Motor racing-Rosberg fastest as F1 returns to
Mexico
31 ოქტომბერი
ფორმულა ერთის ქარავანს წვიმა ამერიკიდან
მექსიკაშიც გაჰყვა. თუმცა არა იმ ინტენსივობით, როგორიც ოსტინში იყო. მთავარია,
რომ მექსიკის მიწას დიდი პრიზების ცირკი დაუბრუნდა. და ძმებ როდრიგესების
სახელობის განახლებულ, შესანიშნავ ტრეკზე, პირველი ორი პრაქტიკის ჯამში, საუკეთესო
დრო ნიკო როსბერგმა აჩვენა.
იმ დროს, როცა კონსტრუქტორთა თასის მფლობელიც და
პილოტებს შორის ჩემპიონის ვინაობაც უკვე გარკვეულია, გასარკვევი დარჩა, თუ ვინ
დაიკავებს მეორე ადგილს. ამერიკის შემდეგ, მეორეზე სებასტიან ფეტელია, რომელიც როსბერგს
ოთხ ქულას უგებს. ბუნებრივია, ამის გამო „მერსედესის“ პილოტი ძალიან მონდომებულია,
რადგან სამქიმიანებს სხვა გუნდებთან დიდი უპირატესობა აქვთ და ამ დროს თუნდაც
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონთან წაგება, ნიკოსთვის ორმაგი მარცხის ტოლფასი იქნება.
აღსანიშნავია, რომ პირველ სესიაზე ყველაზე სწრაფი მაქს
ფერსტაპენი იყო, ვინც დაბადებულიც კი არ იყო იმ დროს, როცა მექსიკაში ფ1-ის ბოლო
რბოლა ჩატარდა (1992 წელს). სამაგიეროდ, ჰოლანდიელმა მეორე სესიაზე დროის
დაფიქსირებაც ვერ შეძლო, რადგან მანქანა დაამტვრია. ამის გამო, რბოლა წითელი შუქით
შეწყდა. სხვათა შორის, ფერსტაპენი ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი
გახდა, ვინც პრაქტიკაზე საუკეთესო დროის ჩვენება შეძლო.
ლუის ჰამილტონს, ვინც ახლახანს მოიპოვა მესამე
ტიტული, მე-11 და მე-4 დროები დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ ტრასა საკმაოდ
რთულია, ბევრი მოსახვევით და სრიალა ასფალტით. თუმცა, ამის მიუხედავად, მასზე
ასპარეზობით ისიამოვნა. მან მექსიკური განახლებული ტრეკის ასფალტი, მონცასას
შეადარა.
როსბერგს
პირველ სესიაზე მეექვსე დრო ჰქონდა. ეს სესია მან გადახურებული მუხრუჭებით
დაასრულა. ბოქსებისკენ მიმავალი მისი მანქანის ბორბლები ცეცხლის ალში იყო
გახვეული.
მექსიკის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:25.990
2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:26.295
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:26.295
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:26.886
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:27.185
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:27.196
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:27.303
8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:27.410
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:27.581
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:27.695
11. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:27.723
12. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:28.498
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:28.559
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:28.579
15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი) 1:28.711
15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი) 1:28.711
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:29.099
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:30.072
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) 1:30.619
19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.091
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:32.866
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:21.531
2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:21.776
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:21.868
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:21.961
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:21.961
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:21.984
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:22.399
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:22.721
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:22.993
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი 1:23.109
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:23.289
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.290
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:23.363
13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:23.364
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:23.430
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:23.597
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:23.614
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:24.533
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი) 1:25.940
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:26.968
20.
მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) დროის
გარეშე
No comments:
Post a Comment