BMW is the US auto industry's leading exporter
24 ივლისი
ალბათ ფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან უცხოეთის
ბაზრებზე ყველაზე მეტი ავტომობილი დეტროიტის დიდი სამეულიდან ერთ-ერთს გააქვს? ან
იქნებ, რომელიმე იაპონურ კომპანიას? თურმე არა! როგორც ირკვევა, „ბეემვეს“
სპარტანბურგის (შტატი სამხრეთ კაროლინა) ქარხანა, შეერთებული შტატების
ტერიტორიიდან ყველაზე მეტი ავტომობილის ექსპორტიორია. როგორც სააგენტო ბლუმბერგი
იტყობინება, სპარტანბურგის ქარხნიდან (რომელიც 20 წლისაა) ექსპორტზე უფრო მეტი
ავტომობილი გადის, ვიდრე მიჩიგანის შტატის ქარხნებიდან.
სპარტანბურგის ქარხანა 1994 წელს ამუშავდა და მაშინ
ვერავის წარმოედგინა, რომ ის ასეთი წარმატებული იქნებოდა, რადგან შტატ სამხრეთ
კაროლინას შედარებით მცირე ეკონომიკა ჰქონდა. მაგრამ ბავარიელებმა ეს მხარე იმის
გამო აირჩიეს, რომ ის ახლოსაა აღმოსავლეთ სანაპიროსთან და მის პორტებთან. ამის
წყალობით, იქ გერმანიიდან ძრავების და ტრანსმისიების შეტანა, შემდეგ კი მზა ავტომობილების
ექსპორტი (მათ შორის ევროპაშიც) გაადვილებულია. დრომ აჩვენა, რომ ბავარიელების
არჩევანი საფუძვლიანი ყოფილა.
ამჟამად ქარხანა ავტომობილების მწარმოებელ ნამდვილ
კომპლექსს წარმოადგენს. იქ უგზბის X3-ს, X4-ს (ახალი დაწყებულია), X5-ს და X6-ს აწყობენ.
მისი პროდუქციის დაახლოებით 70 პროცენტი ექსპორტზე გადის. და ეს ზღვაპი ჯერაც არ
არის. „ბეემვემ“ ამ ქარხნის მოდერნიზაციისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტცია
დაგეგმა, რომლის შედეგადაც, მისი წარმოების წლიური მოცულობა 300-დან 450 ათასამდე
გაიზრდება. ამასთან, იქ უახლეს ფლაგმან ქროსოვერ X7-საც გამოუშვებენ.
გარდა ამისა, მოდერნიზაციის შემდეგ, ქარანაში
დასაქმებულთა რიცხვი 800-ით მოიმატებს და 8 800-ს მიაღწევს. ცნბისათვის, ბოლო
ინვესტიციის ჩათვლით, მისი მშენბლობიდან დაწყებული, ბავარიულმა კომპანიამ
სპარტანბურგის ქარხანაში 7.3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ ქარხნის
გარა, ამჟამად „ბეემვეს“ ამერიკის ტერიტორიაზე ასევე აქვს კარბონს ბოჭკოს
მწარმოებელი საწარმო, რომელიც შტატ უოშინგტონში მუშაობს და რომელსაც მალე 200 მილიონ
დოლარს მოახმარს. გარდა ამისა, ბავარიელებმა ახლახანს გამოაცხადეს, რომ ახალ
ქარხანას ააშენებენ მექსიკის სან ლუის პოტოსიში, რისთვისაც 1 მილიარდი დოლარის
ინვესტიციას გაიღებენ. ამ ქარხნის სიმძლავრე 150 000 ავტომობილი იქნება და ის
მუშაობას 2019 წელს დაიწყებს.
No comments:
Post a Comment