დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 27, 2014

რიკარდომ უნგრეთში გაილაღა

Motor racing-Australian Ricciardo wins dramatic Hungarian Grand Prix
27 ივლისი
სამქიმიანთა გამარჯვებების სერია მეორედ დაირღვა და მეორედაც ეს დანიელ რიკარდომ „იკადრა“, ვისი წყალობითაც, „რედ ბული“ ისევე უგებს „დანარჩენებს“, როგორც თავად ჩამორჩება სხვა ლიგაში მოასპარეზე „მერსედესს“. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ავსტრალიელმა ისევ აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, რომელიც ამ სეზონში ვერაფრით ახერხებს თავისი ახალი თანაგუნდელის ჩრდილიდან თავის დაღწევას. „რედ ბულს“ კი შეუძლია, მშვიდად იყოს - თუ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გაექცევა, მასზე არანაკლებ სწრაფი „ადამიანი სიცილი“ ჰყავს, რომელმაც უკვე გასინჯა ჩემპიონების დამარცხების და საკუთარი გამარჯვების გემო...

„მაკლარენმა“ სატრეკო P1 GTR-ის ესკიზი გვიჩვენა

New 986bhp McLaren P1 GTR track special previewed
27 ივლისი
„მაკლარენმა“ ინტერნეტით თავის ფლაგმან P1-ის ბაზაზე შემუშავებული სატრეკო P1 GTR-ის ესკიზი გაავრცელა. ავტომობილის პრემიერა მალე პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმართება. ამ ავტომობილის ფასი 1.98 მილიონი გირვანქა სტერლინგია და მისი შეძენის საშუალება კომპანიის მხოლოდ იმ კლიენტებს მიეცემათ, რომლებსაც P1 აქვთ შეძენილი.

სერია ინჯენიუმის ძრავები - „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი კოზირი

ALL-NEW INGENIUM ENGINE WILL SLASH RUNNING COSTS
27 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ძრავების უახლეს ოჯახს ამზადებს, რომლების კონსტრუქციაშიც ყველა უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რისი წყალობითაც, ეს ძრავები სიმსუბუქით, ეკონომიურობით, კომპაქტურობით, სუფთა გამონაბოლქვით და რა თქმა უნდა, სიმძლავრით იქნება გამორჩეული. გარდა ამისა, მათი ექსპლუატაციაც გაცილებით იაფი დაჯდება.

Saturday, July 26, 2014

„მერსედესმა“ AMG-ს ახალი 4.0-ლიტრიანი V8 გაგვაცნო

Mercedes-AMG’s New 4.0-Liter V8 Biturbo Produces 510PS and 650 Nm
26 ივლისი
სუპერ ავტომობილების ბაზარი მოუთმენლად ელის „მერსედეს-ბენცის“ უახლეს სპორტულ ავტომობილ AMG GT-ს, რომელიც AMG-ს უახლესი ძრავით აღიჭურვება. მორიგი ინფორმაცია, რომელიც გერმანულმა ამ ავტომობილის შესახებ გაავრცელა, სწორედ ძრავს ეხება. ესაა 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც 510 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს ავითარებს.

როსბერგი პოულზე, ჰამილტონი ბოლოში

Motor racing-Rosberg on pole, Hamilton on fire and last
26 ივლისი
ნიკო როსბერგი ისევ პოულზეა, ლუის ჰამილტონი კი - ისევ კუდში. მას იღბალი ისევ არ სწყალობს, მაგრამ რა როსბერგის ბრალია, თუ ასეა. მან მორიგი „ხინჯიანი“ გამარჯვება მოიპოვა, რითაც უფრო დიდი გამარჯვებისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელსაც ჩემპიონობისკენ მიჰყავს. და მნიშვნელობა არ აქვს, ეს გამარჯვება ხინჯიანი იქნება, თუ სუფთა. მან უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ სწრაფია, შეუძლია გასწრება, ადვილად უმკლავდება სტრესულ სიტუაციებს, იცავს პოზიციას და რაც მთავარია და რაც მისი მთავარი ღირსებაა, ის არის სტაბილური.

Friday, July 25, 2014

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton fastest in hot Hungarian practice
25 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზი ლუის ჰამილტონის დომინაციით დაიწყო. პირველ და მეორე პრაქტიკებზე მას ბადალი არ ჰყავდა. ორივეზე მან უშუალო მეტოქეს, თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს აჯობა. მეორე სესია განსაკუთრებით გაუსაძლის სიცხეში ჩატარდა - გზის საფარის ტემპერატურამ 55 გრადუსსაც კი მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ჰამილტონს წინა 10 რბოლიდან 5 აქვს მოგებული, როსბერგს კი - 4, თუმცა ლიდერი მაინც გერმანელია, რომელიც წინა ორი უნგრული რბოლის გამარჯვებულ ჰამილტონს 14 ქულას უგებს.

„ფორდ იუროპმა“ ბოლო სამ წელიწადში პირველი მოგება მიიღო

Ford Europe Posts First Profitable Quarter in 3 Years
25 ივლისი
„ფორდისთვის“ ბოლო წლებში ყველაზე პრობლემური ბაზარი ევროპაა, სადაც მისი ბიზნესი ზარალიანია. თავად კომპანიაც და ანალიტიკოსებიც, „ფორდ ოფ იუროპის“ მომგებიან რელსებზე გადასვლას ჯერ არ ელოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რადიკალურ რესტრუქტურიზაციას ნაყოფი უკვე მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ ცისფერმა ოვალმა მეორე კვარტალში ევროპაში მოგება დააფიქსირა.

ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს

Azerbaijan confirms deal to host Formula 1 race from 2016
25 ივლისი
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა და ბერნი ეკლსტოუნმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს. პირვანდელი გეგმით, ბაქოს რბოლა უკვე მომავალ სეზონში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ერთი წლით გადასწიეს.

Thursday, July 24, 2014

შესანიშნავი ხუთეული მარანელოდან

Collector Drives Ferrari 288 GTO, F40, F50 and Enzo to Take Delivery of LaFerrari
24 ივლისი
ეს ისტორია ბევრს ალბათ ზღაპრად მოეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ალბათ თავი ზღაპარში, ან მოძრავ მუზეუმში ეგონათ მათ, ვინც ლონდონიდან მარანელოსკენ და შემდგომ უკანა გზაზე მიმავალი „კვიცების“ კორტეჟი იხილა. თავად განსაჯეთ, ამ კორტეჟში ყველა ის სუპერ ავტომობილი იყო გაერთიანებული, რომლებითაც „ფერარი“ საფუძვლიანად ამაყობს - 288 GTO, F40, F50 და „ენცო“, უკანა გზაზე კი მათ „ლაფერარიც“ დაემატა.

მექსიკა ფორმულა ერთის კალენდარს დაუბრუნდა

Mexico to return to Formula 1 calendar in 2015
24 ივლისი
მომავალ სეზონში, ფორმულა ერთის კალენდარში მექსიკის დიდი პრიზი ბრუნდება, რომლეიც უკვე 23 წელია, არ გამართულა. უნდა ითქვას, რომ ეს რბოლა ამ სეზონის კალენდარშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მექსიკო სიტის ტრასის რეკონსტრუქცია დროულად ვერ დასრულდა და ამიტომ, დაბრუნება ერთი წლით გადაიდო.

„ბეემვე“ აშშ-ის უდიდესი ავტო ექსპორტიორია

BMW is the US auto industry's leading exporter
24 ივლისი
ალბათ ფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან უცხოეთის ბაზრებზე ყველაზე მეტი ავტომობილი დეტროიტის დიდი სამეულიდან ერთ-ერთს გააქვს? ან იქნებ, რომელიმე იაპონურ კომპანიას? თურმე არა! როგორც ირკვევა, „ბეემვეს“ სპარტანბურგის (შტატი სამხრეთ კაროლინა) ქარხანა, შეერთებული შტატების ტერიტორიიდან ყველაზე მეტი ავტომობილის ექსპორტიორია. როგორც სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება, სპარტანბურგის ქარხნიდან (რომელიც 20 წლისაა) ექსპორტზე უფრო მეტი ავტომობილი გადის, ვიდრე მიჩიგანის შტატის ქარხნებიდან.

ლე მანისთვის პროტოტიპების უმცროსი კლასი LMP3 იქმნება

ACO announces new LMP3 class for Le Mans prototype racing
24 ივლისი
იმისათვის, რომ ახალგაზრდა მრბოლმა ფორმულა ერთს მიაღწიოს, გამოცდილება რამდენიმე ძალიან პოპულარულ სერიაში - ფორმულა სამში, ფორმულა „რენოს“ ორ კლასსა და GP2-ში შეიძლება მიიღოს. დაბალი კლასები აქვს ისეთ სერიებს, როგორებიცაა რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ინდიქარი, ნასქარი და დაკარის მარათონიც კი.

Wednesday, July 23, 2014

„ფორდ ფიესტა“ ბრიტანეთის ყველა დროის ბესტ სელერია

Ford Fiesta Is the Best Selling Car of All Time in Britain
23 ივლისი
„ფორდს“ ბრიტანული საავტომობილო ბაზრის უდიდესი წილი ეკუთვნის. მისი ორი მოდელი - „ფიესტა“ და „ფოკუსი“, ალბიონზე უკვე მრავალი წელია, გაყიდვებში ლიდერობისთვის ეპაექრებიან ერთმანეთს. განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის „ფიესტა“ გამოირჩევა, რომელიც „ფოკუსზე“ ძველიცაა და მხოლოდ დროზე იყო დამოკიდებული, თუ როდის მოიპოვებდა ეს სუბკომპაქტური ავტომობილი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსს.

„ლენდ როვერები“ დრონებით აღიჭურვება

The Land Rover that can see round corners: Engineers working to create drones that can be launched from 4x4
23 ივლისი
თუ ცუდ ამინდში გიწევთ ავტომობილის მართვა, ან თქვენს წინ მკვეთრი მოსახვევია, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან არ იცით, წინ რა შეიძლება დაგხვდეთ. მაგრამ მალე თქვენს ხელთ შეიძლება აღმოჩნდეს საშუალება, რომელიც ათეულობით მეტრის იქით გაგახედებთ. ეს საშუალება ერთგვარი მსტოვრული აპარატია, რომელიც ჰაერში დაფრინავს და რეალურ დროში გადმოსცემს თქვენთვის საინტერესო არეალის ვიდეო გამოსახულებას, რომლის ხილვასაც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულ სენსორულ ეკრანზე, ან საქარე შუშაზე შეძლებთ.

„სუზუკი“ ჩინეთში სედან „ალივიოს“ გაყიდვას იწყებს

Suzuki Alivio (Maruti Ciaz) to go on sale in China next month
23 ივლისი
ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქაურ ბაზარზე მალე დაიწყება „სუზუკი ალივიოს“ გაყიდვები. ოღონდ, მანამდე იაპონური კომპანია მას ჩენდუს მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „სუზუკიმ“ ჩინელებს პირველად პეკინის წლევანდელ მოტორ შოუზე წარუდგინა, ჩენდუში კი მის სერიულ ვერსიას გამოფენს.