Suzuki Alivio (Maruti Ciaz) to go on sale in
China next month
23 ივლისი
ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქაურ
ბაზარზე მალე დაიწყება „სუზუკი ალივიოს“ გაყიდვები. ოღონდ, მანამდე იაპონური
კომპანია მას ჩენდუს მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება. ამ
ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „სუზუკიმ“ ჩინელებს პირველად პეკინის წლევანდელ
მოტორ შოუზე წარუდგინა, ჩენდუში კი მის სერიულ ვერსიას გამოფენს.
პეკინურ პრემიერაზე, „სუზუკის“ თავისი ახალი
სედანის ინტერიერი არ უჩვენებია. კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილი იყო 1.6-ლიტრიანი,
1.6-სარქველიანი ბენზინის ძრავით, რომელთანაც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შემუშავებული,
6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იყო დაკავშირებული. სავარაუდოდ, სერიული მოდელი
სწორედ ამ ტანდემით იქნება აღჭურვილი.
„ალივიო“ ჩინური ვერსიაა მოდელ „სიაზის“, რომელსაც
მალე „სუზუკის“ ინდოელი პარტნიორი „მარუტი“ ინდურ ბაზარზე შეიტანს. მისი
გაბარიტებია: სიგრძე 4 545 მილიმეტრი, სიგანე 1 730 მილიმეტრი და სიმაღლე 1 475 მილიმეტრი.
„სიაზის“ ინდური პრემიერის სავარაუდო დრო აგვისტო ან სექტემბერია. ოღონდ, მის აღჭურვილობაში
ბენზინის 1.4-ლიტრიანი და დიზელის 1.3-ლიტრიანი ძრავები შევა. ძღავებს კი 5-საფეხურიანი
მექანიკური და უსაფეხურო ვარიატორი (ბენზინის ძრავთან) შეუწყვილდება.
„ალივიოს“
ტოპ ვერსია აღიჭურვება: პროჟექტორული ფარებით, 16-დუიმიანი მრავალწკირიანი ალუმინის
ბორბლებით, ძრავის დასაქოქი ღილაკით, საჭის მრავალფუნქციური რგოლით, ABS-ით,
მუხრუჭების ელექტრონული გამანაწილებლით, ორმაგი აირბალიშებით და სხვა.
No comments:
Post a Comment