დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 10, 2015

„მაზდა“ ფრანკფურტში კონცეპტ „კოერუს“ წარადგენს

Mazda Koeru Concept Teased Ahead Of Frankfurt Debut
10 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „მაზდა“ თავის ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერ „კოერუს“ გვიჩვენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი, იაპონური კომპანიის მომავალი სერიული ქროსოვერის წინამორბედია. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილის სახით, მომავალ CX-9-ს ვიხილავთ, რომელსაც ბაზარი უახლოეს მომავალში ელის. სავარაუდოდ, „მაზდა“ მას ლოს ანჯელესის მოტორ შუზე წარადგენს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.
„მაზდა“ ამბობს, რომ იაპონურად სიტყვა „კოერუ“ აღმატებულს ნიშნავს, რაც ამ ავტომობილის ღირსებათა ერთობლიობას გამოხატავს. „მაზდა“ დარწმუნებულია, რომ ახალი ავტომობილი, თავის კლასში არსებულ სტანდარტებს გასცდება და თავისი მახასიათებლებით და ეფექტურობით, კონკურენტებისთვის ახალ ორიენტირებს ჩამოაყალიბებს.
კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობა, „მაზდას“ საფირმო სტილ „კოდოს“ შესაბამისად არის შემუშავებული. მას აქვს გლუვი ფორმები და ქროსოვერისთვის დაბალი კლირენსი, რაც კუპეს შესახედაობას ანიჭებს. ჯერჯერობით კონცეპტუალური „კოერუს“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ეჭვი არაა იმაში, რომ ავტომობილის ძრავების გამაში, სერია სკაიექტივის აგრეგატები შევა, რომლებიც ეფექტურობით გამოირჩევა.

No comments:

Post a Comment