Collector Drives Ferrari 288 GTO, F40, F50 and
Enzo to Take Delivery of LaFerrari
24 ივლისი
ეს ისტორია ბევრს ალბათ ზღაპრად მოეჩვენება. ყოველ
შემთხვევაში, ალბათ თავი ზღაპარში, ან მოძრავ მუზეუმში ეგონათ მათ, ვინც ლონდონიდან
მარანელოსკენ და შემდგომ უკანა გზაზე მიმავალი „კვიცების“ კორტეჟი იხილა. თავად
განსაჯეთ, ამ კორტეჟში ყველა ის სუპერ ავტომობილი იყო გაერთიანებული, რომლებითაც „ფერარი“
საფუძვლიანად ამაყობს - 288 GTO, F40, F50 და „ენცო“, უკანა გზაზე კი მათ „ლაფერარიც“
დაემატა.
უძრავი ქონებით ვაჭრობაზე სპეციალიზებული ბრიტანელი
ბიზნესმენი იონ ჰანტი, ალბიონზე თავისი კოლექციითაა ცნობილი, რომელშიც უკვე ყველა
ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილი შედის. უკვე იმიტომ, რომ თავის კოლექციას უახლესი „ლაფერარი“
ახლახანს შემატა. ალბათ იცით, რომ ამ ავტომობილს ვერავინ შეიძენს, თუ ცხოვრებაში „ფერარის“
მინიმუმ ხუთი ავტომობილი არ შეუძენია. რა თქმა უნდა, მარანელოში კარგად იციან, რომ
ჰანტს ეს ავტომობილები ნაყიდი აქვს. მაგრამ კოლექციონერი ახალი ექსპონატის შესაძენად,
თავისი ოთხივე „ბედაურით“ ეწვია.
ამ მოგზაურობაში მას ორი შვილი და მეგობრები დაეხმარნენ.
ასე გაიარეს ლონდონიდან მარანელომდე, იქ მათ „ლაფერარი“ გადასცეს და უკვე მასთან
ერთად, შინ დაბრუნდნენ. მართლაც საოცარი მოგზაურობა გამოუვიდათ, რომლის დროსაც
ვოიაჟის მონაწილეები ხშირად უცვლიდნენ ერთმანეთს ადგილს.
„რამდენადაც შემიძლია განვსაჯო, „ფერარის“
ავტომობილები სრულყოფილებით გამოირჩევიან. მე ყველა მათგანის მართვა მიყვარს.
ყველა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, მარტო „ენცოთი“ 60 000 კილომეტრზე მეტი
მაქვს გავლილი“, - ამბობს ჰანტი და დასძენს, რომ „ლაფერარის“ საჭესთან გატარებული
პირველი ხუთი წუთის შემდეგ, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
No comments:
Post a Comment