დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 15, 2013

„მერსედესი“ აქტიურ საკიდარს იყენებს

active suspension the key to Mercedes' speed
15 მარტი
როგორც ირკვევა, სეზონისწინა ტესტებზე „მერსედესის“ ბოლიდების მაღალი სისწრაფის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ისინი აქტიური საკიდარითაა აღჭურვილი. ამ სისტემას, გერმანული კომპანიის ბოქსებში „ფრიკ-ად“ მოიხსენიებენ. ოღონდ, ჯერ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს აბრევიატურა. გერმანულ ტელევიზია RTL-ის ვარაუდით, ეს შეიძლება „ფრონტ ენდ რეარ ინტერაქტივ კონტროლს“, ანუ „წინა და უკანა ნაწილის ინტერაქტიურ კონტროლს“ ნიშნავდეს.
ცნობილია, რომ ფორმულა ერთის რეგლამენტით, ელექტრონიკით მართვადი აქტიური საკიდარის გამოყენება იკრძალება. მაგრამ იმავე რეგლამენტში არაფერია ნათქვამი ჰიდრავლიკური სისტემით მართვად საკიდარზე. ეს კი ნიშნავს, რომ მისი გამოყენება აკრძალული არაა. არსებობს ვარაუდი, რომ სამქიმიანები სწორედ ამ ტიპის საკიდარს იყენებენ, რამაც მათ ბარსელონას ტრეკის შუა სექტორზე, შეუდარებელი სიჩქარის აკრეფის საშუალება მისცა.

როგორც გერმანული ჟურნალი „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, ბრეკლიში ბაზირებული საჯინიბო ამ სისტემაზე უკვე სამი წელია, მუშაობს. იმავე გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი სისტემა „ზაუბერსაც“ აქვს შექმნილი, თუმცა შვეიცარიული საჯინიბოს შემთხვევაში, ის სრულყოფილი ჯერ არაა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ „ზაუბერმა“ ბარსელონას ტესტების დროს ის საფუძვლიანად შეისწავლა და გამოსცადა, მელბურნში მის გამოყენებას მაინც არ აპირებს.

No comments:

Post a Comment