დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 14, 2013

„ვოდაფონი“ „მაკლარენს“ ტოვებს


Vodafone confirms McLaren exit
14 მარტი
ამაზე გასული სეზონიდან ლაპარაკობენ, ახლა კი ეს ამბავი რეალობად იქცა - ბრიტანული სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონი“ აღარ გააგრძელებს „მაკლარენთან“ კონტრაქტს. ამის მიზეზად კი თავისი სასპონსორო პოლიტიკის ძირეული გადახედვა დაასახელა.

„ფაინენშლ ტაიმსის“ ინფორმაციით, „ვოდაფონის“ და „მაკლარენის“ ყოველწლიური კონტრაქტი 75 მილიონი დოლარი ღირს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენს“ არ გაუჭირდება ახალი სპონსორის შოვნა, რომელიც ამ დანაკარგს სრულად აანაზღაურებს. საქმე ისაა, რომ უოკინგელებმა მექსიკელი სერხიო პერესის სახით, არამხოლოდ სწრაფი და ძალიან ძლიერი პილოტი გადაიბირეს, არამედ მასთან ერთად, ძალიან მდიდარი სპონსორის შოვნის შანსიც მიიღეს.
საქმე ისაა, რომ პერესს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი უჭერს მხარს, რომელსაც მექსიკური სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსი“ ეკუთვნის. მართალია, ეს კომპანია ამჟამად „ზაუბერს“ აფინანსებს, რომელშიც პერესი შარშან ირიცხებოდა, მაგრამ როგორც კი საჭირო გახდება, ის „მაკლარენის“ ბანაკში გადაინაცვლებს.
„მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა სექტემბერში აღიარა, რომ ის სლიმს გაესაუბრა, თუმცა ისიც დასძინა, რომ პერესი სპონსორის გამო არ აუყვანიათ და მას სოლიდურ ხელფასსაც უხდიან. თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, მომავალში პერესს ახალი სპონსორებიც მოჰყვეს...

No comments:

Post a Comment