დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 15, 2013

მესამე თაობის „ფორდ ფოკუს RS-ს“ 335 ცხენის ძალა ექნება


Third-Generation Ford Focus RS Will Have 335 HP
15 მარტი
ბოლო ორი წელია, „ფორდი“ ყველაზე მეტად, თავისი სამოდელო გამის გლობალიზაციასა და ეკონომიურობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ჰიბრიდების და „ფოკუსის“ ელექტრული ვერსიის წარმოებაც კი დაიწყო. და თითქოს, დაავიწყდა, რომ მყიდველთა შორის, პოპულარობით მისი ავტომობილების ტემპერამენტიანი ვერსიებიც სარგებლობს. მაგალითად, იმავე „ფოკუსის“ RS ვერსია...

ბევრი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ცისფერი ოვალი ამ შესანიშნავი ავტომობილის მესამე თაობის გამოშვებას აღარც აპირებს. მაგრამ ასე არაა. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი „ფოკუს RS“ ბაზარზე 2015 წელს გამოვა. ამ დროს, მესამე თაობის ჰეჩბეკი საბაზო „ფოკუსი“ უკვე ოთხი წლის იქნება.
„ფოკუს RS“ აღიჭურვება ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავით აღიჭურვება. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამ ძრავის სიმძლავრე 305 ცხენის ძალა უნდა ყოფილიყო, თუმცა ახალი ვერსიით, სიმძლავრე 335 ცხენის ძალას მიაღწევს. ასეთ სიმძლავრეს ოთხივე წამყვან ბორბალს გაუნაწილებენ.
რა თქმა უნდა, მეტი ტემპერამენტი მეტი ფული ეღირება - „ფოკუს RS-ის“ შეძენის მსურველებს დაახლოებით 40 000 ევროს გაღება მოუწევთ.

No comments:

Post a Comment