დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 16, 2013

ფეტელმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი გააგრძელეს


Vettel extends Red Bull deal through 2016 - report
16 მარტი
მარკო და ფეტელი
სებასტიან ფეტელმა და „რედ ბულმა“ კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელეს. ამ ინფორმაციას ავსტრიული გაზეთი „კლაინე ცაიტუნგი“ ავრცელებს. ოღონდ, ის ჯერ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებს მიმდინარე კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. თუმცა, ავსტრიული გამოცემის ინფორმაციით, ის ერთი წლით გაგრძელდა და მის კიდევ ერთი სეზონით ცალმხრივად გაგრძელების უფლებას ფეტელი ფლობს.

„ფოლკსვაგენის“ რევოლუციური პლაგ-ინ ჰიბრიდი XL1

VW's Revolutionary XL1 Plug-in Hybrid is the Most Frugal Production Car in the World
16 მარტი
ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას თავიდან ერთლიტრიანს უწოდებდნენ. ამას მარტივი მიზეზი აქვს - პროექტით, მას ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ ერთი ლიტრი საწვავი უნდა დაეხარჯა. ბევრი ფიქრის შემდეგ, „ფოლკსვაგენმა“ მისი წარმოება (შეზღუდული) გადაწყვიტა. და აი, სერიული ვერსია ავტომობილისა, სახელად XL1, ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილეთ.

„ბენტლი ფლაინგ სპურის“ დებიუტი ჟენევაში


2014 Bentley Flying Spur makes its Swiss debut
16 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ბენტლის“ პავილიონის ყველაზე მთავარი ექსპონატი ახალი „ფლაინგ სპური“ იყო, რომელიც მოდელ „კონტინენტალის“ სედანისძარიანი ვერსიაა. ოღონდ, მისი სახელიდან სიტყვა „კონტინენტალი“ ამოვარდა. რაც მთავარია, „ბენტლიმ“ გამოაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი და სწრაფი ოთხკარიანი ავტომობილი, რომელიც კი მას უწარმოებია.

„ქელავეის“ ახალი „კორვეტ სტინგრეი“ შუტინგ ბრეიკ ძარით

Corvette Stingray Shooting Brake Rendering by Callaway

16 მარტი
სატუნინგო კომპანია „ქელავეიმ“ უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ ბაზაზე, ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარით აღჭურვილი ავტომობილის პროექტი შეიმუშავა. კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „C21 აეროვაგონ“, არის „კორვეტის“ უფრო პრაქტიკული ვერსია, რომელიც მომხმარებელს უფრო ფართო ინტერიერს და ტევად საბარგულს სთავაზობს. ამას კი ერთგვარი უნივერსალის მსგავსი ძარის წყალობით ახერხებს.

ძლიერი წვიმის გამო, კვალიფიკაცია კვირას დასრულდება

Rain forces Sunday qualifying in Melbourne
16 მარტი
ასეთი რამ ფორმულა ერთში ძალიან იშვიათად ხდება. ძიერი წვიმის გამო, კვალიფიკაციის მხოლოდ პირველი სესია ჩატარდა, დანარჩენი ორი კი კვირისთვის, რბოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ჩვენი დროით ღამის ოთხზე) დაინიშნა. საინტერესოა, რომ ამინდმა რბოლის პირველ სესიას დასრულება აცალა და მაშინვე დაუშვა...

Friday, March 15, 2013

„მაზერატი MC სტრადალე“ და „კვატროპორტე“ ჟენევაში

Maserati's New 4-Seater GT MC Stradale and Quattroporte Are an Exercise in Style
15 მარტი
ჟენევის 83-ე მოტორ შოუზე, „მაზერატის“ ახალი ოთხადგილიანი გრან ტურიზმოს კლასის ავტომობილის, „MC სტრადალეს“ მსოფლიო პრემიერა და შემდეგი თაობის სედან „კვატროპორტეს“ ევროპული პრემიერა შედგა. ეს უკანასკნელი იტალიურმა ლუქს ბრენდმა პირველად დტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

მესამე თაობის „ფორდ ფოკუს RS-ს“ 335 ცხენის ძალა ექნება


Third-Generation Ford Focus RS Will Have 335 HP
15 მარტი
ბოლო ორი წელია, „ფორდი“ ყველაზე მეტად, თავისი სამოდელო გამის გლობალიზაციასა და ეკონომიურობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ჰიბრიდების და „ფოკუსის“ ელექტრული ვერსიის წარმოებაც კი დაიწყო. და თითქოს, დაავიწყდა, რომ მყიდველთა შორის, პოპულარობით მისი ავტომობილების ტემპერამენტიანი ვერსიებიც სარგებლობს. მაგალითად, იმავე „ფოკუსის“ RS ვერსია...

შესაძლოა, „სიტროენმა“ ლოებს დაბრუნება სთხოვოს

Citroen may ask Loeb to do more rallies to secure WRC title
15 მარტი
„სიტროენის“ გუნდის შეფმა ივ მატონმა აღიარა, რომ სესაძოა, მან სებასტიან ლოებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება და მის გუნდში ასპარეზობა სთხოვოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ფრანგული კონსტრუქტორთა პირველობაზე, ფრანგული გუნდი „ფოლკსვაგენს“ მეტისმეტად ჩამორჩება.

„მერსედესი“ აქტიურ საკიდარს იყენებს

active suspension the key to Mercedes' speed
15 მარტი
როგორც ირკვევა, სეზონისწინა ტესტებზე „მერსედესის“ ბოლიდების მაღალი სისწრაფის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისინი აქტიური საკიდარითაა აღჭურვილი. ამ სისტემას, გერმანული კომპანიის ბოქსებში „ფრიკ-ად“ მოიხსენიებენ. ოღონდ, ჯერ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს აბრევიატურა. გერმანულ ტელევიზია RTL-ის ვარაუდით, ეს შეიძლება „ფრონტ ენდ რეარ ინტერაქტივ კონტროლს“, ანუ „წინა და უკანა ნაწილის ინტერაქტიურ კონტროლს“ ნიშნავდეს.

სეზონის გახსნაზე ფეტელი დომინირებს

Vettel dominates day one of new season
15 მარტი

მელბურნში ფორმულა ერთის 2013 წლის სეზონი გაიხსნა. მელბურნის ალბერტ პარკის ტრეკზე, პირველ ორ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა, თავისი ახალმონათლული „მშიერი ჰეიდით“ დააფიქსირა. ორი პრაქტიკის ჯამში კი მეორე საუკეთესო დრო ფეტელის ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვებერს ჰქონდა. ამგვარად, სეზონის პირველივე საათებში გაჩნდა ეჭვი იმისა, რომ ჩემპიონატი წითელი ხარების დომინაციით ჩაივლის...

Thursday, March 14, 2013

„მაკლარენის“ „ჰონდასთან“ დაახლოებამდე, „მერსედესი“ თავს დაიცავს

Mercedes to 'protect itself' before McLaren-Honda era
14 მარტი
როგორც ჩანს, „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობის აღდგენა რეალურია. მართალია, ამ ინფორმაციას მხარეები ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, „მერსედესში“ უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ უოკინგელებისთვის მათი ახალი, ტურბო ძრავების ავან-ჩავანი ხელმისაწვდომი არ გახდეს.

„სუბარუ ვიზივ“ - იაპონური კომპანიის მომავალი სახე

Subaru's Viziv Concept Previews Future Design Direction and New Diesel-Electric Hybrid
14 მარტი
„სუბარუმ“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა კონცეპტუალური ქროსოვერი „ვიზივი“, რომლითაც თავისი ამ ტიპის ავტომობილების მომავალი სტილი გვიჩვენა. იმავდროულად, ეს შესაძლოა სრულიად ახალი „ფორესტერის“ მახარობელიც იყოს. უნდა ითქვას, რომ პოპულარობის მიუხედავად, „ფორესტერი“ არასდროს გამოირჩეოდა დახვეწილი გარეგნობით და მძლავრი ძრავის და მანევრულობის გარდა, მისი მთავარი ღირსება, ფართო სალონი და უნივერსალისთვის დამახასიათებელი ტევადობაა.

„ვოდაფონი“ „მაკლარენს“ ტოვებს


Vodafone confirms McLaren exit
14 მარტი
ამაზე გასული სეზონიდან ლაპარაკობენ, ახლა კი ეს ამბავი რეალობად იქცა - ბრიტანული სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონი“ აღარ გააგრძელებს „მაკლარენთან“ კონტრაქტს. ამის მიზეზად კი თავისი სასპონსორო პოლიტიკის ძირეული გადახედვა დაასახელა.

ფეტელმა თავისი ახალი ბოლიდი მონათლა

Vettel calls 2013 car 'Hungry Heidi'
14 მარტი
„მშიერი ჰეიდი“ - ეს მეტსახელი შეარქვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც ზედიზედ მეოთხე ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. მანქანას ეს სახელი ფეტელმა და მისმა ინჟინერ-მექანიკოსთა გუნდმა RB9-ს მელბურნში, სტეიკჰაუს „ვლადოში“ ვახშმობისას შეარქვეს.

Wednesday, March 13, 2013

KTM X-Bow GT-ს“ ჟენევური პრემიერა

Geneva motor show: KTM X-Bow GT
13 მარტი
ეს ტიპიური სუპერ ავტომობილი არაა, მაგრამ მრბოლებსა და ავტომობილის ექსტრემალური მართვის მოყვარულებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს. წლების განმავლობაში, ის ჩემპიონთა რბოლის ერთ-ერთი უცვლელი მონაწილეთაგანია და ამ ტურნირის დროს, ფ1-ის და სხვა სარბოლო სერიების ჩემპიონები, ამ უშნო ავტომობილზე ამხედრებულები ასპარეზობენ.