დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 27, 2015

„ლენდ როვერი“ „დისქავერი LR4-ის“ მყიდველს ორ ახალ ვერსიას შესთავაზებს

Land Rover Tries To Keep The Discovery/LR4 Relevant With Landmark And Graphite Editions
27 ოქტომბერი

„ლენდ როვერი“ მალე უახლეს „დისქავერის“ წარუდგენს ბაზარს. ეს მომავალ წელს მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ ძველი, მეოთხე თაობის მოდელი, რომელიც ზოგ ბაზარზე LR4-ის სახელითაა ცნობილი, ჯერაც ძალიან პოპულარულია. მისი დებიუტი შორეულ 2004 წელს შედგა და 2009 წელს კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა. მას შემდეგ, პრაქტიკულად უცვლელი სახით მიეწოდება მყიდველს, რომელსაც ბრიტანული კომპანია პერიოდულად სპეც ვერსიებს სთავაზობს ხოლმე.

„ფორდს“ სიახლეების დანერგვაში გეკონი დაეხმარება

Ford Is Looking Towards the Gecko for Future Technologies
27 ოქტომბერი
გლობალიზაციის გარდა, „ფორდს“ სხვა მიზნებიც აქვს. კერძოდ, მისი მიზანი, გარემოსადმი მიყენებული ზიანის შემცირებაა. ამას კი გამონაბოლქვის შემცირებით, მასალების მრავალჯერადი გამოყენებით და მათი მეორადი გადამუშავებით აპირებს. ეს ყველაფერი, ცისფერი ოვალის მდგრადობის სტრატეგიის მთავარი შემადგენელია. და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კომპანიის ინჟინრები და სხვა პროფილის მკვლევარები, პატარა ხვლიკისებრ გეკონს შეისწავლიან, რათა მისი ფეხების თითების ბალიშებზე არსებული წებოვანების საიდუმლო ამოხსნან და ავტომობილების წარმოებაში გამოიყენონ.

Monday, October 26, 2015

მიკელსენმა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვა

Rallying-Mikkelsen takes maiden win after Ogier smash
27 ოქტომბერი
ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა, რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ეტაპი - ესპანეთის რალი მოიგო, რაც WRC-ზე მისი პირველი გამარჯვებაა. ოღონდ, მას იმის წყალობით მიაღწია, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე, სებასტიან ოჟიემ თავისი „ფოლკსვაგენი“ დაამტვრია. არადა ფრანგი, რომელმაც ვადამდე მოიპოვა თავისი მესამე ტიტული, რბოლას ლიდერობდა.

წრიული რბოლები გაზაფხულამდე დაგვემშვიდობა

26 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლა. რბოლების ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის დახურვას, არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრო (ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ ტრეკის გახსნას ჰყავდა). მთლიანად გაივსო ძირითადი ტრიბუნა და მეორე ტრიბუნიდანაც რბოლებს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. და რბოლების მონაწილეებმაც მათ შესანიშნავი სანახაობა მოუწყვეს.

ჰამილტონი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

Motor racing-Hamilton takes third F1 title after U.S. thriller
26 ოქტომბერი
ამიერიდან, ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის ჩემპიონთა იმ ელიტურ სიაში ჩაეწერა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მინიმუმ სამჯერ აქვთ მოპოვებული. მესამედ ჩემპიონი ის აშშ-ის 2015 წლის დიდი პრიზის მოგების შემდეგ გახდა. „ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი მომენტია“, - ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ჰამილტონმა თავცისიანებს რადიოთი გასძახა.

Saturday, October 24, 2015

კვალიფიკაცია რბოლის დილას გაიმართება

Motor racing-U.S. GP qualifying postponed to race day morning
24 ოქტომბერი
ოსტინში ისევ წვიმს, გადაუღებლად და ძლიერად. პილოტებმა, აშშ-ის დიდი პრიზის მესამე პრაქტიკაზე გამოსვლა სცადეს, მაგრამ აკვაპლანინგის მეტს ვერაფერს გამორჩნენ. ასეთ სიტუაციაში, მანქანის დამორჩილება და მითუმეტეს, რბოლა შეუძლებელი და ძალიან სახიფათოა. ამის მიუხედავად, მესამე პრაქტიკაზე დროები მაინც დაფიქსირდა. მოგვიანებით, რბოლის ორგანიზატორებმა კვალიფიკაცია რამდენჯერმე გადადეს. მაგრამ ამინდს გამოდარება არც უცდია.

საბრძოლო მოთელვა ბოლო რბოლების წინ

24 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, წრიულ რბოლებში საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს მასპინძლობს, რომელშიც ჩემპიონატის მუდმივ მონაწილეთა გარდა, ლეჯენდსის კლასში რუსი პილოტებიც მონაწილეობენ. დღეს მე-7 ეტაპის პირველი რბოლები ოთხ კლასში გაიმართა. ერთეტაპიანი პაუზის შემდეგ, ტრეკს დაუბრუნდა ტურინგ ლაითის კლასი, რომლის ბოლო რბოლაც, „მეებვე“ კომპაქტთან ერთად გაიმართება.

Friday, October 23, 2015

წვიმის გამო მეორე პრაქტიკა არ ჩატარდა

Motor racing-Rosberg fastest in wet U.S. practice
23 ოქტომბერი
როგორც სინოპტიკოსებმა იწინასწარმეტყველეს, აშშ-ის დიდი პრიზის პირველი დღე წვიმიანი გამოდგა. უფრო მეტიც, ჭექა-ქუხილის და მეხის გამო, მეორე თავისუფალი პრაქტიკა გაუქმდა. პირველზე კი, რომელიც სველ ტრასაზე ჩატარდა, საუკეთესი ნიკო როსბერგი იყო, რომელმაც წამზე მეტით აჯობა უახლოეს მდევრებს. ლუის ჰამილტონმა კი, რომელსაც მესამე ტიტულის ოსტინშივე მოპოვების რეალური შანსი აქვს, მხოლოდ ოთხი წრე გაიარა და მეხუთე დროს დასჯერდა.

ჰამილტონი შესაძლოა ტექსასშივე გახდეს ჩემპიონი

Hamilton's title chances boosted by Vettel penalty
23 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონს რეალური შანსი აქვს იმისა, რომ ამერიკაშივე გაინაღდოს მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტული. საქმე ისაა, რომ „ფერარიმ“ სებასტიან ფეტელის მანქანაზე, ძრავის გამოცვლა გადაწყვიტა. ეს მისთვის მეხუთე აგრეგატი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჯარიმის სახით, სტარტზე ათ ადგილს დაკარგავს. სხვათა შრის, მარანელოელები აგრეგატს კიმი რაიკონენსაც შეუცვლიან.

Thursday, October 22, 2015

„რეინჯ როვერ HSE“ 22-დუიმიანი ბორბლებით

Range Rover HSE Ditches Stock 20" Wheels For Custom 22s
22 ოქტომბერი
„რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია HSE ისედაც საბაზო მოდელთან შედარებით, უფრო მდიდრული იერით გამოირჩევა. მის ფერთა გამაში კი ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომელიც „კაიკურა სტოუნის“ (კაიკურა ქალაქია ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო აღმოსავლეთში) ფერშია (ფოტოზე) შეღებილი. ამიერიდან კი ეს ვერსია და ფერი, რომელიც კლიენტთა შორის პოპულარობით სარგებლობს, მყიდველს მორიგი სიახლით, გრაფიტისფერი 22-დუიმიანი ბორბლებითაც მიიზიდავს.

„ფერარის“ დღე ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე

Ferrari makes its debut on the stock exchange
22 ოქტომბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ფერარის“, როგორც დამოუკიდებელი კომპანიის აქციები, პირველად გავიდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE). ოღონდ, როგორც წინდაწინ იყო განსაზღვრული, მარანელოელებმა თავისუფალ ვჭრობაში, თავიანთი აქციების მხოლოდ 10 პროცერნტი გამოიტანეს. უოლ სტრირის სამუშაო დღე, „ფერარის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონემ, NYSE-ს ზარით დარეკვით დაიწყო. მანვე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ფერარის“ საბირჟო სიმბოლო, RACE იქნება.

Wednesday, October 21, 2015

„მაკლარენი“ „ჰონდას“ განახლებული ძრავით კმაყოფილია

New Honda engine a 'good' step for McLaren
21 ოქტომბერი
„ჰონდას“ ფორმულა 1-ის პროგრამის შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ „მაკლარენი“ კმაყოფილია ძრავის სრულყოფის პროცესით. იაპონურმა კომპანიამ თავის პარტნიორს სოჭის რბოლაში განახლებული აგრეგატი მიაწოდა, რომელმაც უოკინგელთა კმაყოფილება გამოიწვია. თუმცა აგრეგატის მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება აღდგენილი ენერგიის გამოყენება.

„ვოლვო“ WTCC-ს უბრუნდება

Volvo To Enter WTCC In 2016 With 400HP S60 Polestar TC1 Race Car
21 ოქტომბერი
„ვოლვო“ ტურიზმის კლასში ევროპის 1985 წლის ჩემპიონატში თავისი „240 ტურბოს“ გამარჯვებას აღნიშნავს და სწორედ ამ ტრიუმფის იუბილეს დაამთხვია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურიზმის კლასში მსოფლიო ჩემპიონატს (FIA WTCC) უბრუნდება. შვედური კომპანია ამისათვის ორ „S60 პოლსტარს“ ამზადებს, მისი სარბოლო პროგრამა კი მრავალწლიანია და მასში მონაწილეობას, სარბოლო გუნდი „საიან რეისინგი“ მიიღებს.

„პორშემ“ მონტოიას ტესტები დაუნიშნა

Porsche confirms date for Montoya LMP1 test
21 ოქტომბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპის შემდეგ, რომელიც ბაჰრეინში გაიმართება, იქვე მის სარბოლო პროტოტიპზე (919 ჰაიბრიდზე) ტესტებს გაივლის ხუან პაბლო მონტოია. ინდი 500-ის გამარჯვებულს და ფ1-ის ყოფილ პილოტს, მის კარიერაში პირველად მიეცემა LMP1 ტიპის მანქანის პილოტირების საშუალება. ეს 22 ნოემბერს მოხდება.

„ფორდი“ ახალ პროტოტიპებზე 3D ნაბეჭდ დეტალებს იყენებს

Ford Shows How It 3D Prints Prototype Parts For Its New Models
21 ოქტომბერი
სამგანზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგია თანდათან მკვიდრდება ავტო ინდუსტრიაში და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია „ფორდია“. ამერიკული კომპანია 3D ბეჭდვას სულ უფრო ხშირად და ინტენსიურად იყენებს, როცა ახალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. სხვათა შორის, ასე იყო სუპერ ავტომობილ GT-ს შემუშავების დროსაც.