩვენი განვითარებისთვის მიმზიდველი პოტენციალი გააჩნია. ახალი ქარხანა
შეავსებს ჩვენი საწარმოების სიას, რომელშიც შედის ქარხნები გაერთიანებულ სამეფოში,
ჩინეთში, ინდოეთში და მშენებარე საწარმოს ბრაზილიაში“, - ამბობს „იაგუარ ლენდ
როვერის“ მთავარი აღმასრულებელი, დოქტორი რალფ შპეტი.
კომპანიის
მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სლოვაკეთის ქარხანა, „იაგუარის“
და „ლენდ როვერის“ ავტომობილებს გამოუშვებს (დაკონკრეტებული ჯერ არ არის),
რომლებსაც ალუმინის სტრუქტურა ექნება. ქარხნის წლიური წარმადობა 300 000
ავტომობილი იქნება. მისთვის მწვანე შუქის ანთების შემთხვევაში, ქარხანა პირველ ავტომობილებს
2018 წელს გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment