Citroen may ask Loeb to do more rallies to secure
WRC title
15 მარტი
„სიტროენის“ გუნდის შეფმა ივ მატონმა აღიარა, რომ
სესაძოა, მან სებასტიან ლოებს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება და მის გუნდში
ასპარეზობა სთხოვოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ ფრანგული კონსტრუქტორთა პირველობაზე,
ფრანგული გუნდი „ფოლკსვაგენს“ მეტისმეტად ჩამორჩება.
ლოები ამ სეზონში ისედაც აპირებს ოთხ რბოლაში
ასპარეზობას. მან უკვე მიიღო მონაწილეობა მონტე კარლოსა და შვედეთის რბოლებში,
რომელთაგან პირველი მოიგო და მეორეზე მეორე ადგილს დასჯერდა. დარჩენილი ორი რბოლა,
რომლებზეც ლოები იასპარეზებს, არგენტინისა და საფრანგეთის ეტაპებია.
„ჯერჯერობით, ამას არ ვაპირებ. მას ალბათ დაბრუნება
არც სურს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მე კმაყოფილი უნდა ვიყო იმით, რომ მასთან
ერთად, ოთხი სეზონი გავატარე. დარწმუნებული ვარ, ბოლო ეტაპის წინ, გუნდს ჩემპიონობის
შანსი რომ ჰქონდეს, მას აუცილებლად ვთხოვ, რომ ერთით მეტ რბოლაში მიიღოს
მონაწილეობა და მჯერა, უარს არ მეტყვის. პანიკაში სულაც არ ვარ. დარწმუნებული ვარ,
რომ ამას შევძლებთ. ოჟიე ფანტასტიურად ასპარეზობს, მაგრამ ჩვენ უბრძოლველად
არაფერს დავთმობთ“, - ამბობს მატონი.
ჯერ მხოლოდ სამი რბოლაა ჩატარებული, მაგრამ ისე
ეტყობა, რომ „ფოლკსვაგენით“ მოასპარეზე სებასტიან ოჟიეს ბადალი არ ჰყავს. თუმცა, კონსტრუქტორთა პირველობაზე
წინ მაინც სიტროენია, რომელიც გერმანულ გუნდს ექვს ქულას უგებს. შეგახსენებთ, რომ
ორმაგმა შევრონმა ბოლო ათ სეზნში რვა გუნდური პირველობა მოიგო.
No comments:
Post a Comment