დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 26, 2015

წრიული რბოლები გაზაფხულამდე დაგვემშვიდობა

26 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლა. რბოლების ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის დახურვას, არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრო (ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ ტრეკის გახსნას ჰყავდა). მთლიანად გაივსო ძირითადი ტრიბუნა და მეორე ტრიბუნიდანაც რბოლებს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. და რბოლების მონაწილეებმაც მათ შესანიშნავი სანახაობა მოუწყვეს.


როგორც დაგეგმილი იყო, ორ კლასს - „ბეემვე“ კომპაქტს და ტურინგ ლაითს საერთო რბოლა ჰქონდათ. ამით სანახაობრივი მხარე გაუმჯობესდა. სხვა თუ არაფერი, სასტარტო რიგში 22 ავტომობილი დადგა. მონაწილეთა რაოდენობა არც ფორმულა ალფას და ლეჯენდსის კლასებს დააკლდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ტექნიკის გაუმართაობის გამო, ფორმულას კლასის რბოლას სამი ძლიერი მონაწილე - მევლუდ მელაძე (რომელმაც ვადამდე გაინაღდა ჩემპიონის წოდება), დავით რამიშვილი და თორნიკე კიკნაველიძე გამოაკლდა. სამივე შემთხვევაში, ამის მიზეზი ძრავი გახდა. სხვათა შორის, ბოლო დროს ფორმულებზე ძრავების მწყობრიდან გამოსვლა, ძირითად პრობლემად იქცა.

***
მეორე დღის პროგრამა, ტურიზმის ორი კლასის რბოლამ გახსნა. სტარტზე დიმიტრი ქობულია დაწინაურდა, რომელმაც უკან მოიტოვა ვანო მძელური. მალე მისი გასწრება სანდრო ლომაძემ სცადა და პაექრობაში გართულებს, ორივეს ირაკლი კუხიანიძემ გაასწრო. ლომაძემ პირველი S-იდან გამოსვლისას კუხიანიძესაც გაასწრო, რომელიც მალე მძელურმაც ჩამოიტოვა.



მეორე წრის პირველ მოსახვევში შესვლისას, რეზო ბიწაზე დავით მენთეშაშვილს დაეჯახა, რომელსაც ერთ-ერთ „ბეემვესთანაც“ ჰქონდა კონტაქტი. ამან მისი „ჰონდა“ ისე დააზიანა, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის გავლაღა შეძლო და იძულებული გახდა, პირველ S-მდე გაჩერებულიყო. ბიწაძემ კი რბოლა განაგრძო. თუმცა მცირე ხნით - ჰურმოგლუსთან მოუვიდა შეჯახება და იმავე პიველი S-ის გამოსასვლელში გაჩერდა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.


რესტარტზე ლომაძემ ქობულიას შეუტია და გაასწრო კიდც, თუმცა ეს მეტისმეტად გვიან დამუხრუჭებით შეძლო, რამაც ცუდი სამსახური გაუწია - ლომაძის „ბეემვე“ მოსახვევში ვერ „ჩაეტია“ და დამცავი ზოლის ხრეშში გაჩერდა. სამწუხაროდ, ლომაძემ რბოლის გაგრძელება ვერ შეძლო. ქობულიამ კი, მართალია, მძელურისგან რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდა, მაგრამ მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

„ბეემვე“ კომპაქტის კლასში ჩემპიონი მძელური გახდა, ვინც წრიულ რბოლებში პირველი სრული სეზონი ჩაატარა და 14-დან სამი რბოლა მოიგო, ხუთჯერ კი მეორე ადგილი დაიკავა. მას 23 ქულით ჩამორჩა კუხიანიძე, მესამე ადგილი კი ქობულიამ დაიკავა. ტურინგ ლაითში, ბოლო ეტაპი ჩემპიონის რანგში ჩაატარა მენთეშაშვილმა, ვისზეც 12 რბოლიდან, ცხრა გამარჯვებაა.

ტურინგ ლაითი/ბეემვე კომპაქტი, 10 წრე
1. დიმიტრი ქობულია (კომპაქტი)           24:27.460
2. ვანო მძელური (კომპაქტი)                    0.181
3. ირაკლი კუხიანიძე (კომპაქტი)             0.953
4. გიორგი ბაინდურაშილი (კომპაქტი)   1.940
5. იური მანგასაროვი (ტურინგი)             2.274
6. ალექს მარღანია (ტურნიგი)                  2.885
7. მიხა ტამასიძე (კომპაქტი)                     8.446
8. ირაკლი კაკაურიძე (კომპაქტი)             8.573
9. ჯანკატ ჰურმოგლუ (კომპაქტი)            9.113
10. გიორგი კირვალიძე (კომპაქტი)          10.698
11. გიორგი ალავიძე (კომპაქტი)               18.002
12. დავით ლაბარტყავა (კომპაქტი)         18.437
13. გიორგი გამყრელიძე (კომპაქტი)        26.006
14. ოთარ ალაშვილი (კომპაქტი)              47.626
15. გიგა ბიძნაშვილი (ტურინგი)              48.677
16. გიორგი შველიძე (ტურინგი)              51.103
17. გიორგი კიკნაძე (კომპაქტი)                 1 წრე
18. სანდრო ლომაძე (კომპაქტი)               4 წრე
19. რეზო ბიწაძე (ტურინგი)                      6 წრე
20. პაატა კვესელავა (ტურინგი)               7 წრე
21. დავით მენთეშაშვილი (ტურინგი)    9 წრე
22. გოგა გელაშვილი (ტურინგი)              დროის გარეშე


ტურინგ ლაითის საბოლოო კლასიფიკაცია
1. დავით მენთეშაშვილი - 295 ქულა; 2. იური მანგასაროვი - 221; 3. ალექს მარღანია - 217; 4. გოგა გელაშვილი - 195.5; 5. პაატა კვესელავა - 152; 6. დავით ჩხიკვიშვილი - 140; 7. გიორგი კიკნაძე - 133; 8. რეზო ბიწაძე - 70; 9. გიორგი ფირცხალაიშვილი - 54; 10. ლაშა ჭანტურია - 34; 11. გიორგი შველიძე - 32; 12. გიგა ბიძინაშვილი - 22; 13. ჯაბა მაჭარაშვილი - 22; 14. არჩილ ნოღაშვილი - 10; 15. სოსო ბეგოიძე - 10; ლევან მაკასარაშვილი - 0

ბეემვე კომპაქტის საბოლოო კლასიფიკაცია

1. ვანო მძელური - 295 ქულა; 2. ირაკლი კუხიანიძე - 272; 3. დიმიტრი ქობულია - 268; 4. ვასიკო ჭონიშვილი - 225; 5. სანდრო ლომაძე - 209; 6. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) – 193; 7. გიორგი ბაინდურაშვილი - 182; 8. ირაკლი კაკაურიძე - 166; 9. მიხა ტამასიძე - 137; 10. გიორგი კირვალიძე - 120; 11. გიორგი გამყრელიძე - 98; 12. დავით მენთეშაშვილი - 69; 13. გიორგი ჯადუგიშვილი - 56; 14. ლევან კვინიკაძე - 52; 15. ოთარ ალაშვილი - 55; 16. გიორგი ალავიძე - 51; 17. დავით კაკაბაძე - 26; 18. დავით ლაბარტყავა - 23; 19. დავით ისახანაშვილი - 20; 20. გეგა პატარაია - 15; 21. უშანგი ნანავა - 10; 22. ლაშა ჭანტურია - 8; 23. დავით ხელხელაური - 4; 24. კონსტანტინე თაყაიშვილი - 4; 25. ნოდარ კობეშავიძე - 1.


***
მეორე რბოლა ფორმულა „ალფას“ კლასში გაიმართა. სამწუხაროდ, სტარტზე სამმა პილოტმა ვერ შეძლო გამოსვლა და სამივე შემთხვევაში, ამის მიზეზი ძრავი გახდა. მელაძის მექანიკოსებმა შეძლეს ბოლო მომენტში მანქანის აწყობა, მაგრამ ის სარბოლო კონდიციაში არ იმყოფებოდა და მევლუდმაც რბოლაში მონაწილეობა ვერ მოახერხა. იგივე სიტუაცია ჰქონდა დავით რამიშვილს. მას თავისი სარბოლო ავტომობილი ჰურმოგლუმ დაუთმო, თუმცა ვარჯიშებზე გამოვლინდა, რომ მანქანა სარბოლო მდგომარეობაში არ იყო და რამიშვილმაც სტარტზე გამოსვლისგან თავი შეიკავა. სხვათა შორის, ბოლო ორ კვირაში, მას და თორნიკე კიკნაველიძეს რამდენიმე ძრავმა უმტყუნა. ეს სამეული კი ყოველთვის საუკეთესო ადგილებისთვის იბრძვის ხოლმე...

სტარტზე შაკო ციხელაშვილი დაწინაურდა, რომელსაც კვალში დათა ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე ჩაუდგნენ. მათ ოდნავ ჩამორჩა ირაკლი ჩხეიძის, დავით ბაგრატიონისა და რომან ლებედევის სამეული. მალე რუსმა მეოთხეზე გადაინაცვლა. შუა რბოლაში, ქაჯაიამ ლიდრს მეორე S-ში შეუტია და თითქოს უნდა გაესწრო, მაგრამ ციხელაშვილმა შეძლო პოზიციის შენარჩუნება. ორივეს კი თავართქილაძე წამოეწია.

მომდევნო წრის პირველ მოსახვევში, ციხელაშვილმა მცირე შეცდომა დაუშვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ევროპის ETCC-ს ჩემპიონი დაწინაურებულიყო. უფრო მეტიც, ყოფილ ლიდერს მისმა თანაგუნდელმაც (თავართქილაძემ) გაასწრო და ლებედევიც წამოეწია. თუმცა შაკომ ორ წრეში შეძლო მეორეზე გადასვლა. სამწუხაროდ, ქაჯაიას ფინიშამდე ძრავის ელექტრონიკა დაუზიანდა, რის გამოც, ხიდის სწორის ბოლოს გაჩერდა. ციხელაშვილმა კვლავ ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე წინ აღარავინ გაუშვია.

ფორმულა ალფა, 10 წრე
1. შაკო ციხელაშვილი                    19:51.081
2. სანდრო თაქთაქიშვილი            0.959
3. რომან ლებედევი                         1.413
4. დავით ბაგრატიონი                    12.452
5. კოტე თაყაიშვილი                      22.856
6. ირაკლი ჩხეიძე                            3 წრე
7. დათა ქაჯაია                                 3 წრე
8. მევლუდ მელაძე                          9 წრე
9. გიორგი კიკნაძე                            9 წრე

საბოლოო კლასიფიკაცია
1. მევლუდ მელაძე - 343 ქულა; 2. ირაკლი ჩხეიძე - 269; 3. სანდრო თავართქილაძე - 243; 4. შაკო ციხელაშვილი - 240; 5. დავით ბაგრატიონი - 219; 6. რომან ლებედევი - 196; 7. დავით რამიშვილი - 160; 8. კონსტანტინე თაყაიშვილი - 118; 9. თორნიკე კიკნაველიძე - 113; 10. ბექა ჯიქია - 94; 11. ნოდო კოდუა - 70; 12. დათა ქაჯაია - 61; 13. აიჰანჯან გუვენი (თურქეთი) – 60; 14. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) – 34; 15. ლაშა ნადირაშვილი - 30; 16. დავით მენთეშაშვილი - 24; 17. გიორგი კიკნაძე - 14; 18. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) – 10; 19. სანდრო ლომაძე - 0; 20. ზაზა დუდაური - 0

***
როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო რბოლა ლეჯენდსში ჩატარდა. სწორედ ამიტომ მოიტოვეს ის ორგანიზატორებმა სეზონის ბოლო რბოლად. და არც შემცდარან. პირველობისთვის ისევ რამდენიმე პილოტმა იბრძოლა და ლიდერიც რამდენჯერმე შეიცვალა. იყო შეჯახებებიც, რის გამოც, ერთხელ რბოლა შეჩერდა კიდეც. ბედად, ტრავმა არავის მიუღია. ერთ-ერთ ასეთ ინციდენტში ის პილოტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, მეორეს მონწილემ კი საბოლოოდ გამარჯვებასაც კი მიაღწია!
სტარტზე არჯევანიძე დაწინაურდა, რომელსაც არჩილ ბიძინაშვილი, დავით აფციაური, გიორგი ბეჟიტაშვილი და შოთა აფხაზავა მიჰყვნენ. ერთი წრის შემდგმ ბეჟიტაშვილმა ჯერ ბიძინაშვილს გაასწრო, შემდგ კი არჯევანიძესაც და ლიდერი გახდა. მაგრამ მოწინავეობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რაც მეორე წრის 180-გრადუსიან მოსახვევში მომხდარმა ავარიამ და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ განაპირობა. რადგან მეორე წრე დასრულებული არ იყო, პეისკარის უკან პილოტები იმ მიმდევრობით განლაგდნენ, რომლითაც პირველი წრე დაასრულეს.
ავარია კი ცხადაძის და აფციაურის ბრძოლას მოჰყვა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა - ცხადაძეს გვერდ ვერ აუარა უშანგი ნანავამ და დაეჯახა, მას კი უკნიდან კოლიაშვილიც დაეჯახა. ბედად, აფციაურმა დროულად დააღწია თავი „ხაფანგს“ და რბოლა დაზიანებული მანქანით გააგრძელა. პეისკარის უკან ისევ არჯევანიძე დადგა, რომელსაც უკან ბიძინაშვილი, ბეჟიტაშვილი და კაკაბაძე მიჰყვნენ.

რესტარტზე არჯევანიძემ ლიდერობა ადვილად შეინარჩუნა. კაკაბაძემ კი ბიძინაშვილს შეუტია, თუმცა ამაოდ. ერთი წრის შემდეგ კი, პირველ მოსახვევში მანევრი შეინარჩუნა, რაც კონტაქტით დასრულდა. კაკაბაძემ შეძლო დამცავი ზოლის მოასფალტებულ მონაკვეთზე გასვლა და დროზე დაუბრუნდა ტრასას, ბიძნაშვილს კი ხრეშის ბარიერის გადალახვა დასჭირდა, რამაც ის ძლიერ შეაყოვნა. თუმცა მთავარი ისაა, რომ რბოლას არც ის გამოეთიშა. ამ ორომტრიალით, კარგად ისარგებლა აფციაურმა და დაწინაურდა. მეორე და მესამე ადგილებზე კი აფხაზავამ და არტემ კაბაკოვმა გადაინაცვლეს.
რბოლის მიწურულს, ჯერ აფხაზავამ გაასწრო აფციაურს, შემდეგ კი კაბაკოვმაც, რომელმაც მალე აფხაზავაც ჩამოიტოვა და ლიდერი გახდა. თუმცა ცოტა ხნით. ხიდს სწორზე, მას აფხაზავამ და აფციაურმა თითქმის ერთდროულად გაუარეს და მალე რუსი არჯევანიძემაც ჩამოიტოვა. ბოლო წრის დასაწყისში, აფციაურმა აფხაზავას გაასწრო, თუმცა ორ მოსხვევში ისევ აფხაზავა დაწინაურდა, რომელმაც აფციაურს ფინიშის ხაზთან სულ რაღაც, 0.244 წამით მიასწრო. მაგრამ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გაირკვა, რომ ყვითელ შუქზე აფხაზავამ გასწრების მანევრი შეასრულა, რისთვისაც მისი შედეგი საჯარიმო დროით „დაიტვირთა“ და გამარჯვება აფციაურს დარჩა.

კაკაბაძემ და ბიძინაშვილმ კი მე-4-5 ადგილები დაიკავეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიძინაშვილი ჩემპიონი გამხდარიყო. საბოლოოდ, მან 11 ქულით აჯობა მეტქეს. მესამე ადგილს კი ლეჯენდსში საქართველოს პირველი ჩემპიონი, ბეჟიტაშვილი დასჯერდა.

ლეჯენდსი, 11 წრე
1. დავით აფციაური                        22:50.962
2. გოგა არჯევანიძე                         0.244
3. არტემ კაბაკოვი                            0.293
4. დავით კაკაბაქძე                          2.923
5. არჩილ ბიძინაშვილი                  3.128
6. ოლეგ ჩებორატევი                      10.827
7. ალეკსეი ხაიროვი                        11.329
8. გიორგი ბეჟიტაშვილი                12.058
9. შოთა აფხაზავა                            18.609
10. კსენია ნიკსი                               1 წრე
11. უშანგი ნანავა                             10 წრე
12. სანდრო ცხადაძე                       10 წრე
13. კოტე კოლიაშვილი                   10 წრე

საბოლოო კლასიფიკაცია
1. არჩილ ბიძინაშილი - 295 ქულა; 2. დავით კაკაბაძე - 284; 3. გიორგი ბეჟიტაშვილი - 265; 4. გოგა არჯევანიძე - 227; 5. შოთა აფხაზავა - 210; 6. კსენია ნიკსი (უკრაინა) - 116; 7. სანდრო ცხადაძე - 92; 8. დავით აფციაური - 82; 9. მევლუდ მელაძე - 78; 10. დათა ქაჯაია - 72; 11. კონსტანტინე კოლიაშვილი - 68; 12. უშო ნანავა - 60; 13. ალეკსეი ხაიროვი (რუსეთი) - 43; 14. ოლეგ ჩებოტარევი (რუსეთი) - 35; 15. არტემ კაბაკოვი (რუსეთი) - 32; ჰარალდ შლეგელმილხი (ლატვია) - 22

No comments:

Post a Comment