დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 14, 2013

„სუბარუ ვიზივ“ - იაპონური კომპანიის მომავალი სახე

Subaru's Viziv Concept Previews Future Design Direction and New Diesel-Electric Hybrid
14 მარტი
„სუბარუმ“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა კონცეპტუალური ქროსოვერი „ვიზივი“, რომლითაც თავისი ამ ტიპის ავტომობილების მომავალი სტილი გვიჩვენა. იმავდროულად, ეს შესაძლოა სრულიად ახალი „ფორესტერის“ მახარობელიც იყოს. უნდა ითქვას, რომ პოპულარობის მიუხედავად, „ფორესტერი“ არასდროს გამოირჩეოდა დახვეწილი გარეგნობით და მძლავრი ძრავის და მანევრულობის გარდა, მისი მთავარი ღირსება, ფართო სალონი და უნივერსალისთვის დამახასიათებელი ტევადობაა.

კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია „სუბარუს“ მიერ შემუშავებული დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც იაპონური კომპანიის 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბო დიზელია გამოყენებული. მასთან უნისონში კი ორი ელექტროძრავი მუშაობს. იაპონურ კომპანიას, ჰიბრიდული სისტემის მახასიათებლები ჟენევის შოუზე არ გამოუქვეყნებია. მწარმოებლის განცხადებით, „ვიზივი“ უგზოობასა და ქალაქის ქუჩებშიც, ერთნაირად კარგად გრძნობს თავს.



გამობერილი საბორბლე თაღები და დამახასიათებელი ექვსკუთხა რადიატორი, „ვიზივს“ ადვილად დასამახსოვრებელ, ელეგანტურ გარეგნობას ანიჭებს. წინა ფარებს, ლათინურ C-სთვის მიმსგავსებული ფორმები აქვს. უკანა ფარები კი შებრუნებულ C-ს მოგაგონებთ. ამასთან, რთული ფორმის წინა ფარების შუაში, მუხრუჭების გამაგრილებელი ჰაერის ამღებია ამოჭრილი. ძნელი სათქმელია, ასეთი ფორმები გამოჩნდება, თუ არა „სუბარუს“ სერიულ ქროსოვერებზე. თუმცა, აშკარაა, რომ ისინი „ვიზივს“ ინდივიდუალობას ანიჭებს.

No comments:

Post a Comment