Motor racing-Rosberg takes Mexican Grand Prix
pole position
31 ოქტომბერი
მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ნიკო
როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. გერმანელი პილოტისთვის ეს ზედიზედ მეოთხე პოულ
პოზიციაა და ზედიზედ მეხუთე კვალიფიკაცია, რომლის მოგებასაც, მსოფლიოს აწ უკვე
სამგზის ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი ვერ ახერხებს. თუმცა, ბრიტანელი პილოტი რბოლას
კვლავ მეორე პოზიციიდან დაიწყებს და მართალია, მან მესამე ტიტული წინა ეტაპზე უკვე
გაინაღდა, თუმცა როგორც ყოველთვის, კვლავაც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.













