დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 24, 2015

კვალიფიკაცია რბოლის დილას გაიმართება

Motor racing-U.S. GP qualifying postponed to race day morning
24 ოქტომბერი
ოსტინში ისევ წვიმს, გადაუღებლად და ძლიერად. პილოტებმა, აშშ-ის დიდი პრიზის მესამე პრაქტიკაზე გამოსვლა სცადეს, მაგრამ აკვაპლანინგის მეტს ვერაფერს გამორჩნენ. ასეთ სიტუაციაში, მანქანის დამორჩილება და მითუმეტეს, რბოლა შეუძლებელი და ძალიან სახიფათოა. ამის მიუხედავად, მესამე პრაქტიკაზე დროები მაინც დაფიქსირდა. მოგვიანებით, რბოლის ორგანიზატორებმა კვალიფიკაცია რამდენჯერმე გადადეს. მაგრამ ამინდს გამოდარება არც უცდია.
გადაწყდა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა, მთავარი რბოლის დილას დაინიშნოს. უკეთესი პროგნოზი არც კვირისთვისაა. ქარიშხალი პატრიცია უწყვეტად და გაძლიერებული ინტენსივობით ასველებს შტატ ტექსასს და მის მთავარ ქალაქს. უფრო მეტიც, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ რბოლისთვისაც ასეთი ამინდი შენარჩუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაციის ჩატარება ვერ მოხერხდა, რბოლის სტარტზე პილოტები მესამე პრაქტიკის დროების შესაბამისად განლაგდებიან. მასზე კი საუკეთესო დრო ლუის ჰამილტონს ჰქონდა, რომელსაც შანსი აქვს, მესამე ტიტული, სეზონის დასრულებამდე სამი ეტაპით ადრე გაინაღდოს.

აშშ-ის დიდი პრიზი
მესამე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:59.517
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    2:00.380
3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            2:00.496
4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    2:00.523
5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                  2:00.687
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        2:00.694
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             2:00.785
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            2:01.008
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     2:01.474
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       2:02.199
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    2:02.660
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 2:02.825
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)         2:02.921
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            2:03.375
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   2:04.399
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               2:05.283
17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      2:05.378
18. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               2:05.607
19. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      2:06.792

20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           2:09.994

No comments:

Post a Comment