დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 16, 2013

ძლიერი წვიმის გამო, კვალიფიკაცია კვირას დასრულდება

Rain forces Sunday qualifying in Melbourne
16 მარტი
ასეთი რამ ფორმულა ერთში ძალიან იშვიათად ხდება. ძიერი წვიმის გამო, კვალიფიკაციის მხოლოდ პირველი სესია ჩატარდა, დანარჩენი ორი კი კვირისთვის, რბოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ჩვენი დროით ღამის ოთხზე) დაინიშნა. საინტერესოა, რომ ამინდმა რბოლის პირველ სესიას დასრულება აცალა და მაშინვე დაუშვა...
პირველი სესიის დაწყებაც წვიმის გამო გადაიდო. მაგრამ მერე გადაიღო და ტრეკის პერსონალმაც გუბეები სასწრაფოდ მოაშორა გზიდან. უფრო მეტიც, სესიის მიწურულს, პილოტებმა საშუალო წვიმის რეზინზე გადასვლაც კი შესძლეს, რამაც მათ დროის მკვეთრად შემცირების საშუალება მისცა. ამ დროს კი დაიჩაგრა ის, ვისაც ტრეფიკში რბოლამ მოუწია.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რბოლის გადადება მართებული გადაწყვეტილებაა. ორი სესია 11.35-მდე მორჩება და ამის შემდეგ, რბოლის სტარტამდე (ადგილობრივი დროით ხუთზეა) საკმარისი დრო დარჩება“, - ამბობს „ლოტუსის“ ოპერაციების დირექტორი ალან პერმეინი.
წვიმის გამო, პირველი სესიის მიწურულს, ბევრმა პილოტმა დაუშვა შეცდომა. ავარია მოუვიდა ლუის ჰამილტონსაც. მისი მანქანა საბურავების კედლს დაეჯახა, თუმცა ბრიტანელმა გზის გაგრძელება შეძლო და იმ მომენტში მესამე დროც კი აჩვენა. პირველი სესიის ბოლოს კი ყველაზე სწრაფი მისი გერმანელი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი აღმოჩნდა, რომელმაც ფერნანდო ალონსო და რომენ გროჟანი ჩამოიტოვა.
ჯენსონ ბატონი პირველივე სესიიდან გამოვარდნას გადაურჩა, რაშიც მას რისკი დაეხმარა - სანამ ტრასა ჯერ კიდევ გვარიანად სველი იყო, საშუალო წვიმის რეზინი დააყენა. სამაგიეროდ, ბოლო ექვსეულში აღმოჩნდა პასტორ მალდონადო, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, ახალი მანქანა აშკარად შარშანდელზე უარესიაო.
„ძალიან ბევრი მუშაობა გვმართებს პრობლემების მოსაგვარებლად. მანქანის მართვა ფაქტობრივად შეუძლებელია“, - განაცხადა ვენესუელელმა, ვინც გასულ სეზონში ესპანეთის ეტაპი მოიგო. სხვათა შორის, მისმა ფინელმა დებიუტანტმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა მეორე სესიაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სხვათა შორის, შემდეგ ეტაპზე გასულთაგან, სწორედ ბოტასია ერთადერთი დებიუტანტი. ვერგასულთა შორის კი ერთადერთი გამოცდილი მალდონადოა.

ავსტრალიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                      1:43.380
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    1:43.850
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:44.284
4. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                         1:44.300
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                        1:44.472
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                             1:44.635
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)                1:44.657
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:44.688
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)                1:44.871
10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:45.456
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:45.545
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)              1:45.601
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                 1:45.930
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:46.450
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:47.328
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)               1:47.330
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        1:47.614
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                  1:47.776
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:48.147
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                      1:48.909
21. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)      1:49.519
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                       1:50.626

No comments:

Post a Comment