დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 26, 2013

ჰულკენბერგისთვის „მაკლარენის“ კარი ჯერაც ღიაა

McLaren door still open for Hulkenberg
26 სექტემბერი
ნიკო ჰულკენბერგს ასარჩევად აქვს საქმე - „ლოტუსის“ გარდა, მის არჩევანში „მაკლარენიც“ ფიგურირებს. უფრო მეტიც, გერმანულ პრესაში არც „ფორს ინდიაში“ მის დაბრუნებას გამორიცხავენ. 26 წლის გერმანელმა მრბოლმა სინგაპურის დიდი პრიზის დღეებში აღიარა, რომ შესაძლოა, „ფორს ინდიადან“ „ზაუბერში“ გადასვლა შეცდომა იყო.

სოჭის ტრეკის ფასი თითქმის გაორმაგდა

Cost of Russia GP almost doubled - report
26 სექტემბერი
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის სარბოლო ტრასის მშენებლობა, პროექტის გათვალისწინებული 142 მილიონი ევროს ნაცვლად, 260 მილიონი ევრო დაჯდა. ტრასა პრაქტიკულად დამთავრებულია და მასზე პირველი საცდლი რბოლები უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სოჭის წყალდიდობამ ახალი პრობლემები წარმოქმნა და როგორც ჩანს, ეს ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.

„ვოლვო“ „კონცეპტ კუპეს“ მცირესერიულად გამოუშვებს

Volvo Concept Coupe may see limited production
26 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „ვოლვოს“ კონცეპტუალური კუპე იყო, რომელმაც გამოფენაზე პოპულარობის მხრივ, სერიოზული კონკურენცია გაუწია ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „პორშე 918 სპაიდერსა“ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ სპორტულ მოდელ „ბეემვე i8-ს“, ორ ავტომობილს, რომლებსაც ამ ტიპის ავტომობილების პოპულარიზაციის საქმეში მოწინავე როლი ენიჭებათ.

„როლს-როისი“ კარბონის კომპოზიტის ათვისებას აპირებს

Rolls-Royce Pondering Carbon Fiber Limited Editions
26 სექტემბერი
ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „როლს-როისი“, კარბონის კომპოზიტის ტექნოლოგიის ათვისებას და ამ მასალით, შეზღუდული რაოდენობით ავტომობილების გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემა „ედმუნდსის“ ინფორმაციით, „როლს-როისის“ კარბონის კომპოზიტით ძარების წარმოება სურს. ოღონდ ამ მასალით, არსებული მოდელების სპეც ვერსიების ძარებს დაამზადებს, რომლებსაც ძალიან მცირე რაოდენობით გამოუშვებს. ავტომობილების დანარჩენი აგებულება სტანდარტული დარჩება.

„სიტროენი“ ქროსოვერ „DS უაილდ რუბისს“ გამოუშვებს

Citroen DS Wild Rubis will be Built, But Won't be Sold in Europe, CEO Says
26 სექტემბერი
„სიტროენმა“ შანჰაის წლევანდელ მოტორ შოუზე კონცეპტუალური ქროსოვერი „DS უაილდ რუბისი“ წარადგინა, რომელზეც იმთავითვე ითქვა, რომ მომავალი სერიული ავტომობილია. და აი, ფრანგულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომავალ წელს ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას ჩინეთში დაიწყებს. დიდი ზომის ქროსოვერი ცისქვეშეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში გაიყიდება. ამასთან, როგორც „სიტროენის“ მთავარი აღმასრულებელი ფრედრიკ ბანზე ამბობს, ამ ავტომობილის ევროპის ბაზარზე შეტანა არ იგეგმება.

Wednesday, September 25, 2013

„ჯიპი“ უგზოობის სუბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს

New Jeep baby SUV for 2014
25 სექტემბერი
საავტომობილო ბაზრის ეს შედარებით ახალი სეგმენტი სულ უფრო მეტ მწარმოებელს იზიდავს. მათ რიგებს კი მალე ამერიკული „ჯიპიც“ დაემატება, რომელსაც „კრაისლერთან“ ერთად, უკვე „ფიატი“ განაგებს. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია და შეგვპირდა, რომ თავის სეგმენტში, მისი ავტომობილი უგზოობის თვისებებით ყველაზე გამორჩეული იქნება.

„ფერარი ლაფერარი“ ნურბურგრინგზე ვარჯიშობს

Ferrari's LaFerrari Rumbles and Grumbles Around the Nürburgring
25 სექტემბერი
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პორშეს“ უახლესმა სუპერ ავტომობილმა (918 სპაიდერი) ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი შვიდ წუთზე ნაკლებში გაიარა, ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე გავრცელდა, თუმცა ასეც რომ არ მომხდარიყო, ამ კლასის ავტომობილები „მწვანე ჯოჯოხეთს“ მაინც აუცილებლად მიაკითხავდნენ, რადგან იქ კარგი დროის ჩვენება, სხვა თუ არაფერი, მწარმოებლის პრესტიჟის საქმეა.

კონცეპტუალური „ნანუკი“ – „პარკური“ ოთხი რგოლით

Audi Nanuk Concept likes Parcour, puts four rings on it
25 სექტემბერი
შესაძლოა, ამ ავტომობილის გარეგნობა ბევრს თვალში არ მოუვიდეს და ამის გამო დაიწუნოს კიდეც, მაგრამ ძალიან შეცდება, რადგან სწორედ გარეგნობა ახასიათებს მას ზუსტად ისეთად, როგორიც აგებულება და ბუნება აქვს. ეს არის ერთდროულად სპორტული სუპერ ავტომობილიც და ყველგანმავალიც, რომელსაც არც ქვიშის შეეშინდება, არც თოვლის და ყინულის, არც ქვა-ღორღის. ასფალტზე ხომ ისე გრძნობს თავს (ტესტები უკვე ჩაუტარდა, ოღონდ როგორც ლამბორგინი პარკურს), როგორც სპეციალური სატრეკო ავტომობილი.

„ფორდ მონდეო“ ოცი წლისაა

Ford Mondeo Celebrates 20th Anniversary
25 სექტემბერი
„ფორდის“ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ევროპულ ავტომობილს, სახელად „მონდეო“, ოცი წელი შეუსრულდა. ამ ავტომობილს ამერიკული კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ცისფერმა ოვალმა სწორედ მისი წყალობით გადაარჩინა თავისი ევროპული ბიზნესი, რომელიც „სიერას“ წყალობით, უფსკრულისკენ მიექანებოდა.

ჩინურმა ავტომობილმა ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა (ვიდეო)

Qoros 3 Sedan Scores Impressive 5-Star Euro NCAP Rating
25 სექტემბერი
როგორც ჩანს, ჩინურ-ებრაულ კომპანია „ქოროსის“ ავტომობილები მალე მოიკიდებენ ფეხს ევროპულ ბაზარზე. ამის წინაპირობა კი ევრო NCAP-ის მიერ ჩატარებულმა ქრეშ ტესტებმა შექმნა, რომლებზეც სედანმა „ქოროს 3-მა“ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ამგვარად, ეს არის პირველი ჩინური ავტომობილი, რომელმაც ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა. უფრო მეტიც, ევრო NCAP-ის წლევანდელ ტესტებში ამ ავტომობილმა ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.

Tuesday, September 24, 2013

„მერსედეს-ბენცის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული S500-ის დებიუტი ფრანკფურტში

Mercedes-Benz S500 Plug-In Hybrid Makes Frankuft Debut, Needs Just 3 L/100KM
24 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცმა“ ახალი S-კლასი მართლაც ძალიან მრავალფეროვან პროდუქტად წარმოადგინა - სედანს ფრანკფურტში კუპე მოაყოლა და იქვე საზოგადოებას თავისი ფლაგმანის პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია წარუდგინა. საერთოდ, ფრანკფურტის გამოფენაზე ბევრი ჰიბრიდული ნახვა იყო შესაძლებელი, თუმცა სამქიმიანების დიდი სედანი მათ შორის აშკარად გამორჩეულია. ამაში მისი მახასიათებლების გაცნობისთანავე დარწმუნდებით.

„ჰიუნდაი“ ევროპას 22 ახალ ავტომობილს ჰპირდება

Hyundai plans 22 new models in Europe by 2017
24 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, ევროპულ ბაზარზე 22 ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რაც გაყიდვების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაზრდის საშუალებას მისცემს. საბოლოო მიზანს კი, „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მარკეტინგის შტოს შეფ მარკ ჰოლის თქმით, ევროპულ ბაზარზე წილის 5 პროცენტამდე გაზრდა წარმოადგენს.

„ლამბორგინი კაბრერა“ ნურბურგრინგზე ემზადება

Lamborghini Gallardo's New Replacement Snagged on the 'Ring
24 სექტემბერი
შესაძლოა არც იცით და ამიტომ თავიდანვე გეტყვით - ასე ერქმევა იმ ავტომობილს, რომლითაც იტალიური კომპანია მალე თავის ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოდელ „გალარდოს“ შეცვლის. მოსალოდნელი იყო, რომ მას ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვიხილავდით, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა მას ან დეტროიტში გვიჩვენებენ, ან კიდევ ჟენევაში, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ პირველად ის ბოლინიას ავტო შოუს დამთვალიერებელმაც იხილოს.

ეკლსტოუნი მასას დახმარებას ცდილობს

Ecclestone 'working' to help Massa stay in F1
24 სექტემბერი
ბერნი ეკლსტოუნმა აღიარა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ფორმულა ერთმა ბოლო ბრაზილიელი მრბოლი არ დაკარგოს. ეს ბოლო ბრაზილიელი ფელიპე მასაა, რომელიც ახლახანს „ფერარიდან“ გაუშვეს. მისი მენეჯერი ნიკოლას ტოდტი (ფია-ს პრეზიდენტ ჟან ტოდტის შვილი) ინტენსიურად მუშაობს, რათა მასას ბრაზილიელი სპონსორი მოუძიოს, რომელიც „ლოტუსთან“, „უილიამსთან“, „ფორს ინდიასთან“ და „ზაუბერთან“ მოლაპარაკებისას პოზიციებს გაუმყარებს.

„ფორდ მუსტანგი“ ევროპაში ყველაზე სასურველი კლასიკური ავტომობილია

Ford Mustang Is the Most Desirable Classic Car in Europe
24 სექტემბერი
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ევროპაში ყველაზე სასურველი კლასიკური ავტომობილი, ამერიკული „ფორდ მუსტანგია“, რომელიც დღიდან მისი წარმოების დაწყებისა, ევროპაში ოფიციალურად არასდროს შეუტანიათ. გამოკითხვა ინტერნეტ გამოცემა „ავტოსკაუტ24-მა“ ჩაატარა. გამოკითხვა ბელგიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ესპანეთში ჩატარდა. სულ მასში მონაწილეობა 75 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათმა 37-მა პროცენტმა, მისთვის სასურველ კლასიკურ ავტომობილად „ფორდ მუსტანგი“ დაასახელა.