დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 26, 2015

ჰამილტონი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

Motor racing-Hamilton takes third F1 title after U.S. thriller
26 ოქტომბერი
ამიერიდან, ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის ჩემპიონთა იმ ელიტურ სიაში ჩაეწერა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მინიმუმ სამჯერ აქვთ მოპოვებული. მესამედ ჩემპიონი ის აშშ-ის 2015 წლის დიდი პრიზის მოგების შემდეგ გახდა. „ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი მომენტია“, - ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ჰამილტონმა თავცისიანებს რადიოთი გასძახა.

ჰამილტონი პირველი ბრიტანელი პილოტია, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის წოდება ორჯერ ზედიზედ აქვს მოპოვებული. ამასთან, მან ბავშვობის ოცნება აისრულა და იმდენივე ტიტული მოიპოვა, რამდენიც მის კერპს, ლეგენდარულ აირტონ სენას აქვს მოპოვებული. მან 2.8 წამით აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელსაც სტარტზე, ძალიან აგრესიული მანევრით გაასწრო. მესამეზე კი სებასტიან ფეტელი გავიდა. ფეტელს რომ როსბერგისთვის გაესწრო, ჰამილტონის ჩემპიონობა მინიმუმ ერთი კვირით გადაიწევდა.


„აღტაცებული ვარ. რბოლისას, არაერთი მომენტი იყო, როცა ვიფიქრე, რომ რბოლას ვკარგავდი“, - კვარცხლბეკზევე ინტერვიუსას, რომელიც მისგან პოპ ვარსკვლავმა ელტონ ჯონმა აიღო, განცხადა გამარჯვებულმა. სხვათა შორის, მან ოსტინის ტრეკზე ჩატარებული ოთხი რბოლიდან, უკვე სამი დაასრულა გამარჯვებით. სერ ჯეკი სტიუარტის შემდეგ, ჰამილტონი პირველი ბრიტანელი პილოტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
როსბერგმა ძლიერი წვიმის გამო კვირისთვის გადატანილი კვალიფიკაცია მოიგო, მაგრამ ჰამილტონმა პირველივე მოსახვევში შეასწრო. მათ მანქანები წინა ბორბლებით შეეხენ კიდეც ერთმანეთს. ასე იყო თუ ისე, როსბერგი ტრასის მიღმა გაირიყა, რამაც ტემპი დააკარგვინა და მას ორივე „რედ ბულმა“ და სერხიო პერესმაც გაასწრო. მართალია, გერმანელმა ძალიან სწრაფად სამივე უკან მოიტოვა, მაგრამ მე-13 წრეზე დანიელ რიკარდო „აბობოქრდა“, რომელმაც დანილ კვიატი და როსბერგი მიყოლებით ჩამოიტოვა, ორ წრეშ კი ჰამილტონიც ზედ მიაყოლა.
ჰამილტონმა უცებ დათმო პოზიციები და როცა მას კვიატმაც გაუარა, მაშინვე ბოქსებში უხმეს პირველ პიტ სტოპზე. მალე ბოქსებს როსბერგმა და „რედ ბულებმაც“ მიაშურეს. 22-ე წრეზე როსბერგმა რიკარდოს გაასწრო და სტარტზე დაკარგლი ლიდერობა დაიბრუნა. თითქმის იმავდროულად, ჰამილტონმა კვიატი ჩამოიტოვა და მას მალე მას რიკარდოც ზედ მიაყოლა. მეორე რესტარტის შემდეგ, ფეტელმა ტემპი გაზარდა და ორივე „რედ ბულის“ ჩამოტოვებით „მერსედესებს“ ჩაუდგა კვალში. ისე ჩანდა, რომ გამშრალ ასფალტზე, როსბერგს გამარჯვებაში ხელს ვეღარავინ შეუშლიდა, მაგრამ 48-ე წრეზე უნებლიე შეცდომა დაუშვა, მოსახვევში ვერ ჩაეტია და მას უმალ გაასწრო ჰამილტონმა, ვისაც გამარჯვებაში ხელი უკვე ვეღარავინ შეუშალა.
აღსანიშნავია მაქს ფერსტაპენის და კარლოს საინსის ბრწყინვალე გამოსვლა. ჰოლანდიელმა მე-4 ადგილი დაიკავა. არადა სტარტი მე-10 პოზიციიდან აიღო. რბოლის მსვლელობისას, მან „რედ ბულის“ პილოტების ჩამოტოვებაც კი შეძლო. რაც შეეხება საინსს, ის სტარტზე ბოლო ადგილზე იდგა, ფინიშს კი მეშვიდეზე უწია. გზად არაერთი გასწრება შეასრულა.

კარგად იასპარეზეს „მაკლარენის“ პილოტებმა. ჯენსონ ბატონმა მე-6 ადგილი დაიკავა, რაც უოკინგელთათვის ამ სეზონში საუკეთესო შედეგია. ალონსო რბოლის დასაწყისში დატრიალდა, მაგრამ რბოლისას ერთხელ მე-5 ადგილამდე დაწინაურდა. თუმცა შემდგ მისმა ძრავმა სიმძლავრე დაკარგა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმაც ქულების მიღმა დაასრულა რბოლა. ამ სეზონში საუკეთესო შედეგის მიუხედავად, ბატონი მანქანით უკმაყოფილო დარჩა. მისგან გაცილებით მეტ სიჩქარეს ველოდითო...

აშშ-ის დიდი პრიზი
ოსტინი, ცირკვიტ ოფ ამერიკას, დისტანცია 308.405 კმ (56 წრე, 5.513 კმ)
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:56.824
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:56.929
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:57.969
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:58.434
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:58.596
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:59.210
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:59.333
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:59.703
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1:59.999
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           2:00.199
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            2:00.265
12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   2:00.334
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  2:00.595
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2:01.193
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        2:01.604
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   2:02.212
17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      2:03.194
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2:04.176
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2:04.526
20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 2:07.304

რბოლა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:50:52.703
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:02.850
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:03.381
4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             00:22.359
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:24.413
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 00:28.058
7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   00:30.619
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          00:32.273
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        00:40.257
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          00:53.371
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            00:54.816
12. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               01:15.277
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        15 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            21 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     31 წრე
გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             31 წრე
გ. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         33 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    46 წრე
გ. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     51 წრე
გ. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                         55 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:40.666, 49-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 327 ქულა (ჩემპიონი); 2. სებასტიან ფეტელი - 251; 3. ნიკო როსბერგი - 247; 4. კიმი რაიკონენი - 123; 5. ვალტერი ბოტასი - 111; 6. ფელიპე მასა - 109; 7. დანილ კვიატი - 76; 8. დანიელ რიკარდო - 74; 9. სერხიო პერესი - 64; 10. მაქს ფერსტაპენი - 45; 11. რომენ გროჟანი - 44; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 38; 13. ფელიპე ნასრი - 27; 14. პასტორ მალდონადო - 26; 15. კარლოს საინსი - 18; 16. ჯენსონ ბატონი - 16; 17. ფერნანდო ალონსო - 11; 18. მარკუს ერიქსონი - 9; 19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) – 0; 20. ალექსანდერ როსი - 0; 21. უილ სტივენსი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 574 ქულა (ჩემპიონი); 2. ფერარი - 374; 3. უილიამს-მერსედესი - 220; 4. რედ ბულ-რენო - 150; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 102; 6. ლოტუს-მერსედესი - 70; 7. ტორო როსო-რენო - 63; 8. ზაუბერ-ფერარი - 36; 9. მაკლარენ-ჰონდა - 27; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment